კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ზარაფიშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზარიფა.

გადმოცემით ირკვევა, რომ, დაახლოებით 1700-იან წლებში, ქიზიყში, კერძოდ, სოფელ ზემო მაჩხაანში, დასახლებულა სარგის ზარაფიშვილი. მას თან ჩამოუტანია საქსოვი დანადგარები და ოჯახს დაუწყია პირველი მოხმარების ფართლეულის ქსოვა, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას აკმაყოფილებდნენ. თვითონ სარგისი და მისი ვაჟიშვილი – იოთამი, თბილისში დაბრუნებულან და სამეფო ზარაფხანაში ფულის მოჭრა გაუგრძელებიათ. იოთამის ვაჟიშვილები – სტეფანე, მიხეილი და ნიკოლა – განთქმული მშენებლები, კალატოზები ყოფილან და მთელ საქართველოში ეკლესიებსა და სახლებს აშენებდნენ. 

ზარაფიშვილების საგვარეულო გამორჩეული იყო. მათ გარეშე, სოფლებში – ქვემო და ზემო მაჩხაანში ოჯახების შექმნა და სადავო საკითხები არ წყდებოდა. ისინი, ასევე, ვენახების დაგეგმარებასა და მიწათმოწყობაში სთავაზობდნენ ხალხს დახმარებას. 

საქართველოში 74 ზარაფიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 34, დედოფლისწყაროში – 19, დუშეთში – 10. არიან სხვაგანაც.

საყევარიშვილი

საყევარაშვილი, საყევარიშვილი და საყევრიშვილი – ერთი და იგივე გვარებია. 

საყევარი გუთნის თავის ხარების წინ უღლის მისაბმელი პანი, ჯაჭვი ან ძელია. სავარაუდოდ, ეს დასდებია გვარს საფუძვლად. 

1823 წელს ამ გვარს დოკუმენტებში ვხვდებით სოფელ კუმისში (დღევანდელ გარდაბნის რაიონში) და ერტისში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონში. 

„ოთარ ნინიას ძე საყევარაშვილი, მეუღლე – მარიამი, ძმები: ვანო, იოსები, პეპანა, არაქელა, გიორგი, სიმონი, დავითი, ასლანი და ტასო; დედა – თალალა, მოიხსენიებიან 1823 წელს, აღწერით ერტისში“. 

საქართველოში 28 საყევარიშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 17, ბოლნისში – 4, თბილისში – 7. 

ტაბეშაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტაბა. ტაბეშაძე ორსუფიქსიანი გვარია: ში+ძე. ტაბა-ზე, დაშენებული ქართული გვარია ტაბაშაძე. ტაბარუკი სოფელია გარდაბნის რაიონში და აქედანაა, ასევე, გვარი ტაბარუკაშვილი.

ტაბა ფუძედაა სახელსა და გვარებში: ტაბატაძე (ტაბატა), ტაბაღუა (ტაბაღი). ტაბახი უძველესი ეთნონიმია ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან, ამავე ძირისაა ტაბახია, ტაბაშიძე.

ტაბეშიძე, შესაძლებელია, ლაზური გაფორმების გენეტიკური სახელი იყოს (გვარის ფუნქციით).

ტაბეშაძე იმერეთში წარმოშობილი, იმერული გვარია.

საქართველოში 236 ტაბეშაძე ცხოვრობს: ბაღდათში – 164, ქუთაისში – 24, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.

მატიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მატია.

1624 წელს მატია ზაზაშვილი მოიხსენიება ირაკლი და ვახუშტი მატიაშვილების ყმების ნუსხაში.

1690 წელს შავერდა მატიაშვილი მოწმედ მოიხსენიება ესტატე მოლოდინაშვილ-ქრისტესიაშვილისა და მისი ძმების მიერ, ნიგვზის გაყიდვაზე შედგენილ ნასყიდობის წიგნში.

1817 წელს კოდელი ივანე მატიაშვილი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შვილს უნათლავს დავით ბერუაშვილს.

მატიაშვილების წინაპარი, გადმოცემის მიხედვით, მატია დოლდაშვილი ყოფილა.

მოგვიანებით, მატიაშვილები რუსული გაფორმებით მატიანოვებად ჩაუწერიათ.

ამავე ძირისაა გვარები: მათიაშვილი, მატუაშვილი, მატოშვილი.

მატიაშვილების ერთი შტო, 1886 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ კოდაში აბატაშვილი გამხდარა.

საქართველოში 147 მატიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 82, რუსთავში – 42. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3