კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის დემირელის კოლეჯის მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს

2015 წლის 11-17 იანვარს ყაზახეთის ქალაქ ალმაათაში ტრადიციულად ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის მე-11 საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში, სადაც თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა.

ამ ოლიმპიადაში, ტრადიციულად, არა ქვეყნების ნაკრებები, არამედ, ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზებული სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. წელს ოლიმპიადაში 15 ქვეყნის 59 უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა, ხოლო მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა 480-ს აღწევდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ოლიმპიადის პრესტიჟულობას.

გუნდურ რეიტინგში, ინფორმატიკაში, დემირელის კოლეჯმა მეორე ადგილი მოიპოვა და,  გუნდური რეიტინგით, გრანპრის მფლობელ გუნდსაც კი გაუსწრო.

გუნდის ყველა წევრმა მედალი მოიპოვა: 

გიორგი სხირტლაძე – დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – ოქრო (ინფორმატიკა); ნუგზარ ჩხაიძე – დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – ბრინჯაო (ინფორმატიკა); თემურ მიქავა – დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – ბრინჯაო (ინფორმატიკა); საბა ძმანაშვილი – დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – ბრინჯაო (მათემატიკა); გიორგი კლდიაშვილი – ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი – ბრინჯაო (მათემატიკა).

скачать dle 11.3