დავით ქირია ისევ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
კიკ-ბოქსინგში მსოფლიო სერიის ციკლი დაიწყო. ქართველმა კიკ-ბოქსიორმა დავით ქირიამ ამ ტურნირზე 1 თებერვალს ჩინეთში იასპარეზა. მისი მოწინააღმდეგე, ჩინელი zhong zhoonyu იყო, რომელიც პირველივე რაუნდის მეორე წუთზე ნოკაუტით დაამარცხა. დავითი ამ გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მას კიდევ ერთხელ მოუწევს ბრძოლა „გლორის“ საფინალო ოთხკაციან ტურნირში, რომელიც მარტში ან მაისში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ის ქამრისთვის ბრძოლის ლიცენზიას მოიპოვებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი დავით ქირია მეუღლესთან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობს და კიკ-ბოქსინგის ყველაზე დიდი კლუბის – „გოლდენ გლორის“ წევრია.
დავით ქირია: ძალიან მიხარია ეს გამარჯვება და მაქსიმალურად მოვემზადები შემდეგი ბრძოლისთვის, რათა „გლორის“ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოვიგო.