კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი მოთხოვნის უფლება არ აქვს სასულიერო პირს მრევლისგან და როდის მიდიან მათ გამო ქრისტიანები ეკლესიიდან

სამწუხაროდ, დღეს ადამიანების დიდი ნაწილი განსაკუთრებული ცბიერებით გამოირჩევა, რაც მათ თითქმის ყველა ქცევასა და საქმეში ვლინდება, ოღონდ ისე, რომ ყველას ამის შემჩნევა არ შეუძლია. როგორია ამ საკითხისადმი წმიდა მამების დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– ნათქვამია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. შეიძლება ითქვას, რომ ცბიერებას ტყუილზე ოდნავ გრძელი ფეხები აქვს, ანუ, ადამიანი ადვილად ხვდება ტყუილს, მაგრამ, შეიძლება, მთელი ცხოვრება ცბიერებაში გაატაროს და ამას ვერც მიხვდეს. იყოს ეკლესიაში, შეიძლება დიდი ხნის მრევლი იყოს, ან – მღვდელი, მღვდელმთავარი, მაგრამ, მისი ცხოვრება სხვა არაფერი იყოს, თუ არა ცბიერება. ამის შესახებ მოსე წინასწარმეტყველი ჯერ კიდევ შესაქმეში გვაუწყებს – ასე იწყება მესამე თავი: ცხოველებს შორის ყველაზე ცბიერი იყო გველი, ანუ, ეშმაკმა მიიღო გველის სახე და ასე აცდუნა ჯერ ევა და შემდეგ ადამი. თუ ადამიანი ვერ გაიგებს, სად დაეცა, სად შესცოდა, მაშინ, აზრი არ აქვს არაფერს, მარხვის შენახვა ძალიან ადვილი და მარტივია. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ფარისევლურ სახეს იღებს. 

– როდის იღებს ფარისევლურ სახეს ადამიანის ნებისმიერი ქმედება, ეკლესიაში სიარული, წესების დაცვა?

– ბევრი იმდენად არის დღეს ცბიერებაში, ისე ცბიერად მოღვაწეობს სულიერებაში, რომ ვერც ხვდება, რომ მისი მარხვა და ეკლესიაში სიარული ორგულთა მარხვაა და არა ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ასეთი აზრიც არსებობს: მართლმადიდებელი ქრისტიანი კარგია, კათოლიკე – ცბიერი; ხელისუფლება – ცბიერია, ოპოზიცია – კარგი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა კარგია, მაგრამ, შენ შეიძლება იყო ცუდი მართლმადიდებელი, ვიღაც კი გულწრფელი კათოლიკე იყოს და მართლმადიდებლობაში მოვიდეს. ხომ გახსოვთ, როგორ შეაცდინა გველმა ევა – ნახევარ სიმართლეს ეუბნება ეშმაკი ადამიანს: „მართლა ყველა ნაყოფის ჭამა აგიკრძალათ?” – ცბიერება შეიტანა ადამიანთა აზროვნებაში და, უნდა, რომ ღმერთი დაუნდობელ არსებად წარმოუდგინოს. როგორც დღეს ჰგონიათ, ეკლესიაში რომ მივა, მღვდელი დასჯის მას, მკაცრია, საშინელია. გველმაც ევას სწორედ ასეთად წარმოუდგინა ღმერთი. დღესაც ხშირად კითხულობენ: ეკლესიაში რომ მოვიდეს, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, აბა, რა შეიძლება? მოსეს ღმერთმა 10 მცნება მისცა, ხოლო ამის იქით, მეორე სჯულში კი – 613 მცნება, სადაც მეტია დაშვება, ვიდრე აკრძალვა. ჩვენ კი ყველაფერი უკუღმა გვესმის და გვგონია, რომ ეკლესიაში ყველაფერი იკრძალება. თეოფანე დაყუდებულმა მარტივად და შესანიშნავად გადმოსცა: ეშმაკი ეუბნება ღმერთს – შენ შექმენი ადამიანი შენს ღვთაებად და ხატად, მას მიეცი ყველაფერი, მაგრამ ის შენ არ გემსახურება; მე კი მას არაფერს ვაძლევ, მაგრამ, ისეთ ზემოქმედებას ვახდენ მასზე, რომ ის მე დაუღალავად მემსახურებაო. ღმერთი ყველაფერს გვაძლევს: ღვთაებრივი სული მოგვცა, მადლით უკვდავება, სიყვარული, ოჯახი, ქვეყანა და, ამ დროს, მას არ ვემსახურებით. ეშმაკი კი არაფერს გვაძლევს, რადგან, არაფერი გააჩნია, ის სხვა არსებებით არსებობს და მას დაუღალავად ემსახურება თითქმის მთელი მსოფლიო. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ვამხილოთ ჯერ საკუთარ თავში და შემდეგ საზოგადოებაში. ჯერ დავიწყოთ სასულიერო პირებით, სულიერი მხილებით და შემდეგ – საერო მხილებით. 

