კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭკვიანი და დაკვირვებული

ანუ ჯამ-ჭურჭელსაც ყურები აქვსო

ვიდრე საკუთრივ ჩვენ იმაზე ვნერვიულობდით, თუ ვის ექნებოდა ეგრეთ წოდებული მოსმენების გასაღები და ახლა იმის გამო ვტვირთავთ ნერვულ უჯრედებს, გამოიყენებს თუ არა შსს ამ „გასაღებს“კეთილსინდისიერად, კომპანია „სამსუნგმა“ მომხმარებელი გააფრთხილა, თავი შეიკავონ ტელევიზორის წინ პირადი საკითხების განხილვისგან.
ერთი შეღავათი ისაა, რომ გაფრთხილება მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც უპირატესობას ანიჭებს Samsung Smart TV-ს და, ნაცვლად პულტისა, ტელევიზორს ხმოვან ბრძანებებს აძლევს.
აღმოჩნდა, რომ „სმარტ ტივი“ ისმენს ყველაფერს (ბრძანებების პარალელურად), რაც მის სიახლოვეს ხდება და ზოგჯერ ამ მონაცემებს თავად კომპანიას ან მესამე პირს გადასცემსო (ვითომ მხოლოდ ზოგჯერ?!).
თუ გავიხსენებთ, რომ ადამიანმა ყველა ფანტაზია რეალობად აქცია: ჯადოსნური სარკით (ინტერნეტი) დაწყებული და მფრინავი ხალიჩით (თვითმფრინავი) დასრულებული, როგორც ჩანს, ჩვენს თვალწინ აწ უკვე ყოფითი შეგონებებიც გაცოცხლდა: ჯამ-ჭურჭელსაც ყურები აქვსო. –

скачать dle 11.3