კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ხვდებოდა ლევან გაბუნია იური ვაზაგაშვილს და ვინ მოძებნა ის კორტების ოპერაციის შემდეგ

მას შემდეგ, რაც ლევან გაბუნიამ „რუსთავი 2-ის” სატელევიზიო ეთერში  წლების წინ გარდაცვლილი 21 წლის შვილის, გიორგი გაბუნიას მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილი საჯაროდ დაადანაშაულა, მის მიმართ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა, პირველ ყოვლისა კი ის, თუ რატომ დუმდა იგი იმ  ტრაგედიის შემდეგ ამდენი წლის განმავლობაში? ამის შესახებ  „თბილისელები” ლევან გაბუნიას ექსკლუზიურად ესაუბრა.    

 

ლევან გაბუნია: ბექა პაპუაშვილი და ჩემი შვილი, გიორგი, მეგობრები იყვნენ. ჩვენ ბინა პაპუაშვილებისგან გვქონდა ნაყიდი; ამას გარდა, ბიჭები, ორივე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლობდნენ და უფრო მეტად დამეგობრდნენ.  როდესაც ბექა მოკლეს, გიორგი მისი  მკვლელობის თვითმხილველი იყო.   მის მკვლელობას 2002 წლის  23 ნოემბერს  წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც მოხდა  „გეპეისთან,”  ბარში, ბექასა და ზურა ვაზაგაშვილს შორის.  ბექა ბარში თავის მეგობარ ფერაძესთან ერთად იყო, იქ მოხდა შელაპარაკება ზურა ვაზაგაშვილთან, რომელიც ბექას თანმხლებმა ბიჭმა დაჭრა. არ ვიცი, როგორ იყო, ჩემი აზრით, ზურა ვაზაგაშვილმა გადაწყვიტა, შური ეძია. ორი დღე იყო გასული, რომ  ბექამ  დაურეკა გიორგის და უთხრა: ვგრძნობ, რომ მითვალთვალებენ, ბებიასთან მინდა ასვლა, ჩამოდი  და ამომყევიო. ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით. გიორგი სახლთან შეხვდა ბექასა და იმ ფერაძეს, რომელიც ბარშიც ახლდა ბექას. გიორგის მონაყოლიდან ვიცი, რომ, როცა ისინი სადარბაზოში შევიდნენ,  მათ ფეხდაფეხ შეყვათ სამი ბიჭი, ერთ-ერთმა  დაუძახა ბექას და, როგორც კი ის მიტრიალდა, მაშინვე სროლა ატეხეს. დაჭრილი ბექა ბებიის სახლამდე ასულა,  საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ, ვეღარ გადაარჩინეს. იმავე საღამოს, ჩემი შვილიც,  ფერაძეც, ზურა ვაზაგაშვილიც და მისი მეგობრებიც საბურთალოს პოლიციაში მიიყვანეს. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ჯერ ის მხარე დაკითხეს და გაუშვეს,  მერე – გიორგი და ფერაძე. გიორგი იმ ხალხს არ იცნობდა, არანაირი შეხება არ ჰქონია მათთან. მერე გამომძიებლისგან გავიგე, რომ მკვლელობის შემდეგ ზურა ვაზაგაშვილის მანქანა კორპუსთან დარჩა. მტკიცებით ფორმაში არაფერს ვამბობ, იმას ვყვები, რაც ვიცოდი ამ საქმის გამომძიებლისგან და იმ ოპერმუშაკებისგან, ვინც ამ საქმეზე მუშაობდნენ: თვითონ ისინი ამბობდნენ, ზურა და მისი მეგობრები ელენე თევდორაძის რეკომენდაციით გაგვაშვებინესო. 

