რომელი ალკოჰოლური სასმელი ხსნის დაღლილობის შეგრძნებას
რატომაა აუცილებელი კომბოსტოს ხშირად ჭამა
უძველესი დროიდან, კომბოსტო ბევრი დაავადების წამლად მიაჩნდათ და ადამიანებს ურჩევდნენ, ის ყოველდღიურ რაციონში შეეტანათ. კომბოსტო შველის უძილობას, კურნავს კუჭს, აამებს თავის ტკივილს, ახორცებს ძნელად შესახორცებელ ჭრილობებს.
არა მარტო კომბოსტოს ფოთოლი, არამედ მისი შუაგულიც, მდიდარია ვიტამინებით.
C ვიტამინს კომბოსტო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. მასში, ასევე, უხვადაა B ჯგუფის ვიტამინები და ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის სკლეროზისა და გულის დაავადების განვითარებას. ის მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
სწორედ ამ თვისებების გამოა აუცილებელი კომბოსტოს ხშირად ჭამა.
რომელი დაავადების დროს უნდა შეზღუდოთ თქვენს რაციონში მარილიანი კერძები
მარილი შეიცავს ნატრიუმს, რომელიც ორგანიზმიდან ჭარბ კალიუმს გამოდევნის, რაც ძალიან მავნებელია. ბევრი ჩვენგანი გაცილებით მეტი რაოდენობით მარილს მოიხმარს, ვიდრე ეს საჭირო და აუცილებელია.
ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსი ორგანიზმში სითხის მარაგის საჭირო რაოდენობით შენარჩუნებას უზრუნველყოფს; ასევე, სისხლძარღვების მუშაობას უწყობს ხელს და აუცილებელია კუჭში მარილმჟავას წარმოქმნისთვის. ორგანიზმში ჭარბი მარილის დაგროვება კი ისევე საშიში და საზიანოა, როგორც მისი დეფიციტი.
ჩვენს ორგანიზმს დღეში დაახლოებით 12-14 გრამი მარილი ესაჭიროება. ჭარბი მარილის კომპენსირება ადვილად არის შესაძლებელი – უნდა იცოდეთ და დაიცვათ შემდეგი პირობა: წლის განმავლობაში მიირთვით მეტი ბოსტნეული, გაზარდეთ სითხის რაოდენობა, სვით ისეთი წყალი, რომელიც მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს.
ორგანიზმში მოხვედრილი ჭარბი მარილი აზიანებს თირკმელებს, გულსა და სასიცოცხლო არტერიებს. ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევისას, ორგანიზმში გროვდება სითხე. რაც შეშუპებისა და ჭარბი წონის მიზეზი ხდება. ძალიან მარილიანი საკვების მიღება იწვევს აგრეთვე, გულის იშემიურ დაავადებებსა და ათეროსკლეროზს.
მარილის ძირითადი რაოდენობა საკვებიდან უნდა მიიღოთ. ასაკის მატებასთან ერთად, იცვლება და იზრდება მოთხოვნა მარილზე, ჯანმრთელ ადამიანს კი ნაკლებმარილიანი და ნაკლებად მწარე საკვების მოთხოვნილება აქვს. უმარილო დიეტა ძალიან სასარგებლოა გაცხიმოვნების დროს. ასეთ შემთხვევაში ყველა კერძი მარილის გარეშე მოამზადეთ. აუცილებლობის დროს კი, მწიკვი მარილი მოაყარეთ მომზადებულ საკვებს.
საკვები უნდა მიიღოთ დღეში 5-ჯერ, სუფრიდან ადგომისას კი ოდნავ დაუნაყრებლობის გრძნობა უნდა გქონდეთ. უბრალო დიეტაში შეგიძლიათ შემდეგი პროდუქტები გამოიყენოთ: დღეში 200 გრამი ხორბლის პური, მჭლე ხორცი, თევზი, მოთუთქული ან უმი ბოსტნეული – კიტრი, კომბოსტო, თალგამი, ლობიო, პომიდორი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი; ასევე, ხილი, კენკროვნები, ხაჭო, კვერცხი, ჩაი და ყავა.
უმარილო დიეტის დროს იკრძალება: მაკარონი, შაქარი, ყურძენი, საზამთრო, ბანანი, შებოლილი პროდუქტი, ბურღულეული, მწარე და მჟავე საკვები.
