კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

სურვილების თეორია

 

არსებობს თეორია: თუ ადამიანს რაღაც ძალიან, ძალიან უნდა, ეს სურვილი მას აუცილებლად შეუსრულდება. მაშ, რატომ ვერ სრულდება სურვილები ყველასთვის და მხოლოდ ერთეულებს სწყალობთ ბედი? პრობლემა თავად ჩვენშია...

სურვილები და ოცნებები არასდროს „აღმოცენდება“ ცარიელ ადგილას – სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ. ანუ, სურვილი რაღაცის მიმართ – ნიშნავს ამ „რაღაცის“ დეფიციტს თქვენში.

ზოგჯერ ჩვენი მოთხოვნილებები შენიღბულია და, თავადაც არ ვიცით, რა გვინდა. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ გამონაკლისი არ ხართ. თუკი ხშირად იფიქრებთ იმაზე, რომ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა გრძელია და რთული, ვერასოდეს იქნებით ბედნიერი. უფრო ყურადღებით დააკვირდით ბედნიერ და გახარებულ ადამიანებს – მათ ბედნიერებაში განსაკუთრებული არაფერია, მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ყველას თავისი ბედნიერება აქვს. ამიტომ თქვენთვის უნდა შეიმუშაოთ საკუთარი სურვილების თეორია. იყავით რეალისტი სურვილებში – ეს აუცილებელია და, მაშინ, აღარ იქნებით წლების განმავლობაში იმედგაცრუებული, შორს თქვენი სანუკვარი სურვილისგან და აღარც იმაზე იწუწუნებთ, რომ, რატომღაც, არასდროს გიმართლებთ.

სერიოზული პრობლემაა მოთხოვნილების კონფლიქტიც. შეიძლება, ერთბაშად ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს – მაგალითად, თუ გინდათ, ატაროთ მანქანა და თან იცით, რომ ვერ გაუმკლავდებით შიშს, მაშინ, ჯობია, ამაზე საერთოდ არ იფიქროთ. საკუთარი შესაძლებლობები თქვენზე უკეთესად ვინ იცის? ჰოდა, „ჩართეთ“ თქვენი მიხვედრილობა და იმოქმედეთ!

 

ნაბიჯი წინ!

 

ხშირად, ჩვენი მიზნების განხორციელებაში ძალიან გვიშლის ხელს შიში იმისა, რომ, შეიძლება, აქტიური ქმედებით, უნებლიეთ ვავნოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მერე კი საერთოდ უარს ვამბობთ ჩვენს თამამ სურვილებზე. ეს შეცდომაა, რადგან, უკან დახევა აისახება ყველაფერზე – პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე, ურთიერთობებზეც კი. ხოლო მოგვიანებით ჩვენს წარუმატებლობას ვაბრალებთ სწორედ იმათ, ვის გამოც უარი ვთქვით საკუთარ სურვილებზე.

ცხოვრება უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს და, თუ მათ ვერ ან არ ვიყენებთ, ამის მიზეზი ისევ ჩვენშია და არა სხვებში – ისინი არ ითხოვენ ჩვენგან მსხვერპლის გაღებას. გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან. ზოგიერთი წარმოდგენა ცხოვრებისეულ მოვლენებზე და მცდარი პრინციპები – პროგრესის მტერია, პროგრესი კი აუცილებელი პირობაა პიროვნული წინსვლისთვის. გააკეთეთ არჩევანი ყოველთვის თავად – ესეც მთავარია, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოთ და იგრძნოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. როცა არაფერს აკეთებთ და თავს იმით იმშვიდებთ, რომ, შესაბამისად, შეცდომებსაც არ უშვებთ, იმას ვერ აცნობიერებთ, რომ ფუჭად კარგავთ ძვირფას დროს. ისწავლეთ საკუთარ თავთან ლაპარაკი იმაზე, რაც მართლა გინდათ. ეს არ არის ხუმრობა და თამაში, ჩვენი მომავალი ცხოვრება დიდწილად სწორედ ამაზეა დამოკიდებული. 

იფიქრეთ იმაზეც, რა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევასა და წინსვლაში – ასეთი ხელისშემწყობი ფაქტორები საკმაოდ ბევრი იქნება, უბრალოდ, უნდა აღმოაჩინოთ ისინი და გამოიყენოთ...

 

თავშეკავებულობა მომგებიანია

 

ფსიქოლოგები ქალებს ურჩევენ, თავი შეიკავონ მაღაზიებში სირბილისგან მაშინ, როცა გაბრაზებულები, იმედგაცრუებულები, საკუთარი თავით უკმაყოფილონი და, რაც ყველაზე მთავარია, ჯიბეში ფულით არიან. ზედმეტი არაფრით არ უნდა დახარჯო, რადგან, მერე ინანებ, ინერვიულებ და უარეს მდგომარეობაში  აღმოჩნდები.

