კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტიანული სასწაულები

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი ათონზე

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონზე, ილია წინასწარმეტყველის სახელობის სავანეშია დაბრძანებული, არის ამავე დასახელების ხატის ზუსტი ასლი. ის სავანეს მისმა კეთილის მყოფელმა ვიუშინმა შესწირა. ხატი სავანის მთავარი მონასტრის საკურთხეველშია დაბრძანებული. ხატის სასწაულმოქმედების შესახებ არსებობს სავანის საძმოს ჩანაწერი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ 1877 წლის 17 თებერვალს, დღის სამ საათზე, ჩანაწერზე ხელმომწერმა შვიდივე ძმამ იხილა, თუ როგორ აცრემლდა სავანის მთავარი მონასტრის საკურთხეველში დასვენებული ხატი. ცრემლი ღვთისმშობლის ხატებას ჯერ მარჯვენა თვალიდან წამოუვიდა, შემდეგ მარცხენა თვალიდან. ამ სასწაულის მხილველმა ბერებმა ხატს ცრემლები მოწმინდეს და ყოველი მხრიდან გულდასმით შეამოწმეს. ხატი აბსოლუტურად მშრალი იყო. ძმებმა ხატი კვლავ თავის ადგილას მოათავსეს, ტაძრიდან გავიდნენ და კარი ჩაკეტეს, რათა შიგ ვერავინ შესულიყო. სამი საათის შემდეგ, შვიდის ნახევარზე, მწუხრის ლოცვისას, ბერები მონასტერში კვლავ შევიდნენ და ხატზე ცრემლების კვალი კვლავ იხილეს. მარჯვენა თვალიდან წამოსული ცრემლები ღვთისმშობლის მკერდთან გაჩერებულიყო, ხოლო მარცხენა თვალიდან მომდინარე – მაცხოვრის ხელთან, რომელიც მთლად დაესველებინა. იმავე დროს ღვთისმშობელს მარცხენა თვალში კვლავ ცრემლი ჰქონდა ჩამდგარი, რომელიც მცირე ხნის შემდეგ ჩამოცურდა და ხატზე გაჩერდა. სავანის ბერებმა ცრემლმდინარი ხატი კვლავ გაამშრალეს, რის შემდეგაც ტიხვინის ღვთისმშობლის ხატიდან ცრემლის დენა აღარ განახლებულა. ამ დღიდან სავანის ძმებმა ხატის ყოველწლიურ დღესასწაულად 17 თებერვალი (ძველი სტილით) დააწესეს და სასწაულთმოქმედ ხატს ყოველი განსაცდელის ჟამს სასოებით მიმართავდნენ.

ღირსი ისააკ ასური

ღირსი ისააკ ასური ცხოვრობდა მეექვსე საუკუნის შუა წლებში.

ღირსი ისააკი წინასწარხედვის მადლით იყო დაჯილდოებული. ამის შესახებ წერს წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი თხზულებაში „იტალიელ მამათა ცხოვრებანი და სასწაულნი“.

ერთხელ წმიდანმა ბერებს უთხრა, ბოსტანში დაეტოვათ ბარები, დილისთვის კი საჭმელი მოემზადებინათ მუშებისთვის. აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს ქურდები აპირებდნენ მონასტრის გაძარცვას. ღვთის ნებით, მათ ბოროტი გადაწყვეტილება შეცვალეს, აიღეს ბარები და გულმოდგინედ დაიწყეს მუშაობა. დილით ბერები რომ მივიდნენ, მთელი ბოსტანი დაბარული დახვდათ. ღირსმა ისააკმა მუშებს საუზმე შესთავაზა და ურჩია, ქურდობისთვის თავი დაენებებინათ.

მეორეჯერ ღირს მამასთან ძონძებში გახვეული მოგზაურები მივიდნენ და ტანსაცმელი სთხოვეს. წმიდა ისააკმა მათ სთხოვა, დალოდებოდნენ, თვითონ კი ერთი ბერი გაგზავნა ტყეში, სადაც მოგზაურებს თავიანთი ძვირფასი ტანსაცმელი ჰქონდათ გადამალული. წმიდანმა მოწყალების მთხოვნელებს მათივე ტანსაცმელი მისცა. შერცხვენილმა გამომძალველებმა პატიება სთხოვეს წმიდა ისააკს.

ერთხელ ერთმა კაცმა ღირს ისააკს მსახურის ხელით ორი კალათა საჭმელი გაუგზავნა. მსახურმა ერთი კალათა გადამალა. წმიდანმა მოტანილი კალათა აიღო და მომტანს ჩუმად უთხრა: „საჩუქრისთვის მადლობელი ვარ, შენ კი გადამალულ კალათას ნუ გაეკარები, მასში გველი ჩაძვრა და თუ ხელს მოჰკიდებ – დაგგესლავს“.

წმიდა ისააკ ასური 550 წელს გარდაიცვალა.

скачать dle 11.3