კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ადამიანის კოსმიური დასჯა და რა პერიოდში იმატებს ავარიებისა და ავადმყოფობების ალბათობა

მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. სანამ ახალი მთვარე გამოჩნდება ცის კაბადონზე, ის რკალის სახით გვევლინება და, სწორედ ამ პერიოდში აქვს მთვარეს უდიდესი გავლენა ადამიანებზე. ამ დროს ორგანიზმი ტოქსინებისა და წიდებისგან ადვილად თავისუფლდება. კარგია ამ პერიოდში სამკურნალო შიმშილობა. როცა ცაზე მთვარის ახალი რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა მინიმუმამდე ეცემა, ქვეითდება იმუნიტეტი, შრომისუნარიანობა. მაღალია დეპრესიის ალბათობა. 

მზარდი მთვარის ფაზაში კარგია მკურნალობის კურსის დაწყება, რადგან ამ პერიოდში ძლიერდება სამკურნალო პრეპარატების მოქმედება. ადვილად ხდება ვიტამინებისა და მინერალების შეთვისება. 

მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში კარგია მასაჟი, გამწმენდი პროცედურების ჩატარება. ამ დროს იწყება ორგანიზმში ცხიმის დაგროვება, ამიტომ უნდა იზრუნოთ წონაზე. 

მზარდი მთვარის პერიოდი მეტად წარმატებული და იღბლიანია, ამ დროს  ადამიანის  საქმიანობა ნაყოფიერი ხდება. მთვარის ფაზიდან ფაზაში გადასვლის პერიოდში იყავით მეტად ყურადღებით, რადგან ასეთ დღეებში ადამიანი შედარებით გაუწონასწორებელი, კონფლიქტური და მოუთმენელი ხდება. იზრდება ემოციური ფონი. 

მთვარის მეორე ფაზა იწყება, როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს. ამ პერიოდში ორგანიზმის ენერგიულობა მომატებულია, ადამიანი მეტად აქტიურია, ძლიერია და ცხოვრებისეულ პრობლემებს ადვილად უმკლავდება. შეგიძლიათ, თამამად იმოქმედოთ. სავსემთვარეობის პერიოდში კი დაგროვილი ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა ხდება. ამ დროს მოჭარბებული ენერგია შესაძლოა, უმართავი, უკონტროლო გახდეს. მოზღვავებული ენერგია ორგანიზმს მოსვენებას არ აძლევს. ადამიანი აფორიაქებულია, მძაფრდება ნერვული აშლილობა, იწყება უძილობა. ამ დროს დიდია ავარიების, ჩხუბის, კამათის ალბათობა. გახსოვდეთ, რომ ამ დღეებში ემოციების მოზღვავება, დაუფიქრებელი საქციელი და ფორიაქი დროებითია და მალევე გაგივლით. ეცადეთ, ეს პერიოდი მშვიდად და წინდახედულად განვლოთ. სხვათა შორის, სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტად ვნებიანი და ემოციურია. 

მთვარის მესამე ფაზის დასაწყისი დაკავშირებულია სასიხარულო მოვლენებთან, მოქმედებებთან, სიცოცხლისუნარიანობასთან. ამ პერიოდში ის უნდა აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ და რა საქმეც გიყვართ. 

კლებადი მთვარის დროს ქირურგიული ოპერაციები კარგი შედეგით სრულდება, გამოჯანმრთელების პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს. ორგანიზმი საკვებს ცუდად ითვისებს, ამიტომ შეგიძლიათ, სწორედ ამ პერიოდში ჭამოთ ის, რაც გსურთ და არ იფიქროთ წონის მატებაზე. კარგია ამ პერიოდში სამეგობრო წრეში ყოფნა. 

მთვარის მეოთხე ფაზა, კლების დროა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი სუსტდება, ენერგია შესუსტებულია, ქვეითდება აქტიურობის შესაძლებლობები, ადვილად იღლებით. შემდეგ კი მთვარე კვლავ უჩინარდება რამდენიმე დღით და ისევ ხელახლა ჩნდება რკალის სახით. 

ზოგადად, ვარსკვლავებსა და პლანეტებს პირდაპირი კავშირი აქვს კონფლიქტებთან, ავიაკატასტროფებთან, ავარიებთან, ავადმყოფობასთან და ასე შემდეგ. ასე რომ, ადამიანს რაც მოსდის, ყველაფერი კანონზომიერია.  ასტროლოგიაში ორი დამსჯელი პლანეტა – სატურნი და მარსი არსებობს. მათი მოქმედება ერთმანეთისგან სულ ცოტათი განსხვავდება. კერძოდ, მარსი უფრო ფეთქებადია და სწრაფად მოქმედი. როცა ცის კაბადონზე მარსის უარყოფითი გადანაცვლება ხდება, ამ დროს დედამიწაზე ავადმყოფობების რიცხვი იმატებს. სატურნის მოქმედება მარსის მოქმედებაზე ხანგრძლივია. 

დაახლოებით, 29-30 დღის განმავლობაში მთვარე მთლიანად გადის ზოდიაქოს რკალს, ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს და ქმნის გარკვეულ კონფიგურაციას სხვადასხვა პლანეტის მიმართ. როცა მთვარე ქმნის 90-გრადუსიან უარყოფით ასპექტს სატურნთან, ურანთან და მარსთან, ამ პერიოდში ძალიან მაღალია უსიამოვნებების, კატასტროფებისა და ავარიების ალბათობა. 

თუ ამას თან ერთვის ახალმთვარეობის დღეები, მაშინ სიტუაცია უფრო მძიმდება. სხვათა შორის, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ახალმთვარეობის დროს იმატებს მკვლელობების, სხვადასხვა დაავადების გამოვლენის, ავარიებისა და კონფლიქტების ალბათობა. 

ასევე, არსებობს მთვარის, ეგრეთ წოდებული, სატანური დღეებიც. კერძოდ, ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე და ოცდამეცხრე დღეები. ამ დროს კოსმოსიდან დედამიწაზე ხდება უარყოფითი ენერგიის ჭარბად შემოდინება. ასევე, ამ პერიოდში იმატებს შავი ძალების მოზღვავება, რაც ხელს უწყობს უსიამოვნებებისა და სხვადასხვა სახის კატასტროფების წარმოქმნას. 

ადამიანის კოსმიური დასჯა არის გარკვეული მინიშნება იმისა, რომ ყველაფერი ასტროლოგიასთან და ვარსკვლავებთანაა დაკავშირებული. სატანური და ახალმთვარეობის დღეები კი, ნებისმიერმა ჩვენგანმა ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოს. 

скачать dle 11.3