კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასტრიტის დროს მაღალია სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი

შუადღით წაძინება აძლიერებს ტვინის მუშაობას

ნაშუადღევს ეცემა ადამიანის ბიორიტმი, რაც ენერგეტიკული დეპრესიის მიზეზი ხდება. გირჩევთ, ენერგიისა და ძალის სწრაფად აღსადგენად, ცოტა ხანს წაიძინოთ, რადგან, ძილში ადამიანი ისვენებს, უმაღლდება შრომისუნარიანობა და უუმჯობესდება ყურადღების კონცენტრაცია. 

ადამიანი ყველაზე მოთენთილი დღის პირველი საათიდან სამ საათამდეა. სულ რაღაც ოცი-ოცდახუთი წუთის წათვლემაა საჭირო იმ ჰორმონების გამოსამუშავებლად, რომლებიც აძლიერებს ტვინის მოქმედებას, აღადგენს სასიცოცხლო ძალებსა და ორგანიზმის საერთო ტონუსს. 

მათ, ვისაც ღამით უძილობა აწუხებს, ვურჩევთ, შეიკავონ თავი შუადღის ძილისგან, რადგან, ღამის საათებში დაძინება უფრო გაუჭირდებათ. ძალ-ღონის აღსადგენად კარგია, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები.

 

B ვიტამინების კომპლექსი სასქესო ჰორმონებს აბალანსებს და სიმსივნის წარმოქმნას ებრძვის

B ვიტამინის ნაკლებობას ყველაზე ხშირად ქალები განიცდიან. ეს ვიტამინი მათ ორგანიზმში სასქესო ჰორმონებს აბალანსებს და სიმსივნის ზოგიერთი ფორმის განვითარებას ებრძვის. გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის პროცესში ის გამოიყენება, როგორც სტიმულატორი. 

B ვიტამინის უკმარისობა სერიოზული დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მისი უკმარისობა, ასევე, უარყოფითად მოქმედებს ტვინის ფუნქციაზე, სისხლზე, არღვევს სისხლძარღვების მუშაობას, იწვევს დერმატიტს, დიათეზს, კანის სხვადასხვა დაავადებას და ნერვულ სისტემაზეც უარყოფითად აისახება. 

თუ საკვებთან ერთად ძალიან ბევრ ცილას იღებთ, ორგანიზმი მის შესათვისებლად ნაწლავებიდან, ღვიძლიდან და უჯრედებიდან მთელი პირიდოქსინის მარაგს ხარჯავს, რის გამოც მის უკმარისობას სხეულის სხვა ნაწილებიც განიცდის. ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმის დროს თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს, ეგრეთ წოდებულ გლუკოკორტიკოიდებს, რომლებიც მთელი ძალით იწყებენ ცილოვან ცვლას და ამით ებრძვიან სტრესს. ამ დროს კი ვიტამინ B6-ის უკანასკნელი მარაგიც იხარჯება. 

პირიდოქსინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ის ორგანიზმში ნატრიუმისა და კალციუმის ბალანსზეც ზრუნავს. ნატრიუმი სუფრის მარილის შემადგენელი ნაწილია და მისი წყალობით ხდება ორგანიზმში სითხის დაგროვება. ამიტომ, თუ ძალიან მარილიან საკვებს და არასაკმარის B6 ვიტამინს იღებთ, ეს სითხის დაგროვებას იწვევს ორგანიზმში და აღინიშნება ხელ-ფეხის შეშუპება. 

ნაწლავური სისტემა შედგება მილიარდობით უმცირესი არხისგან, რომლებშიც ნატრიუმი არეგულირებს საკვები ნივთიერებების სისხლში გადასვლას. თუ საკვებში ბევრი მარილია ან არასაკმარისია პირიდოქსინი, ორგანიზმში გროვდება ტრილიონობით მოლეკულა, რაც, თავის მხრივ, შეშუპების მიზეზი ხდება. მოზრდილი ადამიანისთვის B6 ვიტამინის დღიური დოზა 3 მილიგრამია. მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება სტრესის, მენოპაუზის, გულის დაავადებების, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის, ანტიბიოტიკების მიღების, პოლიართრიტის, ათეროსკლეროზისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს. 

