კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„რა პასუხს გავცემ საშინელ სამსჯავროზე ქრისტეს?“
ეგვიპტის ერთ უდაბნოში ღვთივსათნო ბერი ცხოვრობდა – სახელად დულა. ის პატიოსანი, მოკრძალებული ადამიანი იყო. როდესაც რაიმეს აბრალებდნენ, თავს არ იმართლებდა – ღვთის ჭეშმარიტი მონა იყო. ასეთ მოთმინებაში გაატარა მან ოცი წელი, მაგრამ ადამიანთა მოდგმის მტერი მახეს უგებს მას, ვინც ეშმაკს კი არა, სამყაროს შემოქმედს ემსახურება. როდესაც მან დაინახა, რომ ზეციური მადლით განმტკიცებული მოსაგრის გულს ვერაფრით შეარყევდა, სხვა ხერხს მიმართა.
ერთი ბერი, რომელსაც ღვთის მცნებების შიში არ ჰქონდა და მაცდურ სულს ემორჩილებოდა, ღამით ტაძარში შევიდა და წმიდა ჭურჭელი მოიპარა. საიდუმლო ადგილას დამალა, თვითონ კი სენაკში ჩაიკეტა, საიდანაც იშვიათად გამოდიოდა. როდესაც დილის მსახურების დრო დადგა, ტაძარში კანდელის ასანთებად შესულმა ბერმა დაინახა, რომ წმიდა ნივთები მოპარული იყო და დაუყოვნებლივ ამცნო ყოველივე წინამძღვარს, რომელმაც ეს ამბავი ძმებს შეატყობინა.
სამწუხაროდ, ღირსი მოსაგრე დულა ამ დროს, ავადმყოფობის გამო, დილის მსახურებას არ დასწრებია. ამით ისარგებლა ზოგიერთმა ბერმა, რომლებიც ცუდად იყვნენ მის მიმართ განწყობილი და განაცხადეს, სხვას არავის შეეძლო ამის ჩადენა, თუ არა დულასო. ამის საუკეთესო დადასტურებად კი, მიიჩნიეს, რომ ჩვეულების საწინააღმდეგოდ, დულა დილის მსახურებას არ დაესწრო... ქარაფშუტა ადამიანებმა ცილისწამება დაიჯერეს და ბრძანეს, უდანაშაულო დულა ტაძარში მოეყვანათ.
ავადმყოფობით გატანჯული მოსაგრე ძალით მიიყვანეს ტაძარში. იქ კი წინამძღვრისა და მამების თანდასწრებით არც კი ჰკითხეს, იყო თუ არა მართლა დამნაშავე, ცილისწამება დაუწყეს: ერთნი ამბობდნენ, რომ ის მალულად ჭამდა პურს; მეორენი გაჰყვიროდნენ, რომ პურს იპარავდა და მონასტრის გარეთ ყიდდა. ამის გამგონე წინამძღვარმა და ბერებმა ირწმუნეს ცილისწამება და მუქარით დაუწყეს დაკითხვა უდანაშაულო დულას. მოითხოვდნენ, გაემხილა, სად დამალა ტაძრიდან მოპარული ქონება. თავდაპირველად, ღირსი მოსაგრე თავს იმართლებდა და საკუთარი უდანაშაულობის დამადასტურებელ საბუთებს მოიხმობდა. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ მისი არ სჯეროდათ, გული გაიმაგრა და დადუმდა, მხოლოდ ხანდახან ამბობდა: „შემინდეთ, წმიდაო მამებო, მე ცოდვილს“.
ამის შემდეგ წინამძღვარმა ბრძანა, გაეხადათ მისთვის საბერო შესამოსელი და საეროთი შეემოსათ. უდანაშაულო დულას მძიმე ბორკილები დაადეს და დასაკითხად ეკონომოსს გადასცეს.
ბოლოს გაღიზიანებულმა წინამძღვარმა და მამებმა დულა ქალაქის თავთან გააგზავნეს, სადაც ახალი ტანჯვა ელოდა.
მეორე დღეს მსაჯულმა თავისთან მოიხმო წინამძღვარი, სხვა ბერები და განუცხადა მათ, რომ დულა არაფერში გამოტყდა. მაგრამ, გასასტიკებულმა ადამიანებმა მისი დანაშაულის დამადასტურებლად ახალი ცრუ საბუთები მოიხმეს. მოტყუებულმა ქალაქის თავმა ხელი მოაწერა განაჩენს, რომ დულასთვის, როგორც სიწმიდეთა შეურაცხმყოფელისთვის ხელი მოეკვეთათ.
უდანაშაულო მოწამე სასჯელის ადგილას გამოიყვანეს... ამ დროს ნამდვილმა დამნაშავემ სინდისის ქენჯნა იგრძნო. მას თავზარი დაეცა და საკუთარ თავს უთხრა: „ვაი მე, რა მელის, თუკი ჩემი დანაშაული გამჟღავნდება? რა პასუხს გავცემ საშინელ სამსჯავროზე ქრისტეს?“  ის დაუყოვნებლივ მივიდა წინამძღვართან და უთხრა სიმართლე: წინამძღვარმა დაუყოვნებლივ შეატყობინა ეს ამბავი ქალაქის თავს და ვნებათა დამთმენი მოსაგრე კვლავ სავანეში დააბრუნეს.
ბერებმა მაშინვე შეიტყვეს მისი უდანაშაულობის შესახებ, გამოააშკარავეს ნამდვილი მიმტაცებელი და ფეხებში ჩაუვარდნენ ღირს დულას, ევედრებოდნენ, შეენდო მათთვის ასეთი მძიმე ცოდვა. მაგრამ, განა შურისძიებას ეძიებს ის, ვინც ქრისტეს მიბაძვით ცხოვრებას ცდილობს, რომელმაც დაითმინა ნერწყვი, გაშოლტვა, ეკლის გვირგვინი და ჯვარცმა?..
ნურავის დანაშაულს ნუ იწამებ, სანამ ამაში დარწმუნებული არ იქნები. ასეთი გაუფრთხილებლობა უდანაშაულო ადამიანს დაღუპავს, დამნაშავე კი დაუსჯელი დარჩება და კიდევ უფრო დიდი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ექნება.

скачать dle 11.3