– ამ მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა  თქვენი შვილი,  ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა, ანუ, გიორგის,  როგორც მოწმის თავიდან მოშორება რომ ჰქონოდა გადაწყვეტილი  ვინმეს, მანამდეც მოიშორებდა. რატომ უკავშირებთ მის გარდაცვალებას ამ მკვლელობასა და ზურა ვაზაგაშვილის სახელს?  

– 21 წლის ბიჭები იყვნენ და, ხომ იცით ამ ასაკის ბიჭების ამბავი. მკვლელობიდან მალევე დაიწყეს გაკითხვა-გამოკითხვა, თვითონ ცდილობდნენ ყველაფრის დადგენას,  ბიჭურად არჩევდნენ  საქმეს. ბექას მამა სულ ეუბნებოდა გიორგის – თქვენ ხომ მეგობრები იყავით, რატომ არ ადებ ხელს მკვლელსო. თუ არ ვცდები, ფერაძემაც უკან დაიხია და ჩემი შვილი მარტო რჩებოდა. ზუსტად ბექას წლისთავზე, სუფრაზე, გიორგიმ  განუცხადა ბექას მამას, რომ, გადაწყვეტილი ჰქონდა, მკვლელისთვის ხელი დაედო.  ჩემი ვარაუდით, ეს ამბავი მეორე მხარეს მიუტანეს. როგორც კი გიორგიმ ეს განაცხადა, ის, როგორც მოწმე, მოიშორეს. ეს მოხდა ერთ თვეში – 28 დეკემბერს. გიორგი ჩვენივე  სახლის სახურავიდან გადმოაგდეს. იმ დროს ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობდით სააკაძის მოედანზე, ის სახლი გავყიდეთ ზუსტად იმიტომ, რომ გიორგისგან მესმოდა, ვიღაცეები დამხვდნენ, მელოდებიანო. მინდოდა, გიორგი გამეშორებინა იქაურობისთვის. გიორგის ამ ტრაგედიის შემდეგ ყველაფერი ისე  გაკეთდა, რომ ეს საქმეც ჩაფარცხულიყო.  მოიძებნა ვითომ მოწმე იმ კორპუსის წინ მდებარე კორპუსიდან, რომელმაც ვითომ დაინახა, რომ ჩემი შვილი სახლის სახურავზე იყო მარტო, გაიქცა და გადახტა. როდესაც შემდეგ გამოძიებამ ექსპერტიზისთვის ამ „სცენის გამეორება” გააკეთა, იმ მოწმემ მეთექვსმეტე სართულიდან ვერაფერიც ვერ დაინახა.   საქმე თავიდან საერთოდ არ იყო აღძრული, უბედურ შემთხვევად დაკვალიფიცირდა. ჩემი და ჩემი მეუღლის  დაჟინებული მოთხოვნით, ორივე გამომძიებლებად ვიყავით ქცეული და უამრავი მასალა მოვაგროვეთ,  ამის საფუძველზე უკვე  მოგვიანებით აღიძრა საქმე  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ისევ ჩაერივნენ ვიღაც-ვიღაცეები და ამ მუხლით აღძრული საქმეც  შეწყვიტეს.  ჩვენ არ გავჩერდით და  ისევ აღიძრა საქმე.   იმ დროს  „ნაციონალური მოძრაობა” ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში,  ბექას მამამ იფიქრა, რომ  ისინი მაინც სამართლიანად გამოიძიებდნენ ამ საქმეს და გენერალურ პროკურატურაში თავიდან შეიტანა განცხადება. ამ დროს იური ვაზაგაშვილი  მივიდა იმ ხალხთან,  ვინც დაეხმარა მას ამ საქმის ჩაფარცხვაში და უთხრა: ამდენი ფული მაქვს გადახდილი და ამ საქმეს ბოლომდე უნდა მიხედოთო.   სამწუხაროდ, ფული ყველაფერს აკეთებს. გამომძიებლებისგან ვიცი, რა თანხა იყო მიტანილი, რატომ და ვისი დახმარებით მოხდა გარიგება.  როდესაც პროკურატურაში გამოძიების ახალი კადრები გამოჩნდა,    საქმე გადაკვალიფიცირდა  როგორც მკვლელობა და მე დამიბარეს პოლიციის  სამმართველოში. უკვე 2005 წლის ბოლო თვეები იყო. მითხრეს, საქმე დამთავრებულია, ყველაფერი გამოძიებული და ცნობილია, მაგრამ, სანამ „ნაციონალური ხელისუფლება” იქნება სათავეში, მანამდე ეს საქმე არ გაიხსნებაო. 

