კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პლანეტის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები

კომპანია REPUCOM-ის გლობალური სპორტული მარკეტინგის ექსპერტებმა გამოკითხვითა და სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით შეადგინეს და გამოაქვეყნეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფეხბურთელების რეიტინგი:
¹1. კრიშტიანუ რონალდუ – „რეალი“, პორტუგალიის ნაკრები.
ფაქტები, რომლებმაც რონალდო მესიზე წინ დააყენეს, საკმაოდ შთამაგონებელია: პორტუგალიელი თავდამსხმელი რესპონდენტთა 83 პროცენტმა იცნო. „ფეისბუქზე“ მას 82 მილიონი მეგობარი ჰყავს, „ტვიტერზე“ კი – 26 მილიონი ხელმომწერი. ამას დაემატა: 2013 წლის შედეგებით მოგებული „ოქროს ბურთი“ და ჩემპიონთა თასი კლუბის შემადგენლობაში, ბომბარდირის რეკორდები და ტელევიზიის ეკრანზე ხშირი გამოჩენა; ასევე,  მისი მეგობარი გოგონა ირინა შეიკი – მოდელი, ასევე ცნობილი საზოგადოებისთვის.
2. ლიონელ მესი – „ბარსელონა“, არგენტინის ნაკრები.
გაზაფხულამდე ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა, სეზონის ბოლოს უფერულმა თამაშმა მესის რეიტინგი ცოტა შეარყია, თუმცა, საეჭვოა, ეს არგენტინელი ფორვარდის ცნობადობაზე ასახულიყო, რადგან მუდმივად იღებენ რეკლამებში და, უკვე სამი წელია, მსოფლიოში პოპულარული თამაშების სერიის – FIFA-ს სახეა. მესის პლანეტის მოსახლეობის სამი მეოთხედი იცნობს, მაგრამ „ფეისბუქზე“ მხოლოდ 52 მილიონი მეგობარი ჰყავს, „ტვიტერზე“ კი – მხოლოდ 2 მილიონი ხელმომწერი.
¹3. ჟერარ პიკე – „ბარსელონა“, ესპანეთის ნაკრები.
ჟერარის ასეთი წარმატება ორი-სამი წლის წინ ფანტასტიკის სფეროში თუ განიხილებოდა. მაღალი დონის დამცველის, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ტალანტი და ოსტატობა უდავოა, მაგრამ მისი ასეთი პოპულარობა, სულაც არ არის ფეხბურთის მოედანზე მისი მიღწევების დამსახურება. ამაში ლომის წილი კოლუმბიელ მომღერალთან – შაკირასთან მხურვალე რომანს, მასთან ქორწინებასა და შვილს მიუძღვის. ახლა პიკეს ცნობს მოსახლეობის 59 პროცენტი, ხოლო სოციალურ ქსელებზე მასთან 20 მილიონი ადამიანი მეგობრობს.
¹4 ადგილზე ფეხბურთელთა თანავარსკვლავედში „ჩელსის“ ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ტორესია. მისი  ცნობადობა გატანილმა გოლებმა კი არ გამოიწვია, არამედ მისმა წარსულმა და მიმზიდველმა გარეგნობამ. სოციალურ ქსელებში ფერნანდოს 5 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს.
¹5 და ¹¹6 ადგილებზე, თითქმის იდენტური მაჩვენებლებით, უეინ რუნი და ანდრეს ინიესტა არიან. „ფეისბუქზე“ ორივეს დაახლოებით 20 მილიონი მეგობარი და „ტვიტერის” 9 მილიონი ხელმომწერი ჰყავთ. რუნის მოსახლეობის 56 პროცენტი ცნობს, ინიესტას – 53.
¹7 გახლავთ „ფეხბურთის ჯასტინ ბიბერი“ (როგორც მას უწოდებენ) – „ბარსელონას“ მეთვრამეტე ნომერი ბრაზილიელი ნეიმარი. ის ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ევროპაში თამაშობს და უკვე ბევრის გული მოიგო. სამხრეთ ამერიკაში კი ყველა იცნობს, რაშიც გარეგნობაც უწყობს ხელს.
¹8 და ¹9 ადგილებზე იკერ კისილასი და ზლატან იბრაგიმოვიჩი არიან. მათ ამაში „ვაჟკაცური უნიკალურობა“ დაეხმარა, თუმცა, სრულიად საწინააღმდეგო ტიპაჟები არიან: ესპანელი გოლკიპერი წესიერი ბიჭია, სამაგალითო პროფესიონალი, იბრა კი – პირიქით, გამომწვევი ქცევით გამოირჩევა და ყოველთვის ცდილობს, თავისი ღირსებები წარმოაჩინოს.
ტოპ-რეიტინგის ბოლო, მე-10 ნომერია ფრანგი ტიერი ანრი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ არაერთგზის პრიზიორმა ამერიკაში მივლინებით მოახერხა, მნიშვნელოვნად აემაღლებინა პოპულარობა. ანრის დედამიწის მოსახლეობის ნახევარი იცნობს, რაც არც ისე ცუდია ფეხბურთელისთვის, რომელიც უკვე აღარ გამოდის არც ჩემპიონთა ლიგაში და არც ნაკრებში.

скачать dle 11.3