კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძველად ჩინეთში შამანი ქალები გვალვის ღვთაებას ნებაყოფლობით ეწირებოდნენ – თავს იწვავდნენ წვიმის მოსაყვანად

ჩინური რელიგიური ტრადიცია ყოველთვის საკმაოდ მოკრძალებულ ადგილს უძღვნიდა ღმერთებს. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა გარდაცვლილ წინაპართა სულების მსახურებაზე. მიუხედავად ამისა, ისინი ღმერთებსაც სწირავდნენ მსხვერპლს, რომლებიც ჩინეთის მთებსა და მდინარეებს განასახიერებდნენ. ჩინეთის ისტორიოგრაფიის მამა, საიმპერატორო სასახლის მთავარი ისტორიოგრაფი სიმა ციანი (მეორე-პირველი საუკუნეები ჩვენს ერამდე) წერდა იმის შესახებ, რომ ვეის სამეფოში მეოთხე-მესამე საუკუნეების მიჯნამდე არსებობდა ჩვეულება, შეეწირათ ხე-ბოსთვის – მდინარე ხუანხეს სულისთვის, ლამაზი ქალიშვილი, რომელსაც ამ სულისთვის ცოლობა უნდა გაეწია. ქალიშვილს საქორწინო აღჭურვილობით მოსავდნენ, მდიდრულ სარეცელში აწვენდნენ და მდინარის დინებას ატანდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალიშვილი სარეცელთან ერთად წყალში იძირებოდა, რის შემდეგაც მსხვერპლი შეწირულად ითვლებოდა. ასევე, ძალზე გავრცელებული იყო ადამიანთა მსხვერპლშეწირვა მიწის ღვთაებისადმი.

ციუვანის გორაკზე, ქალაქ სიუჯოუს მახლობლად, მეოცე საუკუნის შუა ხანებში აღმოაჩინეს  არქეოლოგიური ძეგლი, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრს აღწევდა. რამდენიმე ეპოქის განმავლობაში აქ ადამიანები ცხოვრობდნენ. ნაპოვნია სარიტუალო კომპლექსი, რომელშიც დაკრძალული იყო ოცი ადამიანი – ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცები და ქალები, და, ასევე, თორმეტი ძაღლი. ადამიანები გულაღმა, მუხლებში მოხრილები ესვენენ. ბევრ მათგანს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული; ნახევარზე მეტის თავის ქალა კი ქვით იყო გაჩეჩქვილი. ადამიანთა შორის ძაღლების ნეშტები იყო მიმოფანტული. საფლავები არ იყო ამოთხრილი: მოედანზე, სადაც რიტუალი ტარდებოდა, მათ, უბრალოდ, მიწა ჰქონდათ წაყრილი. ამავე დროს, როგორც ადამიანთა, ასევე, ცხოველთა ნეშტები, ორ რიგად, ერთმანეთზე ფენა-ფენად იყო დასვენებული – როგორც ჩანს, რიტუალი ორჯერ ტარდებოდა.

პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯას, რომელიც მიწისადმი მსხვერპლად შეწირვის სახით ხორციელდებოდა, მოგვიანებითაც აღასრულებდნენ. ქრონიკა „ცზო ჯუანი“ გადმოგვცემს, რომ, ჩვენს ერამდე მეშვიდე საუკუნის შუა ხანებში სუნის სამეფოში მიწის ღვთაებას მსხვერპლად შესწირეს ცზენის სამეფოს მმართველი, რომელიც ტყვედ ჩაიგდეს ხელში სუნებმა.

კიდევ ერთი ძველი წეს-ჩვეულება, რომლის შესაბამისადაც ჩინელები ხანდახან ახორციელებდნენ ადამიანთა მსხვერპლშეწირვას, იყო შამანი ქალების გამოყვანის რიტუალი. ეს რიტუალი სხვადასხვა სახით არსებობდა მთელ რიგ ხალხებში. ჩინეთში ის ლეგენდიდან მომდინარეობდა, რომლის თანახმად, ოდესღაც ცაზე ერთდროულად ათმა მზემ გამოანათა, რომელმაც ყველა ცოცხალი არსება გამოაშრო, შამანი ქალი ნიუი-ჩოუ კი შავი ტანსაცმლით შემოსილი გამოვიდა მინდორში და დაიწყო შელოცვის წაკითხვა, რომელსაც წვიმა უნდა მოეყვანა. შელოცვამ შედეგი ვერ გამოიღო, ნიუი-ჩოუმ პაპანაქებას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, სახელგანთქმულმა მსროლელმა იმ თავისი ისრებით ცხრა მზე განგმირა და მიწა გადაურჩა გვალვას. შან-ინის ეპოქის ჩანაწერებში უკვე იხსენიება რიტუალი „ჩჟი“, რომლის თანახმადაც, ქალი შამანი ხდებოდა გვალვის დემონ ჰან-ბოს განსახიერება, ხოლო ჯოუს დინასტიის ჩინეთში დემონთან ბრძოლამ სახელმწიფო სტატუსი მიიღო: „ჩშიბოშის“ სპეციალური მოხელეები პასუხისმგებლები იყვნენ იმაზე, რომ, გვალვის შემთხვევაში, შამანი ქალის გამოყვანის წეს-ჩვეულება დროულად მომხდარიყო ყველა აუცილებელი რიტუალის დაცვით.

თავისთავად, წეს-ჩვეულება არ იყო დაკავშირებული ქალი შამანის მოკვდინებასთან: ქალები შიშვლები ან მუქი ფერის ტანსაცმლით უნდა გამოსულიყვნენ მინდორში და მდგარიყვნენ იქ თაკარა მზის ქვეშ, მსხვერპლად შეეწირათ თავი ღვარძლიანი ჰან-ბოსთვის. თუ წვიმა წამოვიდოდა, შამანებისთვის ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა, მაგრამ, თუ წვიმა დიდხანს არ მოვიდოდა, შამანები, შეიძლება, უბრალოდ, დახოცილიყვნენ პაპანაქება-ხვატისგან; და თუ ესეც არ ხდებოდა, ჩინელები ხანდახან უკიდურეს ზომას მიმართავდნენ: შამან ქალს ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ – მსხვერპლად სწირავდნენ გვალვის სულს. ზოგჯერ ქალები ნებაყოფლობით იწვავდნენ თავს თანამოქალაქეების კეთილდღეობისთვის. თუმცა, „ცზო-ჯუანის“ ქრონიკის თანახმად, უკვე მეშვიდე საუკუნეში ჩვენს ერამდე, გვალვასთან ბრძოლის ასეთ უკიდურეს ფორმებს მოხელეები გმობდნენ, რომლებიც თვლიდნენ, რომ, სრულიად შესაძლებელი იყო, დემონი შამანის მინდორში უბრალოდ დგომით დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად ამისა, შამანების მიერ თვითდაწვის ჩვეულება ხანის ეპოქაშიც კი ხდებოდა, რომელიც ჩვენს ერამდე მესამე-მეორე საუკუნეების მიჯნაზე დაიწყო, მაგრამ ამ დროისთვის ადამიანთა მსხვერპლშეწირვები უკვე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

 

 

скачать dle 11.3