კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სამარცხვინო საქციელს სჩადიოდა მილანში გურამ შეროზია და ვინ ემუქრება მას მოკვლითა და ლინჩის წესით გასამართლებით

ბლოგერი, პოეტი, ლექტორი და ერთ დროს დილის გადაცემის წამყვანი გურამ  შეროზია იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს მოგზაურობაში ატარებს. თუმცა, ბევრისგან განსხვავებით, მან მოგზაურობის საკმაოდ საინტერესეო გზა აირჩია და 45 ქვეყანაში შესაშურად მცირე თანხით, ექსტრემალურად იმოგზაურა. გურამს იმედი აქვს, რომ წინ კიდევ არაერთი ქვეყანა, ქალაქი და საინტერესო თავგადასავალი ელის.

 

გურამ შეროზია: ბავშვობაში ვერც ვიოცნებებდი, რომ მალდივებზე წავიდოდი, რადგან, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კურორტია. უცბად გამოჩნდა აქცია: 1+1. რომ ვნახე, 350 დოლარი მიჯდებოდა ბილეთი, რა თქმა უნდა, გავგიჟდი და მაშინვე „ფეისბუქზე” გამოვაქვეყნე. ერთი ადამიანი გამომეხმაურა, მაგრამ, ორი  ბიჭი მალდივებზე, სადაც უფრო ოჯახური დასვენებაა ხოლმე, არ ღირდა. საბოლოოდ, 8 ადამიანი მივდივართ, სქესთა ბალანსი დაცულია: ოთხი ოთხზე ვართ, თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცნობთ ერთმანეთს. 

– ისეთ ადგილას მიდიხართ, იქნებ, თაფლობის თვე ან ქორწინება მოიწყოთ. 

– არაფერია გამორიცხული, შეიძლება, შეგვიყვარდეს ერთმანეთი, თან, ყველა დასაწყვილებელი ვართ.

– ლექციებს კიდევ კითხულობ?

– კიდევ ვკითხულობ და წავიკითხავ კიდეც. ოთხი წელი დამიმრგვალდა –  ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე დიდხანს შემოვრჩი, რეკორდი მოხსნა უნივერსიტეტმა. ალბათ, სანამ სიარულსა და მეტყველებას შევძლებ, მანამდე ვიქნები ლექტორი. მე მივხვდი, რა მანიჭებს ბედნიერებას – ბედნიერებას მანიჭებს ხალხი. სამი წლის შემდეგ რომ შეგხვდება შენი ყოფილი სტუდენტი და გეტყვის: მე შენგან რაღაც ვისწავლე და კარგად გამოვიყენეო – ასეთი თემები ძალიან მახარებს და ასეთ დროს ბედნიერი ვარ, პრაგმატულობასთან ერთად, რაღაც დოზით – სენტიმენტალურიც.

რომანტიკოსი უფრო ლექსებში ვარ, ბლოგში – კრიტიკოსი, „ერის შემარცხვენელი“, მოღალატე, ვიღაც ნაძირალა ადამიანი, ქართველობას ვართმევ. ახალი ტენდენცია წამოვიდა: ჩამქრალი, ჩამყაყებული, ყოფილი წარმატებული თუ ცნობილი სახეები გადაეკიდნენ ჩემს ბლოგ-პოსტს (არ ვიტყვი მათ სახელებს, არ მინდა, პიარი გავუკეთო): საოცარ კომენტარებს წერენ და ელოდებიან, ალბათ, რომ მათ პირად ბლოგ-პოსტს მივუძღვნი. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ გაშიფრულად არიან და პირდაპირ გადმოდიან ლანძღვაზე, თან, იმდენად სუსტი არგუმენტები აქვთ... ზოგადად, ინტრიგების წინააღმდეგი ვარ. რომ ვბაძავდე სხვა ცნობილ ადამიანებს, მარტივად მივდიოდე პოპულარობისკენ, მნახავდით რომელიმე ჟურნალის ყდაზე გახდილს – შიშველი ლექტორი რომელიღაც ჟურნალის გარეკანზე. ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რომ გურამ შეროზიას იცნობდნენ, არამედ მის პოეზიას, კინოპოეზიას, ბლოგ-პოსტებს, საჯარო ლექციებს, ანუ შემოქმედებითაც მიცნობდნენ. 

– განსაკუთრებულად „ღრუზინებს“ ერჩი. ვინ არიან ისინი და რა თვისებები არ მოგწონს მათში? 

– „ღრუზინები“ და „მაგრამისტები“ – ხალხი, რომელიც წერს, რომ ტერორიზმი არ შეიძლება, მაგრამ ისინი ღირსები იყვნენო – „შარლის“ თემა რომ ავიღოთ; ან, ცოლის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ, იქნებ, ბოზი იყო? თუ არ შეიძლება, მაშინ, „მაგრამ” არ უნდა მოსდევდეს, ანუ, ამართლებ და, ეს „მაგრამისტობა” უნდა მოვიშოროთ. „ღრუზინებზე“ კი მეწერა, რომ „ღრუზინ” კაცს აქვს სექსი გოგონასთან, მისი მთავარი სიამოვნება კი ის არის, რომ მერე გამოდის და მთელ საქართველოს აგებინებს, რომ ეს მისთვის პრესტიჟია; ან, აკოცებს გოგონას, მერე კი გამოდის და ძმაკაცებს ეუბნება, რომ ყველაფერი უქნა, „იმის გარდა“; რომ, ქალიშვილობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ, მისი და, ცოლი და შვილი ქალიშვილები უნდა იყვნენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, კაცებზეც მიწერია, ქალებზეც, მაგრამ, ქალებზე ისეთი საშინელი გამოხმაურება მოჰყვა, სრულიად საქართველოს ქალებზე განაზოგადეს, არადა, ავხსენი, რომ ეს გარკვეულ ნაწილზე იყო, თან, იუმორისტული ფორმით – თუ ვინმე მიხვდება, რომ ეს გამოსასწორებელია, უნდა გამოასწოროს. მეც მაქვს რაღაცეები გამოსასწორებელი, მაგალითად, როდესაც უცხოეთში ვარ, სულ ვცდილობ, რიგში გავძვრე, რადგან, ცოტა დრო მაქვს და ნებისყოფაც არ მყოფნის; პლუს, წონაში მოვიმატე და, რაც უფრო მეტი გამლანძღავს, რომ გასიებული ვარ, უთავმოყვარეო ბიჭი ვარ, მით უფრო მალე მივალ სავარჯიშოდ; კიდევ, ქუჩაში გადავრბივარ წითელზე. ხანდახან მანქანა საერთოდ არ მოდის, წითელია და ყველა დგას, მე კი მაინც გადავრბივარ. ხალხი გოცებული მიყურებს: ვინ არის, საიდან მოვიდა. ერთმა გოგონამ თბილისის აეროპორტში მითხრა: მილანის აეროპორტში დაგინახე, რიგში გაძვერი, პირველი დადექი და, მივხვდი, ქართველი იყავიო. 

