კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჭირო ლექსიკონი

მეზოთერაპია არის პროცედურა, რომლის დროსაც კანში ინიექციით შეჰყავთ მეზოკოქტეილი, რომელიც შლის და წვავს ცხიმებს, ამცირებს შეშუპებას, ჭიმავს კანს და აქვს სისხლძარღვების მატონიზებელი ეფექტი სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე.
დადებითი მხარე: ამ მეთოდიკით ზედმეტი ცხიმების მოშორება შესაძლებელი ხდება მაშინაც კი, როდესაც გენეტიკურად გადმოგეცათ და არ ემორჩილება არანაირ დიეტასა და ვარჯიშს.
იმისათვის, რომ თქვენი გარშემოწერილობა შეამციროთ საშუალოდ, 2-დან 4 სანტიმეტრამდე, უნდა ჩაიტაროთ 4-7 პროცედურა.
ტრედლიფტინგი შესაძლებლობას გაძლევთ, ასწიოთ მუცლის კანი, რომელიც მშობიარობის შემდეგ მოდუნდა; გაიკეთოთ ლიფტინგი თეძოებზე და ბეჭებზე. ის დამზადებულია ბიოლოგიური მასალით და 6-9 თვეში მთლიანად გაიწოვება. ეფექტი გრძელდება 3 წლის განმავლობაში: სანამ ის კანში იმყოფება, ძაფები ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტონის გამომუშავებას და ახდენს კანის კარკასის გამაგრების სტიმულირებას.
ვაკუუმი+რადიოტალღები – ამ კომპლექსურ მეთოდიკას ReAction-საც უწოდებენ. ვაკუუმი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმების გამოტანას. სითბოს ზემოქმედების ქვეშ, რომლის გენერირებასაც რადიოტალღები იწვევენ, ხდება კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სინთეზის აქტივიზება და, შედეგად, კანი უფრო მკვრივი ხდება.
დადებითი მხარე: ეს არის იდეალური მეთოდი, რომელიც უმტკივნეულოდ აქრობს სტრიებს.
კავიტაციის, იგივე ულტრაბგერითი ლიპოსაქციის მეთოდიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, ულტრაბგერების მეშვეობით იხლიჩება ცხიმოვანი უჯრედები, შემდეგ კი ლიმფატიკური და ვენური დრენაჟის მეშვეობით გამოიდევნება.
დადებითი მხარე: კავიტაცია ცხიმების დაშლის ერთ-ერთი ყველაზე უმტკივნეულო მეთოდია. ამ პროცედურის დროს არ კეთდება ინიექცია (როგორც, მაგალითად, ლაზერული ლიპოსაქციის დროს).
გასახდომად საკმარისია 3-4 სეანსი. ამ პერიოდში, შესაძლოა, თქვენი გარშემოწერილობა 3-დან 5 სანტიმეტრამდე შემცირდეს.

скачать dle 11.3