– რა არის ცბიერების საფეხურები ან ნიშნები?

– ამის შესახებ კარგად წერს იოანე კლემაქსი თავისი წიგნის 24-ე თავის 22-ე მუხლში:  სიწრფელისგან განშორება, ცდომილი გონება, ცრუ ფიცი, ტყუილი, შეთხზული სიტყვა, ხრიკებისა და გულღრძოობის უფსკრული, მზაკვრობის შესწავლა, ტყუილში დახელოვნება, განსჯისა და მორჩილების მტერი, დაცემის მომტანი, სიმდაბლის მოწინააღმდეგე, ჩვევად ქცეული ამპარტავნება, აღსარების მტერი, თავნებობის მოყვარული, მხილების დროს ღიმილი, სულელური მწუხარება, მოჩვენებითი კრძალვა და ეშმაკური ცხოვრება. 

1. სიწრფელისგან განშორება – თითქმის ყველა დიდი მამა არის წრფელი და გულახდილად ესაუბრება თავის შვილებს. ადამიანი, რომელიც ცბიერია, ატყუებს საკუთარ თავს და ღმერთს, თუმცა ამით მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს. აღასარებაშიც ყვებიან ხოლმე ადამიანები, რომ გარშემო ყველა ცუდია, ყველა რაღაცას აშავებს, მხოლოდ ის არის მართალი. წრფელი აღსარება თქვით. თუ ჩვენ, სასულიერო პირები, არ ვიქნებით გულწრფელები, თავს არ დავანებებთ ცბიერებას, მაშინ ადამიანებსაც ვერ მოვთხოვთ ამას. ერთმა ეპარქიის მღვდელმთავარმა შეკრიბა სასულიერო პირები, რათა ისინი დაემოძღვრა იოანე კრონშტადტელს. მან თქვა: მამებო, რა უნდა გასწავლოთ, მაგრამ, ერთი რამის სწავლება შემიძლია, რომელიც წმიდა მამებმა მასწავლეს: იყავით გულწრფელები, არ მოატყუოთ მრევლი, უთხარით სიმართლე, არ იყოთ, როგორც ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც ამხილა ქრისტემ – თქვენ ამარხულებთ სხვებს და თავად არ მარხულობთ, თქვენ უამრავ ტვირთს ჰკიდებთ ხალხს და თავად არაფერს იტვირთავთ. ასეთია დღეს ბევრი მოძღვარი, სხვებს ეუბნებიან: მკაცრად იმარხულეთ, დაიცავით მცნებები, იკითხეთ დაუჯდომლები და თვითონ არაფერს აკეთებენ. მრევლი ხვდება, რომ მისი მოძღვარი ცრუ და მატყუარაა, ბრკოლდება და მიდის ეკლესიიდან, რაც ძალიან სავალალოა. ბევრი მოძღვრის ქადაგება აგებულია მთავრობისთვის საკმევლის კმევასა და ქება-დიდებაზე, რაც არ შეიძლება და ძალიან ცუდია; ასევე, ბევრი მოძღვარი ნაკლებად განათლებული და ნაკითხია, 24 საათი აგინებს ხელისუფლებას, სატანისტებს ეძახიან და მათი მრევლი დაძაბული და შეშინებულია, ფიქრობენ, ეშმაკების ხელში ვართო. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მეტი ცბიერები და მზაკვრები ჯერ ეკლესიაში არიან, მერე – მთავრობასა და ოპოზიციაში, ანუ, მზაკვარი ადამიანები ყველგან არიან. ძალიან ბევრი ანაფორაში შემოსილი ცბიერი ადამიანი გვყავს და ეს არც არის გასაკვირი. ამიტომ, ადამიანმა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას, რომ მერე იმედგაცრუებული არ დარჩეს. 