B6 ვიტამინი ადამიანის ნაწლავებში ნაწილობრივ წარმოიქმნება მიკროორგანიზმების მოქმედების შედეგად. ეს ვიტამინი ღვიძლში არ გროვდება და საჭმლის მიღებიდან დაახლოებით 10-15 საათის შემდეგ შარდთან ერთად გამოიდევნება. 

B6 ვიტამინს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს: ნიგოზი, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, პომიდორი, სალათის ფურცლები, ავოკადო, მარწყვი, ალუბალი, ბანანი, ლიმონი, მარცვლოვანი კულტურები, ხორცი, თევზი, კვერცხი, სოია და ბურღულეული. 

 

გასტრიტის დროს მაღალია სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება ანუ გასტრიტი, საკმაოდ საშიში დაავადებაა. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, არსებობს მწვავე და ქრონიკული გასტრიტი. 

მწვავე გასტრიტის ერთ-ერთი ფორმა მედიკამენტებით გამოწვეული პათოლოგიაა. ზოგიერთი პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციას, რითაც მწვავე ანთებითი პროცესების განვითარება იწყება. მწვავე გასტრიტი, შეიძლება, ასევე, ბაქტერია ჰელიკობაქტერპილორით იყოს გამოწვეული. მას სპირალის ფორმა აქვს და სწორედ ეს მიკრობი ასრულებს მნიშვნელოვან როლს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ჩამოყალიბებაში. 

კუჭში მიკრობი, ძირითადად, ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული. ის ბევრ ისეთ ნივთიერებას გამოიმუშავებს, რომელიც საუკეთესო პირობებს ქმნის გასტრიტის განვითარებისთვის. მიკრობით გამოწვეული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასევე, არსებობს ინფექციური გასტრიტი, რომელიც სხვა ბაქტერიებითა და ვირუსებითაა გამოწვეული, მაგალითად, მარტივი ჰერპესითა და ციტომეგალოვირუსით. 

ქრონიკული გასტრიტი ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობით ხასიათდება. პირველ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ, შემდეგ კი ჯირკვლოვან შრეში ლოკალიზდება. დაავადების განვითარებისას მიმდინარეობს ჯირკვლების რღვევა, გალევა და გადაგვარება. ამ დროს ლორწოვანი მნიშვნელოვნად თხელდება. 

განვითარების მიხედვით, არსებობს ორი ტიპის ქრონიკული გასტრიტი, კერძოდ –  A და B  ტიპის. 

A ტიპის ქრონიკული გასტრიტი შედარებით ნაკლებად გავრცელებული დაავადებაა. ის ხშირად სისხლნაკლებობის, ანუ ანემიის დროს გვხვდება, როცა ადამიანის ორგანიზმში არ არის B12 ვიტამინის საკმარისი რაოდენობა. 

B ტიპის ქრონიკული გასტრიტის შემთხვევები უფრო ხშირია – ის წლების მატებასთან ერთად ხშირდება. მის განვითარებაში კი წამყვანი როლი აკისრია ჰელიკობაქტერპილორს. ამ ბაქტერიის წინააღმდეგ ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ლორწოვანი გარსი განახლებას იწყებს, ხოლო კუჭის განმეორებითი ინფიცირების შედეგად, პროცესი კვლავ გრძელდება. B ტიპის ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის წვენის გამოყოფა დაქვეითებულია. 

A ტიპის დროს ინიშნება ვიტამინ B12-ის პრეპარატები. ბაქტერიის აღმოჩენის შემთხვევაში კი ანტიბიოტიკებით ხდება კურსის ჩატარება. 

ატროფიული, ანუ განლევითი პროცესებით მიმდინარე გასტრიტის დროს ძალიან მაღალია სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი. ამიტომ, თავი რომ დაიზღვიოთ და პროცესი არ გაართულოთ, საჭიროა, დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს და დაიწყოთ მკურნალობა. 

 

საშიშია თუ არა მიომა და რა იწვევს მის განვითარებას

საშვილოსნოს მიომა ქალის სასქესო ორგანოების საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ქალის საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილს შიგნიდან ამოფენილი აქვს ლორწოვანი გარსი, ხოლო გარედან დაფარულია შემაერთებელი ქსოვილით, მიომა კი ამ ქსოვილში განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია. ის მკვრივი და კვანძიანია და გამოყოფილია გარშემო მყოფი ქსოვილებისგან. 

საშვილოსნოს მიომა შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის. მიომას კუნთოვანი კვანძი, საშვილოსნოს გარდა, სხვა ადგილებშიც ვითარდება, მაგალითად, საშვილოსნოს მილებში, იოგებში და ასე შემდეგ. 

