კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაქვს წყლული თორმეტგოჯაზე. ვმკურნალობ და დიეტაზე ვარ. მოხარშული საქონლის ხორცი და ხორცის ან ქათმის ნახარში შეიძლება, რომ შევჭამო (ბულიონი)? ასევე, უცხიმო რძე, სოკო (სოკოს მარინადი), ჩაი, სალათები და ბოსტნეული თუა რეკომენდებული?
პასუხი: წყლულოვანი დაავადების დროს რაციონში შეიძლება, ჩავრთოთ: პურ-ფუნთუშეული (თეთრი ფქვილის),  კვერცხი (თოხლო ან ორთქლზე მომზადებული ომლეტის სახით); სუპი (ბოსტნეულის); ხაჭო; წყალში ან ორთქლში მოხარშული ხორცი (საქონლის, ქათმის, ხბოს კატლეტი, გუფთა, პიურე, რულეტი),  თევზი, ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა); ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი (წიწიბურა, შვრია, ბრინჯი); მცენარეული ცხიმი; ხილი; სითხეები (ასკილის ნახარში, არამჟავე ბოსტნეულისა და ხილის წვენები, უგაზო მინერალური წყალი). რაციონიდან უნდა ამოიღოთ: ცხიმიანი ხორცი და თევზი, განსაკუთრებით - შემწვარი; სოკოს სუპი; ცხვრის, საქონლისა და ღორის ქონი; ცხარე სანელებლები; ძეხვი, შაშხი; კონსერვები; ჭვავის პური, ნაზუქი, ნამცხვარი; ალკოჰოლური სასმელები; ნაყინი. გამწვავების პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ წყლულისთვის მავნე საკვებისგან. ასეთია: ხორცის ნახარში (ბულიონი); შაშხი; მჟავე და ცხარე კერძები, მწნილი, მარინადი; ხილი და კენკრა; სანელებლები; კონსერვები; ახალი პური, საფუარიანი ცომეული; გაზიანი სასმელები.
კითხვა: ხელის კიდურებზე ზამთარ-ზაფხულს მაქვს სიწითლე. ხელები სულ ცივი მაქვს. ზამთარში კი სიწითლეს ემატება ისიც, რომ თითებზე პატარ-პატარა წითელი გამონაზარდებივით აღმენიშნება, რომელიც ხელის დაჭერით მტკივნეულია. ეს ქრონიკულად გრძელდება, თვეში ერთხელ მიჩნდება ეს გამონაზარდები და ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, კვლავ ქრება. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა დაავადებაა ეს და ვის მივმართო?
პასუხი: როგორც წესი, ეს პრობლემა მიუთითებს სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე. ეს შეიძლება იყოს გულის ქრონიკული დაავადება, მცირედი მოყინვა, მემკვიდრეობითი დაავადება. ასეა თუ ისე, წითელი ხელები მიუთითებს სისხლის დუნე ცირკულაციაზე. „წითელი წანაზარდები“ კი, სავარაუდოდ, კანის კაპილარული ჰემანგიომაა. აუცილებლად და დროულად მიმართეთ ანგიოლოგს.
კითხვა: ამ ბოლო ხანებში ძალიან მივეჩვიე უმი ნივრისა და ხახვის მიყოლებას სადილის ან ვახშმის დროს. მაინტერესებს, რაიმე სახის გვერდით მოვლენას ხომ არ მივცემ სტიმულს ამით?
პასუხი: თუ კუჭის წვას და გაღიზიანებას არ იწვევს, შეგიძლიათ მიირთვათ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3