კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ როგორ და რა შემთხვევებში შეიძლება გადაუვადდეს მსჯავრდებულს სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას: მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

კითხვა: მოვყევი საავტომობილო ავარიაში. ორი თვე და 10 დღე ვიმყოფები საავადმყოფო ფურცელზე. სამსახურიდან შემომითვალეს, რომ უნდათ ხელშეკრულების შეწყვეტა. გთხოვთ, განმიმარტოთ, დროებითი შრომისუუნარობა შეიძლება თუ არა, გახდეს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ზოგადად, შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებით. მაგრამ, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კანონის შესაბამისად, ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს, შეიძლება, გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, თუ უკვე გამოყენებულია კანონით გათვალისწინებული შვებულებაც. თუ შვებულება არ გაქვთ გამოყენებული,  თქვენ შეგიძლიათ, შრომისუუნარობის პერიოდში, ისარგებლოთ შვებულებით, რაც ბუნებრივია, არ ჩაგეთვლებათ გაცდენად.  

კითხვა: ეკონომიურად ძალიან მიჭირს, ვინაიდან ჩემი ყოველთვიური ხელფასი 200 ლარია. გადავწყვიტე, ვიმუშაო შეთავსებით, მაგრამ უფროსმა რომ გაიგო, სხვაგან ვმუშაობ, თავს იკავებს. გთხოვთ, განმიმარტოთ, ვისთან შეიძლება, შეთავსებით მუშაობაზე შრომითი ხელშეკრულების დადება.

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ზოგადად შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება, დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია, სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. მაგრამ, ამავე დროს დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულება ხელს შეუშლის მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას, ანდა თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

скачать dle 11.3