კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა მიზეზით შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს უკეთური აზრები, მისდა უნებურად, უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანების მიმართ?

პასუხი: თუ ასეთ აზრებს შეგნებულად არ ეთანხმებით, ამაში თქვენ არ ხართ დამნაშავე, ასეთ დროს ეშმაკი შთაგაგონებთ ბოროტ აზრებს, რათა ცოდვაში ჩაგაგდოთ და დაგაშოროთ უფალს. ეცადეთ, არავითარი ყურადღება არ მიაქციოთ ამგვარ აზრებს.

კითხვა: რა ევალება ავადმყოფს?

პასუხი: როგორც ღირსი თეოდორე სტუდიელი ამბობს: ნუ შექმნით ავადმყოფობას უსაქმურობის საბაბად. სნეულების დროს ადამიანს ფრიად არგებს საღვთო წიგნების წაკითხვა, ან მოსმენა, რათა არ აჰყვეს უქმ აზრებს

კითხვა: იხდიან თუ არა მორწმუნენი თავიანთ დაბადების დღეს გრანდიოზულად?

პასუხი: მართლმადიდებლური ჩვეულებით, მორწმუნენი თავიანთ დაბადების დღეს დიდი ზეიმით არ იხდიან. ეს ერთგვარად ამპარტავნებაშიც აგდებს ადამიანს. უმჯობესია, აღნიშნოთ თქვენი ზეციური მფარველის – მოსახელე წმინდანის მოხსენიების დღე.

კითხვა: არის თუ არა დამოკიდებული ოჯახის სიმშვიდე და კეთილდღეობა დიასახლისის მორწმუნეობაზე?

პასუხი: ათონელი ღირსი მამა პაისის თქმით: „განწმინდეთ თქვენი ცხოვრება, როდესაც დიასახლისი ლოცულობს სახლში სამუშაოს შესრულების დროს, ყოველივე განიწმინდება; არა მარტო თვით საკვები, არამედ ისინიც განიწმინდებიან, ვინც ამ საკვებს გეახლებიან.“

скачать dle 11.3