– მოკვლითაც გემუქრებიან? 

– პირდაპირ მიპოსტავენ: „ჩამოსახრჩობია... ლინჩის წესით არის დასასჯელი”... ერთხელ ავტომობილის საქარე მინაზე დამხვდა წერილი: ერთი ადგილი დააყენეო... ვინ იყო, თვითონ არ გამოჩნდა. შეიძლება, ჩემმა მეგობარმაც იხუმრა და მერე დაავიწყდა თქმა. ახლა კამერა მაქვს მანქანაზე დაყენებული და, თუ რამეს გაბედავენ, ერთი ადგილით კედლებს ხეხავენ ჩემი მანქანის გამო.

– არ გხვდება კარში ყვავილები და საჩუქრები? 

– ყვავილს სუნამო მირჩევნია, მაგრამ, არ მხვდება არცერთი. არ ვარ გოგონებისგან ასე განებივრებული. ყველაზე ძვირიანი საჩუქარი იყო ის, რომ ჩემმა ფრანგმა მეგობარმა ქალბატონმა დამპატიჟა მალტაზე – მოულოდნელად დამახვედრა ბილეთები. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ალფონსობა, არც სამარცხვინოდ მივიჩნევ, გენდერული თანასწორობაა. ოთხი მშვენიერი დღე გავატარეთ მალტაზე... ერთხელ, მე და ჩემი რუმეითი გოგონა ავდექით დილით ადრე. გზაში მისი მხრიდან ფლირტის ელემენტები იყო, მაგრამ, გავიფიქრე – არ ღირდა აყოლა, რადგან, ცოტა არ იყოს, კაცის ვიზუალზე იყო. ყავის დასალევად შევედით და, რომ გამოვედი, გავიცანი ანგელოზივით ულამაზესი გოგონა. ვფიქრობ ჩემთვის: აი, ეს  სულ სხვაა, ნამდვილი ქალი. მოკლედ, ბოლოს მეკითხება: საღამოს გეი-კლუბში წავიდეთ თუ ტრანს-კლუბშიო? ვერ მივხვდი, ამას რატომ მეუბნებოდა, რაში აწყობდა. ცოტა ხანში რომ შევათვალიერე, თან, ვკითხე, რა ერქვა პასპორტში და, რომ მითხრა, კარლოსიო, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მერე „ფეისბუქზეც” დავწერე: „არასდროს ფიქრშიც კი არ აკადროთ გოგონას, რომ მამაკაცურია, თორემ, ღირსი იქნებით ნამდვილი მამაკაცის წერა გახდეთ“. გული დამწყდა იმაზე, რომ სულ სხვა რაღაცას ველოდი და სხვა რაღაც შემრჩა, თორემ, ასეთი ადამიანების მიმართ კარგი დამოკიდებულება მაქვს, არც ვანსხვავებ ჰეტეროს ტრანსექსუალისგან... ჩემს „ლისტში” სასიყვარულო ისტორიების მიხედვით პარიზია ლიდერი – ორ ჩასვლაზე ორჯერ მიყვარდა მცირე დროში, და, მაიამი – გამორჩეული თავისი თავგადასავლებით, ვნებებით, რომანტიზმით, მოკლედ, ყველაფრით. იყო შემთხვევა, როცა ყველაფერი ფეხებზე მეკიდა და ჩემს სიყვარულს გამოვხატავდი ყველგან: ქუჩაში, ზღვაში, კაფეში. საბედნიეროდ, არცერთი ქართველი არ შემხვედრია, თორემ, ნამდვილად შემრცხვებოდა. დუბაიში იყო ძალიან სასაცილო: პლაჟზე ვნახე ოთხი ქართველი ქალბატონი, რომლებიც საშინლად ჭორაობდნენ კაცებზე. მივუჯექი გვერდით, როგორც უცხოელი და შევთავაზე, ფოტოებს გადაგიღებთ-მეთქი. მერე ჩემზეც დაიწყეს ჭორაობა:  ჯერ გარეგნობაზე, შემდეგ ინტიმურ რაღაცეებზე გადავიდნენ – ერთმანეთს ატენიდნენ ჩემს თავს: „არ გინდა, აათრიე სასტუმროში, მაინც ვერ გაიგებენ საქართველოში ვერაფერს...” „ამ ლაწირაკს ვუნახავდი ქალიშვილობას?” ბოლოს კულმინაცია იყო, როცა ვუთხარი: ქალბატონებო, ქართველი ვარ-მეთქი. 

 

скачать dle 11.3