ანეკდოტები
მამუკა ონაშვილის ანეკდოტები
კაცი მივა ექიმთან და შესჩივლებს:
– ექიმო, პირველს რომ ვრჩები, კარგად ვარ, კარგად ვარ მეორეზეც, მესამეზეც, მეოთხეზეც, მაგრამ აი, მეხუთეზე ფეხები მეკეცება, მეექვსეზე გული მიჩქარდება, მეშვიდეზე მაკანკალებს, მერვეზე არაფრის თავი აღარ მაქვს.
– მერე, მეოთხეზე გაჩერდი.
– მეოთხეზე როგორ გავჩერდე, მეათეზე ვცხოვრობ!
***
დაქალები ჭორაობენ. ერთი ეუბნება მეორეს:
– შენი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებით ვინ იყვნენ?
– თხის რქა, ვერძი და კურო.
– რა იყო, ფერმის გამგე ხარ?
***
უშგულში სვანებმა დადგეს „ოტელო“ და გამოაკრეს აფიშა:
„ოტელო-მალხაზ ხეცურიანი.
დეზდემონა - ჟუჟუნა ტვილდიანი (ორშაბათი), ნათელა ჯიშკარიანი (სამშაბათი), მზექალა გაზდელიანი (ოთხშაბათი).”
ბექა ონიანის ანეკდოტები
გურულის ანკეტას ავსებენ:
– სახელი!
– ლევანი.
– გვარი!
– ღლონტი.
– ოჯახური მდგომარეობა!
– უფ, ნამეტანი ჩახლართული!
***
მეგრელი ჩამოვიდა თბილისში. იცის, რომ „კენტი” სამარიაჟო სიგარეტია და შევიდა მაღაზიაში მის საყიდლათ. გამყიდველმა გაპრანჭული ხმით ჰკითხა:
– რა ნომერი გნებავთ?
– რა ვიცი კაცო, პირში ჩამეტიოს და რა ნომერიც გინდა ის იყოს!
***
ცოლი იყურება სარკეში, აკვირდება თავის გარეგნობას და ბოლოს ქმარს მიუბრუნდა:
– მეტის ღირსი არ ხარ შენ მაინც!
***
გურულ ქალთან გვიან ღამით საყვარელი მივიდა. ქალი ლოგინში ჩაწვა და ჰკითხა საყვარელს:
– შენ არ დაწვები?
– არა!
– რეიზა?
– არ შემიძლია, დღეს ავტობუსში, საფულე მომპარეს.
– რავა, საფულეში გედვა თუ?