2. ხრიკებისა და გულღრძობიის უფსკრული: ადამიანი რომელიც ცბიერია, 24 საათის განმავლობაში ფიქრობს, როგორ იმრუშოს, როგორ იქურდოს, როგორ შეაცდინოს, როგორ მოიპაროს, რა დააშავოს. ადამიანის რელიგური აზრონების ორგანო არის გული და, თუ გული არ არის განწმენდილი, იქ მრავალი ცბიერება და გულღრძოობა იკავებს ადგილს. ამიტომ, კარგად გადაავლეთ თვალი თქვენს გულს, რამე ბოროტება, გულღრძოობა ხომ არ არის მასში. 

3. ჩვევად ქცეული ამპარტავნება: ეს ნიშნავს იმას, რომ, უკვე ჩვევაში გადაგვეზარდა ჩვენი ამპარტავნება, საკუთარი თავი ყველაზე აღმატებული გვგონია: ქართველები ყველაზე კარგები, ლამაზები, კარგი მართლმადიდებლები ვართ – ეს  ჩვევა აუცილებლად დაგვღუპავს. 

4. მხილების დროს ღიმილი: როცა ადამიანს ამხილებ და ის ამ დროს იღიმის; კი არ ბრაზდება, იღიმის, რადგან, ცბიერი ღიმილით მიყურებს, გულში კი, შეიძლება, გვაგინებენ კიდეც ან დაგვცინიან. 

5. მოჩვენებითი მოკრძალება: შეიძლება, ჩვენი მოკრძალება და სიმდაბლე მოჩვენებითი იყოს. არ მოგწონს შენი მოძღვარი? – წადი სხვასთან, მაგრამ, თუ მან შენი ცბიერება ამხილა, მაშინ, ნება იბოძე, დაფიქრდი საკუთრ თავზე და გამოსწორდი, რადგან, ბოლოს მაინც მოგიწევს სიმართლის აღიარება. ამიტომ, თავიდანვე მოვიშოროთ მოჩვენებითი კრძალვა. ერის ხალხი მერე ჩვენ გვეკითხება: მიდი, მამაო, შენი მრევლი გამოასწორე და მერე მამხილე მე, მერე მასწავლე. მორწმუნე ადამიანების გამო ბევრია დაბრკოლებული. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ეკლესიაში მიხვალთ და მოინანიებთ, რადგან, შეიძლება, გაცივდეთ ეკლესიის მიმართ, შეგრცხვეთ მოძღვართან მისვლისა და აღსარების თქმის. ეშმაკი ხომ გვეუბნება: „როგორ უნდა მიხვიდე მოძღვართან, ის ხომ მკაცრია, დაგსჯის”... ან: „ეს ცოდვა უთხარი, ყველაფერს ნუ ეტყვი.” გულწრფელები იყავით მოძღვართან, ბოლომდე აღიარეთ თქვენი ცოდვები და მოიშორეთ მოჩვენებითი კრძალვა. 

 

скачать dle 11.3