კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტიანული სასწაულები

წმიდა ონოფრე გარეჯელი
ერთხელ დავით გარეჯის მონასტერს ლეკები შეესივნენ, მოაოხრეს, იავარჰყვეს, რამდენიმე ბერი, მათ შორის, მღვდელმონაზვნები – მაქსიმე და იოაკიმე, ბერი ონოფრე და კიდევ ოთხი კერძო დიაკონი ტყვედ წაიყვანეს. დატყვევებულთა შორის უხუცესი იყო ღირსი ონოფრე (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე, მეთვრამეტე საუკუნის ქართლელი აზნაური). უსჯულოებს მისი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ სახიერმა უფალმა დაიცვა იგი.
ყოვლადმოწყალე ღვთის განგებულებით, ღირსი ონოფრე გაათავისუფლეს და მონასტერში დააბრუნეს.
ლეკთა შემოსევებისგან მონასტერი ძალზე გაღარიბდა. ერთხელ არქიმანდრიტმა მოუწოდა ღირს ონოფრეს და უთხრა: „სიყვარულისათვის ძმათასა, წარვედ ქუეყანასა ქართლისა და იღვაწე საზრდო, რათა მიიღო გვირგვინი უოხჭნო მორჩილებისა და მეცა წავიდე სხვით კერძო და რაოდენ ძალ მედვას, მოვირეწო“.
ღირს ონოფრეს ეძნელებოდა მონასტრიდან გასვლა, მაგრამ წინამძღვრის კურთხევას დაემორჩილა და ერთ დროს ქართლის უპირველესმა აზნაურმა კარდაკარ დაიწყო სიარული წყალობის სათხოვნელად.
ცხინვალს მიახლოებული ღირსი მამის ყურადღება მიიპყრო მშფოთვარე ბრბომ: ვიღაც ჭაბუკი ეშმაკეულ ქმნილიყო და ურიებთან მიჰყავდათ, რომ მიზეზი შეეტყოთ. ღირსმა ონოფრემ ლმობიერად უთხრა შეკრებილებს: „შვილნო, არა არს საქმე ეგე ყოვლად წესი ქრისტეანთა, არამედ მომგვარეთ იგი აქა“. ავადმყოფის დედა ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს და შემწეობა სთხოვა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი და ანუგეშა: „მაქვს მე აქა წმიდის დავითის გარეჯის საფლავისაგან მტვერი ევლოგიად“, წყალში გაურია წმიდანის საფლავიდან აღებული მიწა და ბოროტისაგან გვემულ ჭაბუკს დაალევინა. ავადმყოფი მეყსეულად განიკურნა.
სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ ღმერთს და მის ერთგულ მონას, ონოფრეს. ღირსი მამა გაექცა დიდებას, უმცროსი ვაჟი, იოანე წამოიყვანა და კვლავ მონასტერში დაბრუნდა, თან სამი-ოთხი წლის სამყოფი საზრდო ჩამოიტანა.
ერთხელ მონასტერში მოვიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და, რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელაპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მოჰბანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში მობრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალსა და ღირს ონოფრეს.
... ღირსმა ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს მოუწოდა და ზიარება ითხოვა. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ გონება დაკარგა. არქიმანდრიტის კუთრხევით, ძმებმა სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს.
თვრამეტი დღის განმავლობაში წმიდანს ხმა არ ამოუღია, არც არაფერი მიუღია, მხოლოდ თვალები ჰქონდა ზეაპყრობილი და მარჯვენა ხელით პირჯვარს ისახავდა.
ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანს მართალთა ძილით მიეძინა.
წმინდა ონოფრეს ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხევლის სარკმელთან.

скачать dle 11.3