განასხვავებენ მიომის სამ ფორმას: ინტერსტიციურს, როცა მიომა საშვილოსნოს კედლის სისქეშია მოთავსებული; სუბმუკოზურს, როცა კვანძი ლორწოვანი გარსის ქვეშ იზრდება და სუბსეროზულს, როცა მიომური წარმონაქმნი მიმართულია გარეთა შემაერთებელი ქსოვილისკენ. 

მსგავსი სიმსივნის განვითარების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსის დარღვევა. მიომური კვანძის განვითარებას, ზოგი ექიმის აზრით, იწვევს ქალის სასქესო ჰორმონი – ესტროგენი, კერძოდ, მისი ჭარბი გამომუშავება. 

ასევე, საშვილოსნოს მიომის განვითარებას ხელს უწყობს სასქესო ორგანოების ანთებითი ხასიათის დაზიანებები, ხშირი აბორტები და მემკვიდრეობითი ფაქტორი. 

როცა მიომის დროს იწყება ტკივილი, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სიმსივნური კვანძი დიდი ზომისაა, ის აწვება სხვა ორგანოებს და აფერხებს მათ მუშაობას, ან, თავად კვანძში დაირღვა სისხლის მიმოქცევა, განვითარდა ქსოვილების კვდომა და ასე შემდეგ. 

დიდი ზომის კვანძის საშარდე ბუშტზე ზეწოლისას შარდვა საგრძნობლად გაძნელებულია, სწორ ნაწლავზე ზეწოლა კი იწვევს შეკრულობას. 

მიომა ხშირად არის უშვილობის მიზეზი, ფეხმძიმობის დროს კი სიმსივნური წარმონაქმნი ხელს უშლის ნაყოფის სწორ განვითარებას და ხშირად მუცლის მოშლის მიზეზი ხდება. 

მიომის მკურნალობა მიმდინარეობს ჰორმონული პრეპარატებით ან მას საერთოდ ამოკვეთენ. მკურნალობა ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ზომისაა მიომა, სად მდებარეობს ის, რა ასაკის არის ქალი და ასე შემდეგ. ხშირად კი, მცირე ზომის სიმსივნის არსებობისას, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, კვანძი ძალიან მალე, თავისთავად ქრება და არც კვალს ტოვებს. 

 

დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამეთ მწვანე სალათის გემრიელი და სასარგებლო ფოთლები 

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის კვების რაციონში გარკვეული რაოდენობით მწვანე სალათის შეტანაც სჭირდება. ის მდიდარია ვიტამინებით. 

მწვანე სალათის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით  K ვიტამინს, კალციუმს, უჯრედისებს. მისი სამკურნალო ეფექტი დაფუძნებულია უჯრედისის იმ თვისებაზე, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და ხელს უწყობს ნაღვლის ევაკუაციას. 

სალათის ფოთლები კარგია ჭარბი წონის მოსაშორებლად, რადგან ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, მაგრამ, მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს. ის ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც  თერმული დამუშავების დროს კარგავს დადებით თვისებებს, ხოლო თუ სალათას უმად მიირთმევთ, მაშინ ამ ვიტამინს კარგად შეითვისებს ორგანიზმი. ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს ცილების ცვლას, საჭიროა ერითროციტების ფორმირებისთვის და შაქრის ასათვისებლად. 

განსაკუთრებით კარგია სალათის ფოთლების ჭამა ორსულობის დროს. ამ დროს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ, შესაძლოა, ნაყოფში გამოიწვიოს სიმახინჯეების განვითარება, ფსიქიკური მოშლა. ეს მჟავა, ასევე, უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს ანემიის პროფილაქტიკას. როცა ადამიანის ორგანიზმი განიცდის ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას, ამ დროს ორგანიზმში ნაკლებია სხვადასხვა დაავადებასთან მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობაც. 

კუჭ-ნაწლავის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ძალიან სასარგებლოა ფოლიუმის მჟავისა და ბეტაკაროტინის მიღება, მათი მარაგი კი სწორედ მწვანე სალათის ფოთლებშია. ის, ასევე, შეიცავს ორგანიზმისთვის არანაკლებ საჭირო მჟავებს, რომლებიც იცავს საშარდე სისტემას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან. 

скачать dle 11.3