– „ნაციონალური მოძრაობის” პოლიციის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციით მოხდა ზურა ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია.  როგორ ფიქრობთ, რაში აძლევდათ მათ ხელს თქვენი საქმის „მიჩქმალვა”? პირიქით, ეს საქმე  ხომ მათთვის  საუკეთესო „არგუმენტი” იყო  გარდაცვლილის კრიმინალური ავტორიტეტის შესაქმნელად, რისი მცდელობაც მუდმივად იყო?  

–  „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იმ პერიოდში, როცა ზურა ვაზაგაშვილმა პაპუაშვილის მკვლელობა ჩაიდინა, იყო საბურთალოს პოლიციის უფროსი.  ეს არის ერეკლე კოდუა. ყველამ ვიცით, როგორი გავლენიანი პირი  გახდა ერეკლე კოდუა და, ამიტომაც მითხრეს, რომ ეს საქმე არ გაიხსნებოდა. ის ზარებიც არის ამოღებული და დევს საქმეში, რაც იყო განხორციელებული ერეკლე კოდუას, როგორც პოლიციის უფროსის ტელეფონიდან.   ისიც მითხრეს, ხომ აღვძარით  საქმე მკვლელობის მუხლით და  ახლა ნუ „მოგვაწვებით” – არიქა, ჩქარა გახსენითო.   როდესაც  2006 წელს ზურა ვაზაგაშვილი მოკლეს, მე იმ დროს სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი, რომელიც ჭანტურიას ქუჩაზე, კორტებთან ძალიან ახლოს იყო. სპეცოპერაციიდან ძალიან მალე, ჩემს სამსახურთან მოვიდა უამრავი ჟურნალისტი,  ტელევიზია. ერთი სიტყვა არ მითქვამს, ერთი კომენტარი არ გამიკეთებია. მათ იმიტომ უნდოდათ ჩემთან ინტერვიუს ჩაწერა, რომ მეთქვა: ოხ, ეს ვაზაგაშვილი, ღირსი იყო ამისიო!  ეს, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე დაასხამდა წყალს და ამიტომაც გავჩუმდი.  ვის-ვის და, ზუსტად მე არ მაწყობდა ზურა ვაზაგაშვილის დაღუპვა. მარტო ვერ ასწევდა ჩემს შვილს ვაზაგაშვილი იმ სახურავზე, იქ მასთან ერთად სხვებიც იყვნენ და მე ამ დეტალების გარკვევაც მინდოდა.  

– მაშინ არ თქვით არაფერი ამაზე, რატომ  დუმდით  ამდენი წელი?  რატომ  ყვებით დეტალებს  ახლა, იური ვაზაგაშვილის საშინელი  მკვლელობის შემდეგ?

