რა მოხდა ამ დღეს
9 თებერვალი
1893 – „მულენ რუჟის“ სცენაზე, პირველად იქნა წარმოდგენილი სტრიპტიზი.
1895 – ამერიკელმა მორგანმა გამოიგონა ფრენბურთი.
1904 – დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი.
1930 – ბავარიაში შედგა პირველი ავტორბოლა ყინულზე.
1998 – ტერორისტული აქტი თბილისში ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ.
10 თებერვალი
1258 – მონღოლებმა აიღეს და გაძარცვეს ბაღდადი. დასრულდა ბაღდადის სახალიფოს ისტორია.
1635 – დაარსდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია.
1840 – ინგლისის დედოფალი, ვიქტორია, ცოლად გაჰყვა პრინც ალბერტს.
1992 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ძირითადი ინსტინქტი“.
11 თებერვალი
1809 – რობერტ ფუკცინმა დააპატენტა თბომავალი.
1922 – კანადელმა მეცნიერმა ფრედერიკ ბანტინგმა აღმოაჩინა ინსულინი.
1979 – ირანის რევოლუციამ დაამხო შაჰის ძალაუფლება.
1990 – ნელსონ მანდელა ციხიდან გამოვიდა 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ.
12 თებერვალი
1908 – ლონდონიდან სტარტი აიღო პირველმა ავტორბოლამ მსოფლიოს გარშემო.
1909 – ინგლისში გამოვიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ჯარიმდებოდნენ მწეველ ბავშვთა მშობლები.
1955 – დაიწყო ბაიკანურის კოსმოსური სადგურის მშენებლობა.
13 თებერვალი
1867 – ვენაში პირველად შესრულდა იოჰან შტრაუსის „ცისფერ დუნაიზე“.
1917 – ინგლისში ქალებს უფლება მიეცათ, ტაქსისტები ყოფილიყვნენ.
1940 – მიხაილ ბულგაკოვმა დაასრულა წერა რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“.
1975 – კვიპროსი ორ ნაწილად გაიყო.
1984 – საბჭოთა კავშირის ლიდერი გახდა კონსტანტინე ჩერნენკო.
14 თებერვალი
269 – ლეგენდის მიხედვით, ამ დღეს, იმპერატორ გალიენეს ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს წმიდა ვალენტინი.
1996 – დაიშალა ინგლისური ჯგუფი „Take that“.
15 თებერვალი
1902 – გაიხსნა ბერლინის მეტროპოლიტენი.
1947 – საბჭოთა კავშირში აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაქორწინება.
1965 – პირველად აფრიალდა კანადის თანამედროვე დროშა – ფოთლის გამოსახულებით.
1994 – უკრაინაში დახვრიტეს მანიაკი ანდრეი ჩიკატილო.