კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჩახედა სიკვდილს თვალებში მის თიკამ და რა დროს ხდება ის სასტიკი და „მკვლელი“

მიზანდასახულმა და მხიარულმა რეპერმა, მის თიკამ, ბოლო დროს თვალშისაცემად შეიცვალა იმიჯი – უფრო დაიხვეწა, ქალური და სექსუალური გახდა. მის რეპერტუარშიც ცვლილებებია. როგორც თავად ამბობს, ცხოვრებას „რქებით აწვება” და მიზანს ყოველთვის აღწევს. რატომ გადაწყვიტა მან სიყვარულში „ტაიმაუტის” აღება, როდის ჩახედა სიკვდილს თვალებში და რა სიახლეებს შემოგვთავაზებს უახლოეს მომავალში, ამაზე თავად გვესაუბრება.


მის თიკა: ძალიან მიზანდასახული ვარ და ცხოვრებაში ყოველთვის ვაღწევ იმას, რაც მინდა. თან ზოდიაქოთი „მშვილდოსანი” ვარ და მიზანშიც საკმაოდ კარგად ვისვრი (იცინის). თუ ვიცი, რომ რაღაც უნდა გავაკეთო და ეს წარმატებებს მომიტანს, ყოველთვის ვაწვები და მივაწვები „რქებით” – ეს ჩემს შემთხვევაში ამართლებს.

– ბოლო დროს საკმაოდ შეიცვალე იმიჯი – ახლა უფრო დახვეწილი, სექსუალური და ქალური ხარ. ესეც შენი წარმატებების ერთ-ერთი მიზანია?

– უცხოეთში ვიზიტებმა და იქ კონცერტებზე გამოსვლამ მიმახვედრა, რომ იმიჯი უნდა შემეცვალა, თუმცა, ეს ჩემს რეპერტუარს არ შეხებია – მე ყოველთვის რეპსა და არემბის ვიმღერებ და, ამ მხრივ, სტილს არ შევიცვლი. საბერძნეთისა და თურქეთის კურორტებზე ხშირად მიწვევენ და ვმღერი, ახლახან კი დუბაიში გახლდით და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ მოთხოვნადი გავხდე. 

– ერთი ეს მითხარი, სერიული მკვლელის მსხვერპლი როგორ გახდი?

– (იცინის) ეს საშინელი განცდა იყო. წარმოიდგინეთ, სიკვდილს თვალებში ჩავხედე და სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე მივხვდი, რა ტკბილია სიცოცხლე და არ მინდოდა სიკვდილი. ჩემი მეგობარი, გიორგი მარკოზაშვილი  დამიკავშირდა, რომელიც ამ ფილმის რეჟისორია და გამაცნო ფილმის სცენარი. მანამდეც მქონდა ეპიზოდური როლები ფილმებში შესრულებული, მაგრამ, ამ სცენარმა ძალიან დამაინტერესა და დამაინტრიგა. მოკლედ, „ღამის გაჩერება” აღმოჩნდა ფილმი, სადაც ჯერ მთავარი როლი მომცეს, მერე კი მომკლეს და, თან, სერიული მკვლელის ხელით (იცინის). რომ ვნახე ფილმი, ისე შემეცოდა ჩემი თავი, მკვდარი, გაშეშებული თვალებით რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა (იცინის). სხვათა შორის, რომ მკლავდა, სანამ თავს გადავაგდებდი და ბოლო სუნთქვას ამოვუშვებდი, ვიფიქრე, ეს რა საშინელებაა, არ მინდა სიკვდილი-მეთქი. თუმცა, მსახიობობა კარგად მოვირგე და, მგონი, არც ისე ცუდად გამომივიდა მთავარი როლის შესრულება. ახლა მისტიკური ფილმის გადაღება იგეგმება და, რომ წავიკითხე სცენარი, მომეწონა, ვთქვი: ისედაც „მისტიკას” მეძახიან და, აი, ეს ფილმი ზუსტად ჩემზეა გამოჭრილი-მეთქი (იცინის).

– პროფესიით გინეკოლოგი ხარ. ექიმობაზე რატომ თქვი უარი, მიხვდი, რომ შენგან ექიმი არ დადგებოდა?

– პირიქით, ძალიან კარგი ექიმი ვიქნებოდი, მაგრამ, მუსიკა უფრო მიზიდავდა და  ვოკალის საესტრადო უნივერსიტეტი დავამთავრე. ზოგადად, არ მიყვარს საქმის მიფუჩეჩება – თუ ვაკეთებ, ვაკეთებ გულით; ჩემთვის „საჩკაობა” არ „მოსულა”. 

– მახსოვს, ერთი პერიოდი შენს ორიენტაციაზე გავრცელდა ჭორი. ამაზე რას იტყვი?