–  მაშინ რომ მე ეს მეთქვა, ამას ისე აღიქვამდნენ, თითქოს მე „ნაციონალურ მოძრაობას” შევეკარი, გგონიათ, ისინი არ მთხოვდნენ, რომ გამოვსულიყავი და ამაზე მელაპარაკა?! მე ვიცოდი, რომ ისინი ამ საქმეს არ გახსნიდნენ საჯაროდ, უბრალოდ, მე გამომიყენებდნენ ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ. ამ წლების განმავლობაში თავიდან ბოლომდე მეც  ვებრძოდი „ნაციონალურ მოძრაობას”; ერთხანს „ეროვნული ფორუმის”  წევრიც ვიყავი. ერთი მიტინგი არ დამიტოვებია, ყველა აქციას ვესწრებოდი. ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც მე და იური იმ შეხვედრებზე  ერთმანეთს ვხვდებოდით, თუმცა, ჩვენ შორის ახლო კონტაქტი არ ყოფილა.  მე  არც ისეთი თანამდებობა მქონდა, რომ გამოვსულიყავი და მეყვირა. რაც შევძელი, ის იყო, რომ გაჩერებული საქმის თავიდან აღძვრა მოხდა.   იური ვაზაგაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლა მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მანამდე  მას მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა  ნაციონალებთან, კონკრეტულად კი – ერეკლე კოდუასთან.  მე ვიცი, რომ, იმ თანხის გადაცემა, რომლითაც ეს საქმე ჩაიფარცხა,  კოდუას დახმარებით მოხდა.  ახლა რატომ ამოვიღე ხმა? წავიდა ეს „ნაციონალური მოძრაობა” და ახლა ხომ უნდა ითქვას სიმართლე?  ღმერთმა აცხონოს იური ვაზაგაშვილი, მისი სიკვდილის შემდეგ ხომ არ დამიწყია აქტიურობა! როგორც კი ნაციონალები წავიდნენ, წავედი პროკურატურაში, დავწერე განცხადება და მეც მოვითხოვე ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიება.  ჩემი შვილის მკვლელობა არაფერი იყო?! ჩემზე ძალიან მოქმედებდა, როცა ამ ხალხს გმირებად აცხადებდნენ და ძეგლი დაუდგეს. არ დაგიმალავთ და, ერთხანს ვფიქრობდი, ტროსი მეყიდა და ის  ძეგლი მომენგრია, გინდაც  დავეჭირე, სულ ერთი იყო.    

– გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილს სატელევიზიო ეთერში ძალიან მძიმე ბრალდებები წაუყენეთ, როდესაც ის ნარკოტიკების რეალიზებაში დაადანაშაულეთ.  როგორც ამბობენ, ეს დადგმული   შოუს ნაწილი იყო.

– არანაირი შოუ არ ყოფილა!  შოუ მაშინ იქნებოდა, იმ სპეცოპერაციის შემდეგ რომ გამოვსულიყავი და კომენტარები მეკეთებინა. მე ხმამაღლა ვთქვი ის, რაზეც ყველა ჭორაობდა, ყველა ფლობდა ამ ინფორმაციას.   2000 წლიდან იყო ის აფთიაქი და  თბილისში ყველამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენდა.

– და, მაინც, გარდაცვლილი ადამიანის ასე საჯაროდ დადანაშაულება, რომელიც შვილის საფლავზე ააფეთქეს?! 

–  თქვენ იცით, რომ ის ააფეთქეს? ამას გამოძიება, ექსპერტიზა, დასკვნა უნდა.  იქნებ, იური ვაზაგაშვილი თვითონ დებდა ნაღმს  თავისი შვილის საფლავზე, რომ გაემართლებინა ხმები, თითქოს მას ემუქრებოდნენ და მის ლიკვიდაციას აპირებდნენ?!

– რას ამბობთ, თავს აიფეთქებდა იური ვაზაგაშვილი? 

–   რა, გამორიცხულია? აგერ გამოძიება და დაადგინონ სიმართლე.  მე არ ვიცი, რა მოხდა.  ის ისეთ პოლიტიკაში იყო წასული, ამ პოლიტიკაში ვინ რას იკადრებს, ვინ რა ინსცენირებას მოაწყობს,  ვერც კი წარმოვიდგენთ.  მე ის ვიცი, რომ, ახლა, უკვე ამ ხელისუფლების პირობებში, როგორც ბექას, ისე ჩემი შვილის მკვლელობის საქმე გაიხსნება.

 

скачать dle 11.3