უმარილო დიეტა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ამ დროს უნდა მიირთვათ უმარილო, ორთქლზე მომზადებული კერძები. ასევე, იკრძალება შემწვარი პროდუქტი; კარაქი და ზეთი კი მომზადების შემდეგ უნდა დაამატოთ. მკაცრად გამორიცხეთ ცხიმიანი, მწარე, შებოლილი პროდუქტები, მარინადები, ცხვრის ხორცი და საკონდიტრო ნაწარმი.
რომელ დაავადებებს იწვევს ხშირი სტრესი და უკონტროლო ემოციები
ხშირი სტრესი იწვევს გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების განვითარების პროვოცირებას, როგორიც არის არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. სტრესი დიდ როლს ასრულებს გაცილებით საშიში დაავადებების განვითარებაშიც, კერძოდ, ის ნერვული სისტემის უმძიმესი და პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადების – გაფანტული სკლეროზის რისკ-ფაქტორია.
იმ ადამიანებში, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან სტრესის ქვეშ, გაფანტული სკლეროზის შემთხვევები გაცილებით ხშირია. ეს მოვლენა სტრესის შედეგად იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევასთან არის დაკავშირებული, რაც გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელი მოვლენის, კერძოდ კი, ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედების თავისივე ნერვული ქსოვილის მიმართ აგრესიულობის საფუძველი შეიძლება იყოს.
სტრესმა, შესაძლოა, გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ნერვული სისტემის გადაჭარბებული აგზნება იწვევს ორგანიზმის დამცველი ძალების სტიმულაციას სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში. ამ დროს ხდება სისხლში მნიშვნელოვანი რაოდენობით სტრესული ჰორმონების გადმოსროლა, რაც იწვევს გულის შეკუმშვების გაძლიერებას და ასტიმულირებს ენერგიით მდიდარი ქიმიური ნივთიერებების მოდინებას. ნერვული სისტემის ზედმეტმა აგზნებამ, შესაძლოა, გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, აკონტროლეთ თქვენი ემოციები და დაიცავით გული.
შეივსეთ ორგანიზმი კალიუმით
ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანმა საკვებიდან მეტი რაოდენობით უნდა მიიღოს კალიუმი. როგორც წესი, საჭიროა, ორჯერ გაზარდოთ კალიუმის მიღება თაფლის, ახალი ბოსტნეულისა და კენკრის სახით.
კალიუმი საჭირო და აუცილებელია არა მარტო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ, კალიუმსა და ნატრიუმს შორის ბალანსის დასაცავად.
წითელი წიწაკა კალიუმის საბადოა, ამიტომ, რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით მოიხმარეთ კერძებში, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 40 წელს გადააბიჯა.
კალიუმის კიდევ ერთი წყაროა წყალში გახსნილი თაფლი და ვაშლის ძმარი.
შტოშის ან ვაშლის 1 ჭიქა წვენი, სასურველია, დღეში ორჯერ დალიოთ, რადგან, ის ორგანიზმს საჭირო კალიუმით უზრუნველყოფს.
კალიუმი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის ცვლას. ძვლის ცუდი შეხორცების ან მოტეხილობის დროს, აუცილებელია, მეტი კალიუმით მოიმარაგოთ ორგანიზმი და მისი ნაკლებობა სასწრაფოდ შეივსოთ.
მწვანე ჩაის ყოველდღე დალევა კუჭისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ
მწვანე ჩაი მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს ადამიანის სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს, ხელს უშლის ადრეული სტადიის სიმსივნეების ზრდის პროცესს. ყოველდღიურად ორი ჭიქა მწვანე ჩაის დალევა კუჭისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ; ასევე, ის კარგად მოქმედებს გულის მუშაობაზე.
თუ მწვანე ჩაის ნაყენს დროდადრო გამოივლებთ პირის ღრუში, ბაქტერიები განადგურდება და კარიესისგან დაცული იქნებით.
საკვებად კი გამოიყენეთ ისეთი პროდუქტები, რომელთა ჭამა უმადაც შეიძლება, რადგან, თერმული დამუშავების დროს ისპობა სასარგებლო ელემენტებისა და ვიტამინების დიდი ნაწილი.
უმი ბოსტნეული ორგანიზმს იცავს კიბოსგან, ამაგრებს გულსა და სისხლძარღვებს და აქვს ბევრი სხვა სასარგებლო თვისება, რაც ხარშვის დროს იკარგება.
