სალათების დიეტა
პირველი დღე
9 საათი: 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი, 100 გრამი უმარილო ყველი.
12 საათი: 200 გრამ მოწალულ ყვავილოვან კომბოსტოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ყველანაირი მწვანილი; მოასხით 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ჩაის კოვზი ძმარი და ძალიან ცოტა მარილი; დააყოლეთ 1 ჭიქა უცხიმო მაწონი ან კეფირი.
15 საათი: 200-200 გრამი ვაშლისა და გრეიპფრუტის სალათა; 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
18 საათი: 100-100 გრამი ცოცხალი ისპანახის, მწვანე სალათისა და ჩინური კომბოსტოს ფოთლები დაჭერით მსხვილად. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ყველანაირი მწვანილი, ცოტ-ცოტა გახეხილი ბოლოკი და სტაფილო, ცოტა უკურკო ზეთისხილი, თითო ჩაის კოვზი ძმარი და ზეითუნის ზეთი, ცოტა მარილი და შაქარი; დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენი.
შუალედებში – 2 ლიტრამდე ჩვეულებრივი სასმელი წყალი.
მეორე დღე
9 საათი: 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი ლიმონით, 1 ნაჭერი ტოსტი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი.
12 საათი: 2 ცალი (საშუალო ზომის) მოხარშული კარტოფილის სალათა ყველანაირი მწვანილით, თითო ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთითა და ძმრით; 1 ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი.
15 საათი: 100 გრამი მოხარშული ბრინჯისა და 200 გრამი მოხარშული გოგრის სალათა; 1 ჭიქა ახალგამოწურული ნებისმიერი ხილის წვენი.
18 საათი: 200-200 გრამი ვაშლისა და მსხლის სალათა; 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
შუალედებში – 2 ლიტრამდე ჩვეულებრივი სასმელი წყალი.
მესამე დღე
9 საათი: 1 ფინჯანი ნალექიანი ყავა (უშაქროდ), 100 გრამი უმარილო ყველი.
12 საათი: ყველა სახეობის უმი კომბოსტოს სალათა (ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 300-400 გრამს), მწვანე ხახვით, კამითა და ოხრახუშით; ზემოდან მოასხით თითო ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ძმარი; 1 ჭიქა ახალგამოწურული სტაფილოსა და ჭარხლის წვენი.
15 საათი: 250-300 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, ხახვით, მწვანილითა და ზეითუნის ზეთით; 1 ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი.
18 საათი: 200-200 გრამი ანანასისა და ფორთოხლის სალათა; 100 გრამი ხაჭო; 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
შუალედებში – 2 ლიტრამდე ჩვეულებრივი სასმელი წყალი.
დიეტის გამეორება შეგიძლიათ 2-კვირიანი შუალედებით.
თუ ძალიან გაგიჭირდათ, კვებასა და კვებას შორის მიირთვით 50 გრამი მწარე შოკოლადი (დღეში ერთხელ), 1 ნაჭერი ლიტვური შავი პური 1 ჩაის კოვზი თაფლით ან რამდენიმე ლებანი ნიგოზი.
ეცადეთ, ზედმეტად არ დაიტვირთოთ ფიზიკურად ან გონებრივად და ხშირად წამოწვეთ. წარმატებას გისურვებთ!