კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევარჩიოთ ანტიფრიზი

რა არის ანტიფრიზი, როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ ის – ამაზე ვრცლად ისაუბრებს პროფესიონალი ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე: ზამთრის პირველი საშიშროება ყინვა და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. ხშირად გამიგია, როგორ ეუბნებიან მძღოლები ერთმანეთს – წყალი გამოუშვი, არ გაიყინოსო. ნებისმიერ მძღოლს რომ ჰკითხოთ, შუშების გასაწმენდად ყველა წყალს იყენებს, არადა, არსებობს არაჩვეულებრივი ხსნარები, რომლებსაც წყალში ვურევთ. ჯერ ერთი, ის შუშას უფრო კარგად წმენდს და, თანაც, არ იყინება. გარდა ამისა, წყლის ავზის შიდა მოწყობილობაში არსებობს პომპა, რომელიც წყალს მილს აწვდის. თუ ის გაიყინა, დაზიანდება და გადასაგდები გახდება. ანტიფრიზი ნებისმიერ შემთხვევაში კარგია: როდესაც ძალიან ცხელა, ის დუღილს უშლის ხელს; ხოლო, როდესაც ცივა, პირიქით – გაყინვას. ვთქვათ, ძრავაში მხოლოდ წყალია და გარეთ მინუს 2 გრადუსი ყინვაა, რა ხდება ამ დროს? ჭიქაზე რომ ჩავატაროთ ექსპერიმენტი, მივხვდებით, რომ, თუ ყინვაში ჭიქაში წყალს ჩავასხამთ, ის გასკდება, ანუ, წყალი ჯერ იკვრება, თითქოს პატარავდება, ხოლო შემდეგ ფართოვდება და ხეთქავს იმ ჭურჭელს, რომელშიც ასხია. იგივე ხდება ძრავასთან დაკავშირებით და, შეიძლება, დილით ჩვენი ავტომობილის ძრავა ორად გახლეჩილი დაგვხვდეს; უკეთეს შემთხვევაში, თუ ის ორად არ გაიხლიჩა, საცობები იქნება გამოყრილი. საცობები იმისთვის აქვს ძრავას, რომ, გაყინვის შემთხვევაში, გამოცვივდეს. გარდა ძრავისა, წყლის პომპა, რომელიც ძრავაში წყალს ამოძრავებს და მის გაგრილებას უზრუნველყოფს, იმდენად დაზიანდება, რომ დაიშლება და გადასაგდები გახდება. ყოველ შემთხვევაში, წყალი მაინც დაიღვრება. „სალნიკი“, ანუ ჩობალი, რომელიც წყალს იჭერს, რათა ის არ გადმოიღვაროს, გახისტდება, გაფუჭდება და წყლის გამოშვებას დაიწყებს.

ყველაზე მარტივი კი ის არის, რომ ყინული ყველაზე იოლად აზიანებს ეგრეთ წოდებულ „პრაკლადკას,“ რომელიც ძრავას ქვედა და ზედა ნაწილებს შორისაა. იმ დროს კი, როცა წყალი გაყინვას იწყებს, ის ყველაზე სუსტ ადგილს პოულობს და მას აზიანებს. ყველაზე ნაკლებად ყინული რადიატორზე მოქმედებს, რადგან ის ელასტიკურია და ადვილად იცვლის ფორმას.

– როგორ ხდება ანტიფრიზის გაზავება? ბევრი ამბობს, რომ მას აუცილებლად სჭირდება წყალი.

– არა, ეს ასე არ არის. ანტიფრიზი ყველაზე კარგად მუშაობს, როცა მას საერთოდ არ გავაზავებთ. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ნაკლებად მოხდება მისი გაზავება, მით ნაკლებ ტემპერატურაზე იმუშავებს, ანუ, წყალს გაყინვისგან ძალიან დაბალ ტემპერატურაზეც დაიცავს. სუფთა ანტიფრიზის ჩასხმა, უბრალოდ, ძალიან ძვირი ჯდება და ამიტომ ხდება მისი გაზავება. ანტიფრიზის ნებისმიერ ჭურჭელზე მწარმოებელს მითითებული აქვს, თუ რამდენი ნაზავი რამდენ ტემპერატურაზე მუშაობს. თუ, ვთქვათ, სუფთა ანტიფრიზი მინუს 35 გრადუსს უძლებს, ნახევარი რომ წყალში გავაზავოთ, დაახლოებით 17 გრადუს ყინვას გაუძლებს, რაც ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებისთვის სავსებით ნორმალურია. რუსეთში რომ ვცხოვრობდეთ, მაშინ ნამდვილად დაგვჭირდებოდა სუფთა ანტიფრიზის გამოყენება. 

– როგორ გავიგოთ, რომელია ხარისხიანი ანტიფრიზი?

– შეიძლება, ანტიფრიზს ეწეროს, რომ 22 გრადუს ყინვას უძლებს, სინამდვილეში კი მხოლოდ მინუს 3-ს უძლებდეს, ამისთვის სპეციალური საზომი არსებობს. მით უმეტეს, თუ ჩვენ ვყიდულობთ არა ცნობილი ბრენდის ანტიფრიზს, არამედ, რაღაც ბოთლით, ვიღაცის მიერ შეზავებულს. ასე რომ, შეგიძლიათ, გამყიდველს მოსთხოვოთ, რომ საზომით გაგიზომოთ. მეორე და ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა არის ის, რომ ანტიფრიზში აკუმულატორის მჟავას ასხამენ, ანუ, ქიმიური ხსნარებით მიღწეული არაგაყინვადობა, უამრავ დეტალს აზიანებს. წარმოიდგინეთ, ასი პროცენტი მჟავა ას გრადუს ყინვას უძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან ხშირად იყენებენ ანტიფრიზში მეტი გამძლეობისთვის. რეალურად კი, ის ძრავას შიგნიდან ჭამს, რასაც გარედან ვერანაირად ვერ შევამჩნევთ. მაგრამ, ადრე თუ გვიან, პომპა ჭრიალსა და წყლის გაშვებას დაიწყებს და, შესაძლოა, წყალი ძრავაშიც გადაიტანოს. 

– სხვადასხვა ანტიფრიზს სხვადასხვა ფერი აქვს?

– დიახ, ისევე, როგორც საწვავს. მაგალითად, ბენზინი „სუპერი“ წითელი შეფერილობისაა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მისი გარჩევა მოხდეს. ასევეა ანტიფრიზიც. ჩვენ ის მხოლოდ მწვანე წარმოგვიდგენია, მაგრამ, არსებობს ცისფერიც და წითელიც, რომლებიც ბელგიური ან ჰოლანდიური წარმოებისაა. ფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სპეციალურ მაღაზიაში შეიძინოთ ცნობილი ბრენდის ანტიფრიზი.

 

 

скачать dle 11.3