კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა მომავალი შეყვარებული ქეთი ზაზაშვილმა და რას აკეთებს მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი სპეცეფექტების გარეშე ზურა ყაზიშვილი

ქეთი ზაზაშვილი საზოგადოებამ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, რომლის გამარჯვებულიც გახდა ის თემურ არაბიძესთან ერთად. ქეთიმ ის ბინა, რომელიც წყვილმა ერთად მოიგო, მთლიანად თემოს დაუთმო. ქეთი ძალიან ბევრ საინტერესო  და ღირებულ საქმეს აკეთებს; გარდა ამისა, ის „ზუმბა ფიტნესის“ პირველი ლიცენზირებული ინსტრუქტორია და მისი სტუდია „ბამბატა“, ვაჟა-ფშაველაზე, მეტრო „დელისთან“ მდებარეობს. „ნიჭიერის“ შემდეგ ქეთის პირადი ცხოვრებაც შეიცვალა – მისი შეყვარებული თბილისში იოგას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუქტორი, ზურა ყაზიშვილია, რომელიც ასევე „ნიჭიერში“ მონაწილეობდა.

ზურა ყაზიშვილი: ქეთი პირველად ერთი წლის წინ შევამჩნიე – რიყეზე ჰქონდათ „ზუმბა ფიტნესის“ ღია გაკვეთილი, სადაც ჩემს მეგობართან მივედი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა. დავინახე ქეთი, მომეწონა და დამამახსოვრდა. ჩემს მეგობარს ვკითხე, ეს გოგონა ვინ არის-მეთქი. „ზუმბას“ ინსტრუქტორიაო. მერე ვნახე „ნიჭიერში“, სადაც ორივე ვმონაწილეობდით. მეცნო, მაგრამ, ვერ გავიხსენე.
ქეთი ზაზაშვილი: მეც დავინახე ზურა შესასვლელში და, მეთქი – ოო, ძალიან კარგი ბიჭია. ვუყურებდი, მინდოდა შევემჩნიე და აქეთ-იქით ვსეირნობდი
ზურა: მეც ძალიან, ძალიან მომეწონა. პირველად რომ დავინახე, აზრზე არ ვიყავი, რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ, მერე მისი გამოსვლა რომ ვნახე, მეც და სხვა მონაწილეებმაც აღვნიშნეთ – ესენი გაიმარჯვებენო.
– ქეთი, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, დასაფასებელს და მისაბაძს. ხომ არ გამოგიჩნდნენ მიმბაძველები?
ქეთი: ჯერ არა. თავიდან მიკვირდა, ამ საქმით რატომ არავინ ინტერესდება-მეთქი. მე ეს „ნიჭიერამდე“ დავიწყე, დაახლოებით წლინახევრით ადრე. სხვა მეწყვილე მყავდა – რატი იონათამიშვილი. მერე გავიცანი თემო. ცოტა რთული საქმეა, მაგრამ, ჩემთვის სირთულე შედარებითია, ამიტომ, ყველაფერი უფრო სასიამოვნოა ჩემთვის და დიდად არ მეძნელება. ზოგადად, ჯერჯერობით ხალხს ეს არარეალურად ეჩვენება და, სანამ ეს მენტალიტეტი არ შეიცვლება, მიმბაძველები არ იქნებიან. მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც უნდა, რომ ეს სფერო განავრცოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თემომ ეს გაბედა, რადგან, ძალიან გაბედული ადამიანია. ამის შედეგად, სხვებმაც, ალბათ, დაინახეს საკუთარ თავში ძალა, რადგან, რამდენიმე შშმ პირი უკვე დამიკავშირდა – შემდეგ „ნიჭიერში“ უნდათ გამოსვლა და დავაკვალიანებ. ხელოვნების კუთხით რაღაცეებს ვგეგმავ: მინდა დავდგა წარმოდგენები  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად. საცეკვაო თეატრი ჩამოვაყალიბე – საინტეგრაციო ცეკვის კომპანია. ინოვაციური იქნება და დიდი მხარდაჭერა გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციისგან, მთავარია, ეს პირველი პერფორმანსი გავაკეთოთ. ეს იქნება თეატრალური წარმოდგენა, ოღონდ – ცეკვით.
– ზურაც ხომ არ მიიღებს მონაწილეობას?
– მინდა, რომ ზურაც ჩავრთო ყველაფერში. ძალიან მეხმარება, არაჩვეულებრივი ადამიანია და საოცრად გახსნილი გონება აქვს. ამ საქმეში სხვანაირი მიდგომა გჭირდება, არ უნდა გქონდეს შეზღუდვები, მენტალური ბარიერები – ეს ხალხი არ უნდა დაინახო როგორც შეზღუდულები. მე არ აღვიქვამ ამ ხალხს შეზღუდულებად.
– მოდი, თქვენს ურთიერთობას დავუბრუნდეთ.
– ძალიან მგრძნობიარე ვარ. როგორც კი დავინახე ზურა, მაშინვე ენერგეტიკულად ვიგრძენი, რომ „ჩემია”. ჯერ ერთი, ძლიერი ადამიანია, ეს ენერგეტიკა მოაქვს და ეგრევე დამიპყრო. თან, ძალიან მშვიდია და გაწონასწორებული. რაღაც პრობლემაც რომ შეექმნას, შეუძლია, გადაჭრას. შეიძლება, გარეგნულად არ ჩანდეს, მაგრამ, მე ამას მაინც ყოველთვის ვგრძნობ, თუნდაც თვალის ერთი დახამხამებით. ყველა მეუბნება, რა წყნარი ადამიანიაო, თუმცა, არც მე და არც ზურა არ ვართ ინტრავენტები. არც ჩაკეტილი არ არის, პირიქით, ძალიან გახსნილია. უბრალოდ, მე უფრო მეტ ჟესტიკულაციას ვიყენებ – აჰაჰაა,  უფრო მეტად გამოვხატავ ემოციებს.
ზურა: არა მარტო მე, სხვებსაც უჩნდებათ კითხვა: „თურმე”...  – და ამ კითხვას გაეცა პასუხი: საოცარი წერილები მომივიდა, თუნდაც მოლოცვის სახით – ისეთი გოგო უნდა იყოს შენ გვერდით, როგორიც ქეთიაო. ძალიან ვგავართ ერთმანეთს; შეიძლება, გარეგნულად ერთნაირად არ გამოვხატოთ, მაგრამ, შინაგანად ძალიან ერთნაირები ვართ. იმდენად, რომ, რასაც ვგრძნობ ან ვფიქრობ, ქეთი იმას ხვდება და მეც ანალოგიურად ვარ. ის, რაც ყველაზე მეტად მიქმნიდა პრობლემებს ურთიერთობებში, ქეთისთან ბოლომდე მოხსნილი მაქვს – არ ვცდილობთ ერთმანეთის აღზრდას, პატივს ვცემთ ერთმანეთს, ასევე, ვერგებით ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთის არჩევანს. მე და ქეთის ასეთი ფილოსოფია გვაქვს: მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და მიეცი საშუალება სხვებს, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან.
ქეთი: ეს ძალიან იოლია, უბრალოდ, შენს ეგოს უნდა გადააბიჯო. მე, ზოგადად, ასეთი ადამიანი ვარ და, ალბათ, ამიტომაც მოილტვის ჩემკენ ყველა.
ზურა: ქეთი ისეთი ადამიანია, მასთან ყველა კომფორტულად იგრძნობს თავს. ერთი ადამიანი მეორეს რამდენიმე რამით აფასებს: ეს არის ვიზუალი (ანუ თვალი), ყნოსვა – მოკლედ, ხუთი ძირითადი გრძნობის ორგანოა ჩართული და, პლუს – ენერგეტიკა, რასაც სულიერი ადამიანები აქცევენ ყურადღებას. ენერგეტიკის შეგრძნება მე და ქეთის ძალიან გვაქვს განვითარებული. ხომ არიან ადამიანები, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობ? ასე ვარ ქეთისთან: კომფორტულად, მშვიდად ვგრძნობ თავს და არა მხოლოდ ენერგეტიკულად; ვიცი, თუ რამის თქმა მინდა, შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, შელამაზების, სპეცეფექტების გარეშე და, დარწმუნებული ვარ, რომ ამას ქეთი გაიგებს და მიიღებს; მასთან არ ვაკონტროლებ სიტყვებს და საერთოდ არაფერს და ანალოგიურად არის ქეთიც. რაც შეეხება ჩვენს გაცნობას, „ნიჭიერის“ მეორე ტურში გავიცანით ერთმანეთი. გავიხსენე, სად მყავდა ნანახი, მივედი: საერთო მეგობარი გვყავს-მეთქი და ასე აეწყო საუბარი. მიზეზი რომ არ ყოფილიყო, მაინც მივიდოდი გასაცნობად.
ქეთი: მაშინვე მივხვდი, რომ გამოგონილი მიზეზი იყო, შემდეგ უკვე ჩვეულებრივ განვითარდა ურთიერთობა. მერე თავის იოგის დარბაზში დამპატიჟა. ახლა დავდივარ იოგაზე. პოლონეთში ცხოვრებისას შევიძინე მეტაფიზიკური გამოცდილება და მას შემდეგ სულ მინდოდა იოგაზე წასვლა, მაგრამ, ვერ ვნახე პროფესიონალი ტრენერი, თავი დავანებე და ბოლოს... ხომ იცით, ვინც ეძებს, ის პოულობსო.
ზურა: მთავარი ის არის, რომ ჩემი ხათრით არ ვარჯიშობს, ძალიან მოწადინებულია. მასთან სახლში რომ მივედი, სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა: ჩემზე მეტი იოგის წიგნი აქვს – ოკულტურ-მისტიკური ლიტერატურით აქვს თაროები გამოტენილი. ძალიან კარგად ერკვევა მეტაფიზიკაში... მიჭირს მოძრაობების დამახსოვრება, რადგან, გონება პოზების დამახსოვრებაზე, შეცნობაზე, გააზრებაზე მაქვს აწყობილი. ქეთის გონება კი არა მხოლოდ მოძრაობის დამახსოვრებაზე, არამედ, გამოგონებაზეა აწყობილი. იდეალურად ვარჯიშობს, ათასში ერთხელ, რომ პატარა შესწორება შევიტანო და, არც წახალისება სჭირდება ვარჯიშზე – თავისით მოდის დილის 8 საათზე.
ქეთი: მეც ვასწავლე ცეკვა – ეს ჩემი გეგმაა.
ზურა: სანამ ქეთის გავიცნობდი, მეგონა, მოუქნელად ვცეკვავდი, უხერხულად ვგრძნობდი თავს ცეკვის დროს. ახლა, ქეთის გაცნობის შემდეგ, ეს მომეხსნა და ამიტომ ქეთის ვაბრალებ. სექსუალურ მოძრაობებს მასწავლის. ორივეს გვხიბლავს თანამედროვე ბალეტი და, არ არის გამორიცხული...
ქეთი: რომ ჩემი ქორეოგრაფიის ნაწილი გახდეს ზურა. არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს.
– სამომავლოდ რამეს სერიოზულს გეგმავთ თუ ურთიერთობას მიჰყვებით?
– დაგეგმვა საერთოდ ყველაფერს ხელს უშლის, ზედმეტი სტრესია. ამიტომ, დინებას მივყვებით.

скачать dle 11.3