კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ჯგუფის წევრებს აქვთ წახნაგური წვერი, მესამე თვალი და შავი პომადა

ჯგუფი „ნიუტონის“ სახელი საზოგადოებისათვის ცნობილი „ევროვიზიის” შესარჩევი ტურიდან გახდა.  ეს იყო პირველი კონკურსი ჯგუფის ისტორიაში, რომელმაც პოპულარობა მოუტანა მას. მართალია, „ნიუტონი“ ქართულ კონკურსებსა და შოუებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს, მაგრამ არც პაუზის აღებას გეგმავს. ჯგუფის განსხვავებულმა იმიჯმა  და მუსიკალურმა მიმდინარეობამ არა მხოლოდ ქართული მედია დააინტერესა, არამედ უცხოეთიდანაც, არაერთი ჟურნალისტი გამოეხმაურა. ელექტროფიუჟენის სივრცეში, ჯგუფი ისეთი მუსიკის შექმნას აპირებს, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გასცდება. „ნიუტონის“ შემადგენლობა კი ასეთია: ვოკალისტი – ნუცა აბაშიძე, ბასისტი – შაკო ღელეყვა, დრამერი – ლევან აბშილავა, გიტარისტი – ზურა ასტანოძე და პიანისტი – თამუნა ბაბილუა.

ლევანი: ჯგუფის ისტორია 1997-1998 წლებიდან იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, ჯგუფმა ბევრი ცვლილება განიცდადა როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, ასევე, არაერთხელ შეიცვალა მისი შემადგენლობა. „ნიუტონის“ სახელით, 2013 წლის 14 თებერვლიდან ვართ.

შაკო: მე და ლევანმა  ერთმანეთი ბათუმში გავიცანით, ერთ-ერთ როკ-ფესტივალზე, წელიც მახსოვს, 1995 იყო. მაშინ გამოკვეთილად მესმოდა ერთი ადამიანის ხმა, დავინტერესდი მისით და ეს ლევანი აღმოჩნდა.

ლევანი: მაშინ, სხვა მუსიკას ვუკრავდით, მეტალიკის მაისურები გვეცვა და სხვანირი ტიპები ვიყავით (იცინის).

ნუცა: ჩემი მეგობრისგან, ექვსი წლის წინ, გავიცანი ბიჭები და ვმეგობრობდით. ყველაზე გვიან მათ ოთხეულს, მე შევუერთდი.

ლევანი: ბევრ ვოკალისტთან გვქონია ურთიერთობა და დღეს ყველა მათგანთან ვმეგობრობთ. მაგრამ, ნუცა სწორედ ის არის, რომელიც ჩვენს ჯგუფს სჭირდება.  მისი ხმიდან დაწყებული, სტილითა და ტიპაჟით დამთავრებული, ჩვენზეა მორგებული. ნუცამ, ჯგუფი ერთ მთლიან ორგანიზმად შეკრა. მუსიკაში არის ხოლმე, როცა ჯგუფის ერთი წევრი რაღაცაში გაფერხებს. შესაბამისად, იმ დონეზე გიწევს, საქმის კეთება, რამდენზედაც ის „ქაჩავს“, მით უმეტეს, თუ საქმე ვოკალისტს ეხება. 

– „ნიუტონის“ პირველი კონკურსი იყო „ევროვიზიის” შესარჩევი ტური?

– კი. საერთოდ, არა მხოლოდ ნიუტონის, არამედ ჩვენი ჯგუფის ისტორიაში ეს იყო პირველი კონკურსი. მანამდე, არასოდეს მიგვიღია მსგავს რამეში მონაწილეობა. 

– გული დაგწყდათ რომ ვერ გაიმარჯვეთ?

შაკო: არა, ჩვენ შედეგით მართლა კმაყოფილები ვართ. ეს იყო ჩვენი პირველი გამოჩენა საჯაროდ. „ევროვიზიის” შესარჩევმა ტურმა ბევრი რამ მოგვცა. თამამად ვიტყვი, რომ ყველაფერში მეორეები ვიყავით. საერთოდ, სადღაც უნდა გამოჩნდე, რომ  არ დაავიწყდე ხალხს. ეს ყოველივე პიარისთვის გავაკეთეთ. ვინც იცოდა ჩვენი მეგობრის, ნინა სუბლატის არსებობა, უკვე მის გვერდით ჩვენც გვახსენებენ. ეს ყოველივე არ ჰგავდა ქართულ პროექტებს, არ იყო კონკურენცია, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობდით.

ნუცა: პროცენტულად ძალიან მაღლა ვიყავით. ყველა გვილოცავდა ამ შედეგს. პირადად, მართლა კმაყოფილი ვარ. ჩვენ გარდა, დანარჩენი, ოთხივე კონკურსანტი ძლიერი და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. შაკომ ახსენა იქაური გარემო და არ შემიძლია, არ დავამატო – მართლა ძალიან მეგობრული სიტუაცია იყო და ყველანი ერთმანეთს ვეხმარებოდით.

ლევანი: არ ვართ ის ტიპები, კონკურსიდან კონკურსამდე, ვცხოვრობდეთ. არც მუსიკას ვუკრავთ ისეთს, რომ საკონკურსო იყოს. 

– ანუ, ქართულ პროექტებში გამოჩენას აღარ აპირებთ?

– არა, არ ვაპირებთ და უფრო მეტიც, კონკურსებზე აღარ გავალათ. 