– კლიპი გადავიღე, რომელშიც გოგონა უკნიდან მეხვევა და მკოცნის და, ეგრევე ჩემს ორიენტაციაში შეიტანეს ეჭვი – ეს მარტო საქართველოში ხდება. მე ეს კლიპი სპეციალურად გადავიღე – ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა. არ მიყვარს კანონისა და წესების დარღვევა, მაგრამ, ექსპერიმენტებზე წასვლაზე უარს არ ვამბობ. თუმცა, შეიძლება, სათავგადასავლოდ წესიც დაარღვიო და კანონიც (იცინის). შორსმჭვრეტელობა მიყვარს, არ გადავდგამ ნაბიჯს ისე, თუ კარგად არ გავიაზრე; ამბიციებს არ ავყვები და ემოციებზე ვერავინ წამომაგებს. ჩემთვის დაფიქრებული გარისკვაა მისაღები და არა ემოციური ნაბიჯები ცხოვრებაში. ცივი გონებით ვიღებ გადაწყვეტილებებს და ზუსტად ვიცი, ამ ნაბიჯს მომავალში რა მოჰყვება.

– ერთხელ თქვი, მემუარების წერა უნდა დავიწყოო. როდის იწყებ წერას?

– აი, წლები რომ მომემატება, გამოცდილებას დავაგროვებ და საქმეც აღარ მექნება, დავჯდები და დავწერ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე. მანამდე კი დასაგროვებელი ბევრი მაქვს (იცინის). იმასაც ჩავწერ წიგნში, რომ ბავშვობიდან გამომძიებლობა მინდოდა და ვერ გავხდი; არადა, იცით რა მაგარი საგამომძიებლო ალღო მაქვს?! ზუსტად ვხვდები, ადამიანი რას ფიქრობს და სად იყო; როდის იტყუება და როდის არა. ხშირად ახდენილა ჩემი წინასწარმეტყველებაც. მეცინება ხოლმე – ერთ დილასაც, გავიღვიძებ და შუბლზე მესამე თვალი მექნება-მეთქი (იცინის). ჩემი აკვიატებული აზრი ყოველთვის ხდება; თან, სწრაფი რეაქციები მაქვს და ამის გამო ჩემი ქმარი „ჰონდა სივიკს” მეძახდა. წამებში ვახერხებ ყველაფრის გაკეთებას; დღეში ორ კილომეტრს დავდივარ და, ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო და არასდროს ვყოყმანობ, ამიტომ, დღის განმავლობაში ბევრ რამეს ვასწრებ; თან, იღბლიანიც ვარ.

– პირად ცხოვრებაშიც?

– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, სიყვარულში „ტაიმაუტი” ავიღე. ჩემი მეუღლე ჩემ გვერდითაა, როგორც ჩემი კარგი და ყველაზე ახლო მეგობარი და მეტს ვერაფერს გეტყვით. არ უარვყოფ, იყო უთანხმოება ჩვენ შორის და მეგობრებად დარჩენა ვამჯობინეთ. ის ჩემი საყვარელი მამაკაცია, მაგრამ, მეგობრულად საყვარელი (იცინის). ერთი სიტყვით, მიხარია ყოველი დილის გათენება, მაგრამ თუ საყვარელი მამაკაცი ჩემ გვერდით არ არის, ეს ტრაგედია სულაც არაა, მაინც ბედნიერი ვარ! უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, მჩუქნიან ძვირად ღირებულ საჩუქრებს; მხიარული ხასიათის გამო ყველას სიამოვნებს ჩემთან ურთიერთობა და ქუჩაშიც მცნობენ; საყვარელ საქმეს ვაკეთებ – ამაზე მეტი ბედნიერება არსებობს?! სულ კარგ ხასიათზე ვარ, სულ ვიცინი, თუმცა, თუ გავბრაზდი, მტრისას, კუნთებზე ვიყურები, წარმოიდგინეთ, მამაკაციც მყავს ნაცემი და ქალიც, ანუ, თუ ჩემს თავზე კონტროლი დამაკარგვინა ადამიანმა, ამაზეც „სპასობნი” ვარ.

– ხუმრობ თუ მართალა გყავს ნაცემი ვინმე?

– თაყვანისმცემელი ბიჭი ისე ვცემე მეტროში, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან. შემაწუხა თავისი აკვიატებული გრძნობებით, გადამიყვანა ჭკუიდან, ყელში ამომიყვანა და მეტი გზა არ დამიტოვა. გოგო კი იმის გამო ვცემე, რომ ჩემს საყვარელ მამაკაცს – მეუღლეს ეპრანჭებოდა. იმასაც კარგად მოხვდა (იცინის).  თან, კარატისტი იყო ის გოგო, მაგრამ, არ შემწინააღმდეგებია. ხელი რომ შემოებრუნებინა, იქვე მოვკლავდი. არ მიყვარს ადამიანის დაცინვა. ღალატს გაპატიებ, ტყუილსაც, მაგრამ, დაცინვას – ვერა. და, ამ დროს, საცემრად მზად ვარ.

– შენი იმიჯის გამო ქუჩაში თვალს რომ გაყოლებენ, უხერხულობას არ გიქმნის?

– პირიქით, მცნობენ და მიხარია. ცუდი თვალით არავის შემოუხედავს და რა უნდა ვთქვა?! ალბათ, მამჩნევენ, თბილი, კონტაქტური და მხიარული გოგო რომ ვარ და ქუჩაში ცუდს არავინ მაკადრებს. ახლა ძალიან დაკავებული ვარ – ახალ პროექტზე ვმუშაობ და, სულ მალე ქართველი მაყურებელის წინაშე ახალი ამპლუით წარვდგები. 

 

скачать dle 11.3