ბრძნული აზრები
პლატონი: უსირცხვილობაა მოგების მიზნით უღირსობის მოთმენა სულის მიერ.
გოეთე: თუ ადამიანმა გონებით კარგად შეიგნო თავისი ნაკლი, ის ძალიან დაახლოებია უნაკლო ადამიანებს.
გრაუ: სადაც სულელად ყოფნა ბედნიერებაა, იქ ჭკვიანად ყოფნა უჭკუობაა.
კატონი: ვისაც გული წმინდა აქვს, იმას სახეც უბრწყინავს.
ლამეკი: ნაშრომ-ნაღვაწი დიდი ნუგეშია. ამ ნუგეშში იპოვი გასამრჯელოს შენი ღვაწლ-შრომისას, თუ შენი საქმე კეთილსინდისიერად აღასრულე.
მასლიონი: ნუთუ გგონიათ, რომ, რაკი უბედურს მადლი რამ უყავით, ნებაცა გაქვთ, უკადრისად მოექცეთ?
რაშელი: დადგება ისეთი დრო, როდესაც ეროვნულ თავმოწონებას თავმოყვარეობად ჩათვლიან, ომს კი – კინკლაობად.
სენეკა: ჩვენ ერთი ლოცვით მეორეს უკუვაგდებთ, რადგან ერთი სურვილი სხვა სურვილებთან უთანხმოებაშია.
ავგუსტინე: ჩვენს ლოცვებში ჩვენ გარემოებების შეცვლას ვითხოვთ და არა თავად ჩვენსას.
კერკეგორი: ადამიანები არასდროს სარგებლობენ იმ თავისუფლებით, რომელიც მათ გააჩნიათ, არამედ ითხოვენ იმას, რაც არ გააჩნიათ: მათ აქვთ აზროვნების თავისუფლება და ითხოვენ გამოხატვის თავისუფლებას.
კამიუ: მე სილამაზის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია – ამით აიხსნება ჩემი სისუსტე ზოგიერთ ადამიანთან დამოკიდებულებაში.
ჰაინე: სიბრძნე მხოლობით რიცხვში არსებობს და აქვს ზუსტი საზღვრები, მაშინ, როცა უსაზღვროა ათასნაირი სიბრიყვე.
გოლდონი: ვერაგობა ბეცია – მხოლოდ იმას ხედავს კარგად, რაც ცხვირწინ აქვს. ამიტომაც ხშირად თვითონვე გაებმებმა ხოლმე იმ მახეში, რომელიც სხვისთვის აქვს დაგებული.
დეკურსელი: უფლება წამოსასხამია, რომელიც სხვის მხრებზე მეტად განიერი და ფართო გვგონია, საკუთარზე კი – მეტად ვიწრო.
ვენტენონი: ზნეობა და განათლება, განათლება და ზნეობა – ერთმანეთს შველის.
ბრეჰტი: პოლიტიკა ერთადერთი პროფესიაა, სადაც საარსებო საშუალებას ტრაბახით მოიპოვებენ.
ტვენი: ამერიკელი არის ადამიანი, რომელიც აკეთებს რამეს იმიტომ, რომ ადრე ამას ასე არავინ აკეთებდა.
მამარდაშვილი: მოდი, იმის მაგივრად რომ ვიფიქროთ, თითქოს ცნობიერება ჩვენშია, ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვართ ცნობიერებაში, ის კი არ ვიფიქროთ, რომ ჩვენს თავშია აზრი, არამედ ვიფიქროთ, რომ ჩვენ ჩვენი თავით ვართ აზრში: „მე მომივიდა აზრი“ კი არა – „მე ჩავვარდი აზრში“.
ლაროშფუკო: ქალების უმეტესობას ჭკუა უფრო მეტად არა კეთილგონიერების გაძლიერებაში ეხმარება, არამედ, განუსჯელობის გამართლებაში.