ნუცა: ჟანრობრივადაც არასაკონკურსო ჯგუფია. 

– რის გაკეთებას აპირებთ საქართველოში, რამე შემოთავაზება გაქვთ? იმედია, პაუზას არ აიღებთ...

– საქართველოში გაკეთდება ის მუსიკა, რომელიც  ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავა. რასაც ვქმნით, ცოტა რთულია, მაგრამ მთავარია, რომ მისი მოსმენა ბევრს სიამოვნებს. ჯერ შემოთავაზება არ ყოფილა, არც სპონსპორები გამოჩენილან (იცინის).

ლევანი: გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ამ ეტაპზე,  ვმუშაობთ და რომელიმე ევროპის  ფესტივალზე გამგზავრებას ვგეგმავთ. ჩვენ არ ვუკრავთ ისეთ მუსიკას, რომელიც ერთჯერადი და პრიმიტიულია.  ბევრი უცხოელი ჟურნალისტი გვეხმიანება. ერთმა მათგანმა ისიც მოგვწერა, რომ არ აინტერესებს „ევროვიზიის” ფორმატი, მთავარია, მისთვის მისაღებია ჩვენი მუსიკა. ამერიკის რადიოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გვითხრა, რომ ჩვენს ალბომს ელოდებიან და სამწუხაროა, მათთან რომ ვერ დავუკრავთ. 

შაკო: შემოთავაზებები არ ყოფილა და სპონსპრებიც არ გამოჩენილან, მაგრამ კომპანია „აგორაა“ ჩვენით დაინტერესებული, ბევრ რამეში გვეხმარება. ჯგუფის ვებ-გვერდსაც კი გვიკეთებს.  გვიხარია, რომ საკუთარი ვებ-გვერდს გაგვიკეთებენ და მარტო „ფეისბუქი“ არ გვექნება (იცინის).

– ჟანრობრივად რა მუსიკას სთავაზობთ მსმენელს? იმიჯი განსხვავებული გაქვთ, ერთი შეხედვით როკერებს ჰგავხართ.

ნუცა: ელექტოროფიუჟენია ჩვენი მიმდინარეობა. საერთოდ, ფიუჟენი ჩამოყალიბებული მიმდინარეობაა, მაგალითად: ჯაზ-როკფიუჟენი. ჩვენს მუსიკაში არ გამოვრიცხავთ არც ერთი მიმდინარეობის ელემენტს. რაც შეეხება იმიჯს,  ბიჭების წახნაგური ფორმის წვერი, ჩემი მესამე თვალი და შავი პომადა, შთაბეჭდილებას ქმნის, რომ როკერები ვართ (იცინის), მაგრამ მთავარია, მუსიკა, რომლესაც ვუკრავთ და ვმღერით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მისამართით კრიტიკა არ წამიკითხავს. ძირითადად, სულ დადებითს წერენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 

შაკო:  როკის ელემენტებიც არის. ტექტსტებში რაღაცეების პროტესტსაც შეამჩნევთ. 

– რას აპროტესტებთ?

ლევანი: ძალიან ბევრ რამეს, რაც ქვეყანაში ხდება. ეს პროტესტი ყველას ეხება.  ყოველ დღე ღმერთს ვთხოვთ, მოგვცეს შესაძლებლობა, რომ არ მოვდუნდეთ და  ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ბევრი რამ არ მოგვწონს, თუნდაც ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ არ „ვიგრუზებით“.  ვმუშაობთ კორპორატიულ საღამოებსა და კლუბებშიც.  ვუკრავთ იქ, სადაც მუსიკოსს სცემენ პატივს. ისეთი ტიპები, რომლებიც ვერც ხარისხში ერკვევიან და ვერც შენს შრომას აფასებენ, გვეუბნებიან, გადაგიხდი იმდენს, რამდენსაც ორი დღის მომღერალს აძლევენ – ორ აკორდს რომ ვერ აბამს ერთმანეთზე. ეს ძალიან გამაღიზიანებელია. 

– პროფესიით ყველანი მუსიკოსები ხართ?

ნუცა: არ მაქვს დამთავრებული კონსერვატორია ან რაიმე მსგავსი დაწესებულება, სადაც ვოკალში მავარჯიშებდნენ. ერთ-ერთ რეალითი შუში ვმონაწილეობდი, რომელმაც ნამდვილად მომცა გამოცდილება და ბევრი რამ მასწავლა. ეს იყო დაახლოებით ექვსი წლის წინ. ამის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა. ერთი წელია, რაც სიმღერას დავუბრუნდი. ამავდროულად, ცეკვის პედაგოგი ვარ.

შაკო: რადგანაც პროფესიონალიზმს შევეხეთ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი პიანისტი, თამუნა ბაბილუა, რეკორდის მოსახსნელად ემზადება. გინესის რეკორდი უნდა დაამყაროს და თუ, არ ვცდები, ოცდაათი საათი უნდა დაუკრას გაუჩერებლად. გიტარისტი, ზურა ასტანოძე ილიაუნიში ასწავლის, ლექტორია. პედაგოგების ჯგუფია, მოკლედ (იცინის).

– დაოჯახებულები ხართ?

ნუცა: ჩვენი ჯგუფის მამაკაცები სამივე დაოჯახებულია და გადასარევი ცოლები ჰყავთ. რაც შეგვეხება ჩვენ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, დაუოჯახებლები ვართ, მაგრამ ორივეს ბრილიანტი შვილები გვყავს (იცინის). 

 

скачать dle 11.3