კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაახლებული ყოფილები

„ტყუილი, ტყუილი, პაპიროზი პირში“

ერთი მხრივ, რუსეთი იმავე სცენარს უკრაინაში იმეორებს, რაც საქართველოში გამოსცადა (რითაც აშკარაა, რა პერსპექტივა ელის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას); მეორე მხრივ კი, საქართველოს ყოფილი ხელისუფლებით გაიძეძგა უკრაინის ხელისუფლების ზედა-ზედა ეშელონი (რაც მიანიშნებს უკრაინაში მოვლენების განვითარების მიმართულებას).
ხოლო, რაკი გაიძეძგა, ბუნებრივია, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტიც მეტად პოპულარულია ჩვენს მეგობარ უკრაინაში და მისი გამონათქვამებიც ჩვეული, ანუ ძველებური პათოსისაა (ოპერიდან: რუსეთი და ჟანგიანი ტანკები).
მაგალითად, ორიოდე კვირის წინათ ბ-ნმა სააკაშვილმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას სრულიად რუსეთის დაპყრობის პოტენციალი აქვს და, თუმცა არ ვიცით, რამდენად დაიჯერეს ეს ამბავი ადრესატებმა, მხოლოდ ის ვიცით, რომ გაუხარდათ.
მოგვიანებით კი უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩვენმა ყოფილმა პირველმა პირმა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა ამ რეფორმის მთავარი მიღწევა: „მთავრობასა და მოსახლეობას შორის ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა.“
ნუ იტყვით და აი, როგორ: „ახალი კულტურა შევქმენით, ადრე ადამიანები მთავრობას ემსახურებოდნენ, ადრე ხალხს მთავრობის ეშინოდა; ჩვენ დროს კი მთავრობა ხალხს ემსახურებოდა და მთავრობას ხალხის ეშინოდა (ტყუილი, ტყუილი, პაპიროზი პირში!).“
ჩვენ კი ვიცით, ვის ვისი ეშინოდა, მაგრამ ეს ჯერ არ იციან ჩვენმა მეგობარმა უკრაინელებმა, თუმცა, თუ ასეთი ტემპით განაგრძეს ჩვენი ყოფილების გაახლება, არ არის გამორიცხული, ისე იგრძნონ, ჩვენი გრძნობები მათთან შედარებით მონაგონიც იყოს. –

скачать dle 11.3