კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, რომ მოკლე ინფორმაცია მომაწოდოთ ტრიქოფიტოზზე?

პასუხი: ტრიქოფიტოზი ძაღლებში ხასიათდება კანზე მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების გაჩენით, სადაც საერთოდ არ არის თმის საფარველი, ანდა ძალიან უმნიშვნელოა. კლინიკური ნიშნებიდან, მიკოსპოროზისგან განმასხვავებელი ისაა, რომ ხასიათდება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ექსუდაციით, რისგანაც წარმოიშვება ფუფხის საკმაოდ სქელი შრე. ამის გამო ღრმად ზიანდება კანის საფარველი და გამოჯანმრთელების შემდეგ, საერთიდ არ ამოდის ბეწვი ან რჩება დეპიგმენტირებული კანის ლაქები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებისას აუცილებლად უნდა მიიყვანოთ თქვენი ძაღლი ვეტერინართან. დაავადების კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული გამოკვლევის მიხედვით დაისმება ზუსტი დიაგნოზი და დანიშნულება. სამკურნალოდ გამოიყენება დერმატოფიტოზების სამკურნალო და პროფილაქტიკური ვაქცინები, სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, იმუნოსტიმულატორები და ვიტამინები. მკურნალობის სქემა აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მისი მეთვალყურეობით მიმდინარეობდეს, რადგან აღნიშნულ პრეპარატებს მაღალი ტოქსიკურობა და მთელი რიგი უკუჩვენებები ახასიათებს. დერმატომიკოზების პროფილაქტიკისთვის სასურველია, ცხოველს ყოველწლიურად ჩაუტაროთ დერმატომიკოზების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია; უზრუნველყოთ სრულფასოვანი, დაბალანსებული ვიტამინებით მდიდარი საკვებით. ასევე, მკაცრად დაიცავით სანიტარული და ზოოჰიგიენური წესები. მოარიდეთ ისინი ქუჩის მაწანწალა ძაღლებთან და კატებთან კონტაქტს.

 

 

скачать dle 11.3