ახალი წიგნი მეღვინეობაზე
ამა წლის 30 იანვარს, 14:00 საათზე, ეროვნული აკადემიის ტექნიკურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა დიპლომირებული მეღვინის, გამომგონებლის, სამრეწველო საკუთრების პატენტმფლობლის, კონსტანტინე ბალავაძის წიგნის – „ახალი ქართული ღვინოების წარმოება დურდოს გაცხელების მეთილის გამოყენებით“ – პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მეღვინეობის წარმოების წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერები, პროფესორები და აკადემიკოსები: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის მთავარი კონსულტანტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გურამ პაპუნიძე; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თამაზ კობაიძე; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი მურმან ქურიძე; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა ულარჯიშვილი; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქრისტო კახნიაშვილი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან მუჯირი.