თუ თქვენს რომელიმე წინაპარს ნაწლავის კიბო 40-45 წლის ასაკამდე გამოუვლინდა, დაავადების რისკი თქვენშიც იზრდება. თუ რომელიმე მშობელი, დედმამიშვილი ან ბებია-ბაბუა ავადმყოფობდა ავთვისებიანი სიმსივნით, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან, ამ დაავადებისგან სიკვდილიანობის რიცხვმა ბოლო დროს ძალიან იმატა.
თუ თქვენი ოჯახის წევრს ან ნათესავს ნაწლავებში პოლიპების წარმოქმნისკენ აქვს მიდრეკილება, აუცილებელია ექიმ-გენეტიკოსთან კონსულტაცია.
დიდი რაოდენობით მცენარეული უჯრედისებისა და მარცვლოვანების დიეტა კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
თუ ფიზიკურად მუშაობა გიჭირთ, მაშინ კვირაში 4-5-ჯერ მაინც, ნახევარსაათიანი ენერგიული სიარულით უნდა მიიღოთ ის აუცილებელი დატვირთვა, რაც დადებითად იმოქმედებს ნაწლავებში საკვების გატარებაზე – ეს ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია დაავადების რისკის შესამცირებლად.
რომელი ალკოჰოლური სასმელი ხსნის დაღლილობის შეგრძნებას
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომელი ალკოჰოლური სასმელი უნდა დალიოს და რა რაოდენობით, რომ ძალები აღიდგინოს და დაღლილობაც მოიხსნას.
თუ ალკოჰოლის დალევა საღამოს გადაწყვიტეთ, მაშინ, ქვემოთ მოყვანილი რჩევები გაითვალისწინეთ:
* ამ დროს ღვინოს აშკარა უპირატესობა აქვს, რადგან ის ალკოჰოლს შედარებით ნაკლები რაოდენობით შეიცავს და მისით თრობა გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება. მაგრამ, თუ დიაბეტი გაწუხებთ, საღამოს ღვინის დალევა კატეგორიულად გეკრძალებათ;
* არაყს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ის ალკოჰოლის წყალხსნარია და ეიფორიიდან სიმთვრალეში გადასვლის ძალიან მცირე პერიოდი აქვს.
* ლუდში შემავალი მცირე ალკოჰოლი და ამინომჟავები ფსიქოლოგიურ ბარიერს ხსნის, მაგრამ, დიდი რაოდენობით ლუდის დალევა დიდი რაოდენობით სითხის მიღებას ნიშნავს, რაც შარდის ბუშტზე ცუდად მოქმედებს და ღამის საათებში აუცილებლად შეგაწუხებთ.
* დაძინებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე კარგია ერთი სირჩა კონიაკის გადაკვრა. ის მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და, ასევე, ადვილად ხსნის დაღლილობას.
როგორ მოვუაროთ შინაგან ორგანოებს
კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებისას ავადმყოფს მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნება აღენიშნება. ამ დროს ხდება ნაღვლის ამოფრქვევა, რომელიც წვავს ლორწოვან გარსს, რამაც, შეიძლება, კიბოს დაავადებაც კი განავითაროს.
ჭამის შემდეგ ნუ დაწვებით ზურგზე, რადგან ამ დროს ხდება დაწოლა თორმეტგოჯა ნაწლავზე, საკვები და ნაღველი ამოიფრქვევა და მთელ ტრაქტზე განიბნევა, ეს კი ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს.
უმჯობესია, ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ დაწვეთ.
კუჭის წყლულის, კოლიტისა და ბრონქიტის დროს შემდეგი ნაყენი გიშველით:
1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ნედლ მრავალძარღვას (ან აფთიაქში ნაყიდ გამხმარ ფოთოლს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და აცადეთ გაციება. შემდეგ გადაწურეთ და ეს ნაყენი დალიეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
თირკმელი ქვიშებისა და პატარა კენჭებისგან გაიწმინდება, თუ ორი დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ, დალევთ სელის თესლის ნახარშს: 1 ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი. ეს ნაყენი გამოდევნის პროცესს ერთიორად დააჩქარებს.
რაც შეეხება ღვიძლს, ის შედარებით აქტიურია ღამის საათებში, ამიტომ, უძილობის პრობლემები სწორედ ამ დროს იწყება.
ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, თუ ღამით შინაგან დაძაბულობას ან შიშს გრძნობთ, დილით კი უმიზეზო თავბრუხვევა ან თავის გამჭოლი ტკივილი გაწუხებთ.
ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს უძილობა თქვენი მუდმივი თანამგზავრი შეიძლება გახდეს. დილით კი, შესაძლოა, ჰაერის უკმარისობამ შეგაწუხოთ.