კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაყენა არასრულწლოვანმა ბავშვობის მეგობრის დედას რვა ჭრილობა

არასრულწლოვანმა ლევან მ-ურმა მეგობრის დედას დანით რვა ჭრილობა მიაყენა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, რომელიც ფილტვში, გულ-მკერდში, მხარსა და სახის არეში იყო დაჭრილი, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. სამართლადამცველებმა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს და ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან სამი დღის შემდეგ დააკავეს, თუმცა, დანაშაულის მოტივი და დეტალები გამოძიებისთვის უკვე მანამდე იყო ცნობილი.

 გამოძიების მასალების მიხედვით, ლევან მ-ური ქალს საკუთარ სახლში დაესხა თავს. მისთვის ცნობილი იყო, რომ 56 წლის მარინა ბ-შვილი, რომელიც რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ფლობდა, ახალი მაღაზიის გახსნას აპირებდა.   ლევან მ-ური ქალის ბინიდან ფულის გატაცებას გეგმავდა, მაგრამ, მან ეს ჩანაფიქრი სისრულეში მეგობრის დედის  წინააღმდეგობის გამო ვერ მოიყვანა. დანაშაულის თვითმხილველთა განცხადებით, მოწმე, რომელიც მარინა ბ-შვილის სახლთან შეესწრო ინციდენტს, გამოძიებას დეტალურად მოუყვა, თუ როგორ გამოვარდა ორსართულიანი სახლის სადარბაზოდან ახალგაზრდა ვაჟი, რომელსაც დაჭრილი ქალი მოსდევდა. 

ამონაწერი  არსენ ი-იას ჩვენებიდან: „მარინა ბ-შვილის სახლთან ახლოს ვცხოვრობ. ამ ქალბატონს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ, ვიცი, რომ ახალაგზარდა შვილი ჰყავს, რომელიც უცხოეთში სწავლობს. დღის 3 საათი იქნებოდა, როცა შემთხვევით იმ ადგილას მოვხვდი – მეგობარს ველოდებოდი მათ სახლთან. უცებ  ორსართულიანი სახლის მხრიდან კივილი მომესმა და მაშინვე სადარბაზოდან ახალგაზრდა კაცი გამოვარდა, რომელსაც თავზე ქუდი  ეხურა. მას უკან მოსდევდა ქალბატონი, რომელიც ასევე სადარბაზოდან გამოვიდა. ქალმა რამდენიმე მეტრი გაირბინა და ჩემთან ძალიან ახლოს, გონდაკარგული დაეცა. მის წამოსაყენებლად რომ მივედი, მაშინ მივხვდი, რომ დაჭრილი იყო – მთელი სახე და ტანი სისხლში ჰქონდა მოსვრილი. ბიჭი გაიქცა, ქალი კი გონს ვერ მოვიყვანეთ. ამიტომ, სასწრაფო გამოვიძახეთ, რომელმაც ის შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა.” 

 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა – თვითმხილველებმა დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული ლევან მ-ური; ამას გარდა, გამოძიებას ჩვენება მისცა დაზარალებული ქალის დამ, რომელმაც განაცხადა, რომ ის თავად გახდა მოწმე, როგორ დაურეკა ლევან მ-ურმა მის დას და როგორ სთხოვა შეხვედრა: „ჩემს დასთან ვიყავი სტუმრად. უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როცა მარინას  ლევანმა დაურეკა და უთხრა: თქვენთან საქმე მაქვს და ცოტა ხნით შემოვივლიო. მარინა დათანხმდა. ლევანს ბავშვობიდან ვიცნობდი, აგრესიული და ემოციური ბიჭი იყო; ვიცოდი, რომ აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.  არასდროს მომწონდა, რადგან, მის გამო ჩემი დისშვილი რამდენჯერმე აღმოჩნდა არასასიამოვნო სიტუაციაში. ამ ინციდენტამდე ერთი წლით ადრე კი ჩემს დას ორი ოქროს ბეჭედი მოჰპარა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ქურდობა მან ჩაიდინა, მაგრამ, მარინამ პოლიციაში არ უჩივლა. ხშირად ვეუბნებოდი, ამ ბიჭს სახლში რატომ უშვებ-მეთქი, ჩემს დას კი ეცოდებოდა და ფულსაც კი აძლევდა ხოლმე – ჩემი შვილის მეგობარია და, ასე მგონია, ამით ჩემს შვილს ვეხმარები, რომელიც ჩემგან შორს ცხოვრობსო. იმ დღეს  ჩემი დის სახლიდან, ალბათ, ერთი საათის წამოსული ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს მომხადრის შესახებ. ლევანს მე არ დავხვედრივარ, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, რომ მარინასთან აპირებდა მოსვლას.” 

 შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველბმა ამოიღეს დანაშაულის იარაღი – დიდი ზომის სამზარეულოს დანა, რომელიც, როგორც მოგვიანებით დადგინდა,  დანაშაულში ეჭვმიტანილმა მიიტანა შემთხვევის ადგილზე.  ბინას, სადაც მარინა ბ-შვილი მარტო ცხოვრობდა, არ ეტყობოდა ყაჩაღობის კვალი, თუმცა, შემთხვევის ადგილზე ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი.   მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მარინა ბ-შვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და გამოძიებას ჩვენებაც მისცა, რამაც დანაშაულის ყველა დეტალს მოჰფინა ნათელი. გამოძიების მიერ ცნობილი გახდა, თუ რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად არასრულწლოვანი მეგობრის დედას. საქმის მასალების მიხედვით, ლევანი თავისი ბავშვობის მეგობრის დედასთან იმ დროს მივიდა, როდესაც მათი ბინა დაზარალებული ქალის დამ დატოვა. ქალმა ის უპრობლემოდ შეუშვა სახლში და შესთავაზა, სადილით გაგიმასპინძლდებიო. ლევანმა სადილზე უარი განუცხადა და სთხოვა, სასწრაფოდ ფული მაქვს  გადასახდელი და, თუ შეგიძლიათ, 1 000 ლარი მასესხეთო. მარინა ბ-შვილმა თანხის მიცემაზე უარი უთხრა, ამის შემდეგ, ახალგაზრდამ დანა მოიმარჯვა და ქალს მოკვლის მუქარით, მოსთხოვა: მაშინ, ის ფული გამომიტანე, მაღაზიის გასახსნელად რომ ინახავ სახლშიო. მარინა ბ-შვილმა შვილის მეგობარს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც არასრულწლოვანმა მას დანა ორჯერ ჩაარტყა მხრისა და გულმკერდის არეში. ქალმა კივილი დაიწყო, ღია ფანჯრებიდან მისი ხმა მთელ ქუჩაზე ისმოდა. ლევან მ-ურმა ამის შემდეგ მეგობრის დედას კიდევ ექვსი ჭრილობა მიაყენა, თუმცა, ქალი მას მაინც ეწინააღმდეგებოდა და ებრძოდა. როცა არასრუწლოვანმა თავდამსხმელმა მისი ბინა დატოვა, დაჭრილმა ქალმა ძალა მოიკრიბა და გაეკიდა, რის შემდეგაც, საკუთარ   სახლთან ახლოს, მან გონება დაკარგა. 

 დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ლევან მ-ურის  დანაშაული დადასტურდა. არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ჩადენილ დანაშაულს ის თავიდან არ აღიარებდა, თუმცა, მოგვიანებით მაინც აღიარა, რომ მეგობრის დედას რვა ჭრილობა მას შემდეგ მიაყენა, რაც მან ფულის  სესხებაზე უარი უთხრა.   დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა სასამართლო პროცესზეც.  სასამართლომ ლევან მ-ური დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის და მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.   

 

скачать dle 11.3