კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 1 მარტს. არ მიმართლებს ბიზნესში. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა არის ზოგადად ჩემი კარმული მისია? ასევე, მაინტერესებს, უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის პოზიტიური და თავსებადია თუ არა ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ქორწინების მიზნით სასწორის ზოდიაქოს ნიშანთან?

პასუხი: სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან თქვენი ქორწინება საშუალოა. მთავარია, ერთმანეთის მიმართ გამოიჩინოთ მეტი ყურადღება და შეძლოთ დათმობებზე წასვლა. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კოსმიური მისია ან არნახული წარმატების ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან უკეთესია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნია, პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან კი – სანკტ-პეტერბურგი თუ გამოავლენთ მეტ შეუპოვრობასა და ორმაგ ძალისხმევას, წარმატებებია მოსალოდნელი შემდეგ ქვეყნებშიც: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ბელორუსი. ის, რომ არ გიმართლებთ ბიზნესში, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი იყოს, ენერგოდაბინძურება, რაც არასწორი ცხოვრების შედეგია. რაც შეეხება კარმულ მისიას, უნდა განავითაროთ მეტი შეუპოვრობა, აქტიურობა; უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღება, ასევე, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა; უნდა დაეყრდნოთ ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. აუცილებლად უნდა იყოთ უხალტურო მუშაკი, მოწესრიგებული, მომთმენი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მარტოხელა მებრძოლი და ორგანიზებული. საქმეს მაღალი პასუხისმგებლობით მიუდექით. ამ თვისებების გამოვლენით შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ ცხოვრებაში. 

скачать dle 11.3