გამომცხვარი ხილისა და ბოსტნეულის დიეტა
პირველი დღე
9-დან 10 საათამდე: 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი, 100 გრამი უცხიმო ხაჭო.
12-დან 13 საათამდე: 2 ცალი (მოზრდილი ზომის) აირღუმელში გამომცხვარი ვაშლი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი თაფლით.
15-დან 16 საათამდე: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო დაჭერით, მოათავსეთ ტაფაში და გამოაცხვეთ აირღუმელში უცხიმოდ. შეაზავეთ ცოტა ზეთით, ძმრით, მარილითა და მწვანილით. 15 წუთის შემდეგ დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
18-დან 19 საათამდე: 300 გრამი გამომცხვარი გოგრა, 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.
დღის განმავლობაში, ტრადიციულად, 2 ლიტრამდე წყალი.
მეორე დღე
9-დან 10 საათამდე: 1 ჭიქა ლიმონიანი წყალი, 1 ნაჭერი ცეხვილი შავი პური.
12-დან 13 საათამდე: 2 ცალი (მოზრდილი ზომის) გამომცხვარი კომში ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზითა და თითო ლებანი ნიგვზით.
15-დან 16 საათამდე: 300 გრამი გამომცხვარი ბრიუსელური კომბოსტო 100 გრამი მოხარშული ბრინჯის გარნირით.
18-დან 19 საათამდე: ქლიავის ჩირის კომპოტი (1 ჩის ჭიქა), 2 პატარა ნაჭერი ტკბილი ორცხობილა.
მესამე დღე
9-დან 10 საათამდე: 1 ფინჯანი უშაქრო ნალექიანი ყავა, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი „ხლებცი“.
12-დან 13 საათამდე: 200-200 გრამი დაჭრილი და გამომცხვარი ჭარხალი და სტაფილო, შეზავებული ყველანაირი მწვანილით და თითო ჩაის კოვზი ძმრით და ზეითუნის ზეთით. 1 ჭიქა ჩირის კომპოტი (უშაქროდ).
15-დან 16 საათამდე: 300 გრამი გამომცხვარი გოგრა, 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.
18-დან 19 საათამდე: 2 ცალი (საშუალო ზომის) კანიანად გამომცხვარი კარტოფილი, შეზავებული ზეითუნის ზეთით, ძმრით, მწვანილითა და მარილით.
შუალედებში შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი, ახალგამოწურული წვენები, უცხიმო მაწონი ან ნებისმიერი ხილი.
დიეტა გაიმეორეთ ერთთვიანი შუალედის შემდეგ.
აკრძალულია ფიზიკური დატვირთვა, ალკოჰოლი და სიგარეტი. შეეცადეთ, ხშირად წამოწვეთ და ნაკლებად ინერვიულოთ. მოერიდეთ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას, არ გადაიღალოს თვალები და მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე.