კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრივის სპექტაკლი რინგზე

ამერიკელმა მოკრივემ, ელიოტ სეიმურმა აღიარა, რომ კრივის საღამოზე მისი ნოკაუტით წაგება 62 წლის ჰოლივუდელ მსახიობთან მიკი რურკთან, ჩაწყობილი იყო. სპორტსმენის თქმით, მას დაავალეს, ორთაბრძოლა მეორე რაუნდში წაეგო, რაც გააკეთა – დაეცა კორპუსში დარტყმის შემდეგ. ამასთან, დასძინა, რომ მისი ყველა ილეთი ქორეოგრაფიული ელემენტი იყო. რინგზე ამ სპექტაკლის მოწყობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ სეიმურს ჰონორარის სახით 15 ათას დოლარს შეჰპირდნენ და მხოლოდ 10 ათასი გადაუხადეს.
მსახიობის წარმომადგენელი და პრომოუტერი ანდრეი რიაბინსკი, ტურნირის ორგანიზატორი მოსკოვში, უარყოფს მოლაპარაკების ფაქტს, სეიმური კი აცხადებს, რომ ეს ტყუილი რურკის ხალხმა მუქარით აიძულა. „როგორც ჩემთვის ცნობილია, რურკმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და ამ „სცენართანაც“ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ის გულღია და კარგი ადამიანია“, – განაცხადა მოკრივემ. სკანდალის შემდეგ გაირკვა, რომ 29 წლის ელიოტი უსახლკაროა, წელიწად-ნახევარია, ქუჩაში ცხოვრობს და ამ „სპექტაკლში“ მონაწილეობის ფინანსური მდგომარეობის გამო დათანხმდა.
მიკი რურკმა კრივში მეცადინეობა 12 წლისამ დაიწყო. პროფესინალურ რინგზე მან რვა ბრძოლა ჩაატარა და 6-ჯერ გაიმარჯვა, ბოლო შეხვედრა ამერიკელ შონ გიბსონთან ფრედ დაამთავრა. კრივს თავი ტრავმების გამო დაანება. რინგზე დასაბრუნებლად კი ის ცნობილი სპეციალისტის, თავის დროზე მაიკ ტაისონის მწვრთნელის, ფრედი როუჩის ხელმძღვანელობით ემზადებოდა.

скачать dle 11.3