კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგიის რჩევები

კითხვა: ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის ცელულიტი. მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს, რომელი პროცედურით უნდა დავიწყოთ – მასაჟით, შეფუთვით, რადიოტალღური ლიფტინგით და ასე შემდეგ, თუ, რამე სხვა მეთოდით დაწყებაა უმჯობესი?
პასუხი: არა მარტო ცელულიტის, არამედ, ნაოჭების, შეშუპების, კუპეროზისა და პიგმენტაციის მკურნალობა გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება, თუ დაიწყებთ არა მასაჟით, შეფუთვით, ქირურგიით ან ლიფტინგით, არამედ ანტისტრესული თერაპიით, რადგან, თუ მაქსიმალურად არ შეამცირებთ სტრესის დონეს, არანაირი მეთოდი არ გამოიღებს სასურველ შედეგს.
კითხვა: მაინტერესებს, კანის დაბერება რამდენი პროცენტით არის დამოკიდებული ასაკზე?
პასუხი: თუ საშუალო ასაკს გულისხმობთ, ნაოჭებზე ასაკი მოქმედებს მხოლოდ 30 პროცენტით, დანარჩენი 70 პროცენტი კი ჩვენს ხელთაა, ანუ, მოვლაზეა დამოკიდებული.
კითხვა: რა ფერის თმა იქნება მოდაში გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე?
პასუხი: წელს მოდაში იქნება „გახუნებული“ თმის ნატურალური ფერები, პარიკის ეფექტის გარეშე.
კითხვა: მაინტერესებს, როგორი მოხაზულობის წარბები უხდება კვადრატული ფორმის სახეს, როგორი – სამკუთხედს და როგორი – ოვალურს?
პასუხი: კვადრატული ფორმის სახეს უფრო „არბილებს“ ოდნავ მორკალური წარბები, ოღონდ, მათი სისქე უნდა იყოს ბუნებრივი, და არა ძალიან დაწვრილებული; სამკუთხედ სახეს „აწონასწორებს“ კუთხოვანი წარბები, ოღონდ, წარბის საწყისი და ბოლო წერტილები დაახლოებით ერთ ხაზზე უნდა მდებარეობდეს; ოვალურ სახეს კი მოუხდება სწორხაზოვანი წარბები.

скачать dle 11.3