კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

16 თებერვალი
1923 – ეგვიპტეში ჰოვარდ კარტერის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ტუტენჰამონის აკლდამის შესასვლელი (მის გათხრას ერთი წელი დასჭირდა).
1937 – ამერიკელმა ქიმიკოსმა უოლეს ჰიუმ კაროზესმა დააპატენტა ნეილონი.
1956 – დიდ ბრიტანეთში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
1968 – ქალაქ ჰეილვილში (ალაბამა) გაიხსნა პირველი სასწრაფო მაშველთა სამსახური – 911.
1980 – ქალაქ ლიონთან (საფრანგეთი) წარმოიშვა საავტომობილო საცობი სიგრძით 176 კილომეტრი.
17 თებერვალი
1876 – ჯულიუს ვოლფმა ამერიკის შეერთებული შტატებში დაამზადა თევზის კონსერვი (სარდინები).
1947 – რადიოარხმა – „ამერიკის ხმა“ – დაიწყო ტრანსლირება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
18 – თებერვალი
1825 – იაპონიის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი უცხოელი, რომელიც გაბედავდა და იაპონიის ნაპირზე შედგამდა ფეხს.
1930 – ასტრონომმა კლოდ ტომბომ აღმოაჩინა მზის სისტემის მეცხრე პლანეტა – პლუტონი.
1979 – უცნაური ფაქტი – ალჟირში მოვიდა თოვლი და საჰარის უდაბნოს ქვიშები დაფარა.
19 თებერვალი
1878 – ტომას ალვა ედისონმა დააპატენტა ფონოგრაფი – პირველი ხმის ჩამწერი მოწყობილობა.
1986 – მსოფლიო მასშტაბით აიკრძალა ვეშაპებზე ნადირობა.
20 თებერვალი
1872 – ნიუ-იორკში გაიხსნა მეტროპოლიტენ მუზეუმი.
1937 – ამერიკელმა ინჟინერმა უოლდო უატერმანმა წარადგინა თავისი გამოგონება – მანქანა, რომელსაც ფრენა შეეძლო (ან თვითმფრინავი, რომელსაც გზებზე მოძრაობა შეეძლო).
1940 – პირველად ეკრანებზე მულტფილმში ერთად გამოჩნდნენ კატა ტომი და თაგუნა ჯერი.
1988 – შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისი მთიან ყარაბახში.
21 თებერვალი
1858 – ბოსტონელმა ედვინ ჰოლმსმა პირველმა დააყენა სახლში ელექტროსიგნალიზაცია.
1885 – ვაშინტონში გაიხსნა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი (ყველაზე მაღალი ძეგლი მსოფლიოში – 169,3 მეტრი სიმაღლის).
1935 – დაარსდა ცნობილი კოსმეტიკურ საშუალებათა მწარმოებელი ფირმა „ლანკომი“.
1947 – ედვინ ლენდამ წარადგინა თავისი გამოგონება – ფოტოაპარატი „პოლაროიდი“.
1953 – უოტსონმა და კრიკმა გამოაქვეყნეს მათ მიერ გაშიფრული დნმ-ის ფორმულა (ორმაგი სპირალი).
22 თებერვალი
1635 – კარდინალ რიშელიეს ინიციატივით დაარსდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია.
1828 – ერევანი და ნახჭევანი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
1848 – საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დასაწყისი.
1935 – თვითმფრინავებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციის (თეთრი სახლის) თავზე გადაფრენა.

скачать dle 11.3