ზოგადად შოპინგ-თერაპია ცუდი საშუალება არ არის ნერვების დასაწყნარებლად და თვითშეფასების კრიტერიუმის ასამაღლებლად, მაგრამ, ყველაფერს ცოდნა სჭირდება. ზედმეტი ხარჯი და გაუმართლებელი შენაძენები სერიოზულ სტრესს მოგაყენებთ. თავი უნდა გაინებივროთ – ამაში ყველა დაგეთანხმებათ, მაგრამ, ზედმეტი თუ მოგივათ, მდგომარეობას მხოლოდ დაიმძიმებთ... კიდევ არსებობს ერთი საშიში სინდრომი, რომელიც მაღაზიებში ფასდაკლებების სეზონზე იჩენს ხოლმე თავს: „ყველა ყიდულობს და მეც აუცილებლად უნდა ვიყიდო“... შესაბამისად, ყიდულობთ იმას, რაც საერთოდ არ გჭირდებათ – ეს ის შემთხვევაა, როცა თავშეკავებულობა მომგებიანია, გაცილებით მომგებიანი, ვიდრე ქარაფშუტული ხელგაშლილობა... 

შოპოჰოლიზმის შემოტევები ყველა ქალს განუცდია – ეს ნაცნობი მოვლენაა. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრება უსიამოვნო ინციდენტებითა და გაუთვალისწინებელი მოვლენებით არის სავსე; შესაბამისად, ცდუნებებიც, რომ არასასურველი ნივთი „შემოგეყიდოთ,” ძალიან დიდია... ამიტომ, როცა პრობლემა გაქვთ, როცა სევდა მოგეძალებათ, როცა თავს მარტოსულად იგრძნობთ, შეეცადეთ, საფულეში იმაზე მეტი თანხა არ ჩაიდოთ, ვიდრე დასახარჯად გემეტებათ. პრობლემაც აღარ შეგექმნებათ... ანუ, კიდევ ერთი პრობლემა არ დაგემატებათ...

 

მამაკაცის საჩუქარი

 

მამაკაცი, რომელსაც მოსწონხართ ან უნდა, რომ გასიამოვნოთ, აუცილებლად გაჩუქებთ რაღაცას. შეიძლება, არ იცით, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ საჩუქარს შეგირჩევთ ის, შეიძლება, მიხვდეთ, როგორი ხასიათი აქვს მას.

ზოგადად, როცა ვინმეს საჩუქარს ვჩუქნით, ამით მის მიმართ დამოკიდებულებას გამოვხატავთ. თითქმის მექანიკურად და ინსტინქტურად ვუშვებთ სიგნალს, რომელიც ყოველთვის არ არის სასურველი შედეგის მომტანი... ანუ, თუ ისწავლით, როგორ გაშიფროთ სწორად მამაკაცის საჩუქარი, ბევრს შეიტყობთ მასზე...

თუ მამაკაცმა სიმბოლოების შემცველი საჩუქარი მოგიტანათ, – მაგალითად, მაცივარზე მისაკრავი წლის სიმბოლო ან დეკორი, ესე იგი, არჩევანზე მას ბევრი არ უფიქრია. საჩუქარი მოვალეობის მოხდის მიზნით შეიძინა. მას მიაჩნია, რომ მთავარი ყურადღებაა და არა თავად საჩუქარი... მთავარი ერთი ნიუანსია – ფანტაზია.... თუ მამაკაცმა ასეთი ბანალური საჩუქრის შერჩევისას ვერ გამოავლინა ფანტაზია, ის საკმაოდ უინტერესო, მოსაწყენი პიროვნება იქნება.

არსებობს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთები, რომლებსაც სინამდვილეში დიდი დატვირთვა აქვთ – „შენ მნიშვნელოვანი ხარ ჩემს ცხოვრებაში“...

მამაკაცებს ზოგჯერ მოსწონთ, როცა ქალს სახუმარო საჩუქარს ჩუქნიან. იუმორით დატვირთულს... მაგრამ მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის დამოკიდებულება, რომელიც ამ ქალთან აქვს. თუ ბუნებრივი, ძალდაუტანებელი, უშუალო ურთიერთობა არ არსებობს, მაშინ ამ ტიპის საჩუქარს ქალი ვერ გაიგებს და დიდწილად, ეწყინება...

თუ მამაკაცმა მოგიტანათ საჩუქარი მინიშნებით, რომელმაც გაგაღიზიანათ და უსიამოვნო შეგრძნებები აღგიძრათ, შეეცადეთ, ამ ყველაფერს იუმორით შეხედოთ. ანუ, თქვენც გაერთეთ. აგრძნობინეთ, რომ მიუხვდით ჩანაფიქრს, თუნდაც, რეალურად ფიქრობდეთ, რომ სულელია. მთავარია, იმან გადაწყვიტოს, რომ საქმე ჭკვიან ქალთან აქვს.

скачать dle 11.3