როგორ დავსაქმდეთ სასურველ საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორებში
დასაქმება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია. თუ როგორ უნდა დასაქმდეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი საბანკო თუ საფინანსო სექტორში, ამის გასარკვევად ვეწვიეთ „ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის“ დირექტორს, ქალბატონ ინგა ფრანგიშვილს, რომელიც თავის ქალიშვილთან, ნათია გოგოლაძესთან ერთად, თავდაუზოგავად შრომობს, რათა თითოეულ მსმენელს გაუადვილოს დასაქმება ცენტრში მიღებული ცოდნით.
მინი-დოსიე: ინგა ფრანგიშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. კითხულობს ლექციებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის ასოცირებული პროფესორი: ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრში ვასწავლით საბანკო საქმეს, კომპიუტერულ პროგრამა Alta software-ს, რომელსაც იყენებენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები („საქართველოს ეროვნული ბანკი“, „თიბისი“, „ქართუ“, „ბანკი რესპუბლიკა“, „ვითიბი“ და სხვა).
კურსი მოიცავს ლარის, დოლარის, ევროს დამცავი ნიშნების შესწავლას; ვასრულებთ მათემატიკურ, ვერბალურ და IQ ტესტებს; ვამზადებთ CV-ს, სამოტივაციო წერილს და ვემზადებით გასაუბრებისთვის.
– უფრო რომელი პროფესიის ადამიანს აქვს ბანკში მუშაობის შანსი?
– ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, მთავარია, სურვილი ჰქონდეს. კურსი თვენახევრიანია. მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, 2-3 საათის ხანგრძლივობით, (შესაძლებელია ყოველდღიურად); გრაფიკი – შეთავსებით. ვასწავლით ყველა ოპერაციას, რასაც ასრულებს ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი: მოლარე, ოპერატორი, კრედიტ-ოფიცერი. მოკლედ, აქ გვაქვს მინი-ბანკი და გვყავს ძალიან ბევრი დასაქმებული.
ცენტრში, აგრეთვე, ვასწავლით: ბუღალტერიას, უცხო ენებს, საოფისე პროგრამებს.
საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვამზადებთ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. გასულ წელს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა მოიპოვეს 100%-იანი გრანტი.
ნათია გოგოლაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჭავჭავაძის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტები; პარიზის სორბონას უნივერსიტეტი. ფაქტობრივად, თბილისში დაბრუნებით მან უარი თქვა იქაურ თვალისმომჭრელ კარიერაზე იმ მიზეზით, რომ ცოდნა და გამოცდილება თავის ხალხს მოახმაროს.
იხ. ალბომი „ფეისბუქზე” – „ჩვენი დასაქმებული მსმენელები.”
სოფო ბანცაძე: ამ ცენტრში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდები წარმატებული გუნდის წევრები გახდნენ საბანკო სექტორში. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. ერთდროულად ოთხ ბანკში („თიბისი“, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „პრივატბანკი”) გავიარე ტესტირება და ყველა ეტაპს წარმატებით გავართვი თავი. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის!
რუსა ზანგალაძე: მე რომ დღეს ბანკში ვმუშაობ, „ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის“ დამსახურებაა.
მის: ყაზბეგის ¹47, IV სართ, აუდიტორია 412.
ინფორმაციისთვის დარეკეთ:
599-40-71-73, 577-40-99-59.
www.facebook. com/traningi.
E-mail:emctbilisi@gmail.com