კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქართველი ჯენიფერ ლოპესი სალომე გოგიაშვილი და რა ტკივილი დაავიწყა მას დაუგეგმავმა მეოთხე ორსულობამ

სალომე გოგიაშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – ის, მეოთხე შვილს ელოდება. თუმცა, როცა გაიგო ორსულობის ამბავი, ცოტა არ იყოს გაურკვეველი რეაქცია ჰქონდა. თავად დედისერთაა და ამიტომ, ყოველთვის უნდოდა ბევრი შვილის ყოლა. დღეს კი უბედნიერესი ადამიანია, ჰყავს თბილი და მოსიყვარულე ოჯახი, მის სახლში შვილების ჟრიამული ისმის და ქმარიც, ვახო ნიკოლეიშვილიც, ანებივრებს. თუ როგორ უვლიან ოჯახის წევრები ორსულ სალომეს, რატომ ირუჯავს კანს ყოველკვირა და როგორ იწინასწარმეტყველა მრავალშვილიანი დედობა ბავშვობაში, ამაზე თავად მოგიყვებათ.

 

სალომე გოგიაშვილი: 20 წლის ასაკში გავხდი პირველად დედა და სიმართლე გითხრათ, ვერ აღვიქვი რა მოხდა ჩემს თავს. დედობრივი ინსტინქტი იმწუთას ვერ შევიგრძენი, თან რთული მშობიარობა მქონდა. მაგრამ, ორი კვირა რომ გავიდა, სტრესმა გაიარა და გადავირიე – ვაკვირდებოდი ბავშვს და ვაცნობიერებდი ნელ-ნელა, რომ ეს პაატრა ჩემი შვილი იყო. მახსოვს, ერთი თვე სახლიდან არ გავსულვარ, სულ ბავშვთან ვიჯექი და ვუვლიდი. ძიძა არ მყოლია, მაშკა მარტომ გავზარდე. მეორე შვილი – დავითი ანუ ციბუკა, როგორც მას ვეძახით, 25 წლის ასაკში გავაჩინე, როცა უკვე გათვითცნობიერებული მქონდა დედობა. არადა, მაშკაზე ძალიან თუ ვინმე შემიყვარდებოდა, არ მეგონა. ვერ ვხვდებოდი, დედებს როგორ უყვართ სხვა შვილები-მეთქი. აი, ციბუკა რომ გაჩნდა, ამას მივხვდი. სიყვარული გადავანაწილე და მათზე გადავერთე. მერე, ირაკლი გაჩნდა და სულ შემარყია (იცინის). მივხვდი, რომ ასაკთან ერთად ემოციებიც გემატება. 32 წლის ასაკში გავაჩინე მესამე შვილი, ანუ გააზრებულ და ყველაზე კარგ ასაკში, როცა იცი, რა გინდა ცხოვრებაში. ეს ასაკი ყველაზე „გემრიელია” და ახლა „უგემრიელეს” ასაკში გადასული, მეოთხე შვილს ველოდები. ირაკლი 1 წლისაა და მეოთხე შვილზე ორსულობამ ცოტა დამაბნია.  ასე რომ, ვურჩევ გოგონებს, გათხოვდნენ „გემრიელ” ასაკში, როცა გააზრებული გაქვთ ცხოვრება და „უგემრიელეს” ასაკში გააჩინონ შვილები. დამიჯერეთ, დღეს, ყველაფერს მოვიკლებ, ოღონდ შვილები მყავდნენ კარგად, და მომიკლია კიდეც. მინდა, ისეთ სიყვარულში და სითბოში გაიზარდონ, როგორშიც მე ვიზრდებოდი.

– ახლა რამდენი თვის ორსული ხარ და როდის ელოდები პატარას?

– სამი თვის და წინ ცხელი ზაფხული მელის. აგვისტოში ველოდები შვილს. გასული წელი საკმაოდ ტრაგიკული იყო ჩემთვის. საყვარელი ბებია დავკარგე და ამ წელს კიდევ ერთ შვილზე დაორსულებამ, სულ გადაფარა ეს ტკივილი. ჯერ სქესი არ ვიცი, თუმცა, მინდა გოგო იყოს. ეს ბავშვი ღმერთის და ბებიაჩემის საჩუქარია. ძალიან მინდა, გოგო გაჩნდეს და დედაჩემის სახელი, თიკო დავარქვა. მაგრამ, თუ ბიჭი იქნება, ქართულ, ისეთ სახელს დავარქმევ, რომელიც ბევრს არ ჰქვია. ისეთი ცუდი ფეხმძიმობა მქონდა ირაკლიზე, არ მეგონა, ამას თუ კიდევ გადავიტანდი. საშინელი ტოქსიკოზი მქონდა და გადასხმები დამჭირდა, მაგრამ, ოღონდ ბავშვი ჯანმრთელი იყოს და ამასაც გავუძლებ. ოღონდ ჩემს შვილს არაფერი გაუჭირდეს და ეტკინოს, მზად ვარ ხელი, ფეხი, თავი მოვიჭრა. თან, ორსულობის პერიოდში სულ მწარეს ჭამა მინდება, მაგრამ მაინც ტკბილი ბავშვები გამომდის (იცინის).

– დამხმარე გყავს, თუ მარტო ზრდი ბავშვებს?

– კი, ძიძა მყავს და მის გარეშე გამიჭირდება ბავშვების მოვლა. მაშკა და ციბუკაც იცით, როგორ მეხმარებიან? 12 წლის წინ, მაშკა რომ გავაჩინე, ვინმეს რომ ეთქვა, მრავალშვილიანი დედა იქნებიო, გამეცინებოდა. ჩანაწერი აქვს დედას შენახული – პატარა ვარ და მეკითხება: სალომე, რომ გაიზრდები ვინ უნდა გამოხვიდეო  და მე ვპასუხობ: მოცეკვავე, მომღერალი და ხუთი შვილი უნდა გავაჩინო-მეთქი. ამ ჩანაწერს რომ ვუყურებ, მეცინება. მგონი, ბავშვობაში ნაწინასწარმეტყველებს ვასრულებ. ხუთი შვილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ყოველი შვილის გაჩენის მერე ვამბობ, მეტს აღარ გავაჩენ-მეთქი (იცინის). მეოთხე შვილი მართლა დაუგეგმავი იყო. რომ გავიგე, გავვოცდი. პირველად დავურეკე ვახოს და ვუთხარი: დაჯექი, რაღაც უნდა გითხრა, შვილს ველოდები-მეთქი. სიხარულით გადაირია. თქვენ მაშკა და ციბუკა უნდა ნახოთ, როგორ ელოდებიან კიდევ ერთ პატარას. მე ყოველთვის მინდოდა, დედმამიშვილი მყოლოდა. ის სულ სხვა სიტკბო, სიახლოვე და სითბოა. მიხარია, რომ ჩემს შვილებს ერთმანეთი ჰყავთ. დედმამიშვილი ჩემი აუხდენელი ოცნება იყო და სულ ვამბობდი, ჩემს შვილს მარტოობა არ ემუქრება, აუცილებლად გავუჩენ დას ან ძმას-მეთქი. პირობას გადაჭარბებულად ვასრულებ (იცინის). მინდა, ყველა ოჯახში ბევრი შვილი იყოს. ვახო, ამ ბავშვს ნამდვილად იმსახურებს, რადგან ფანტასტიკური მამა და ქმარია. 

– თქვი, დაუგეგმავი იყო მეოთხე შვილიო. ეს რას ნიშნავს?

– მე და ვახოს დაგეგმილი გვქონდა ევროპაში წასვლა და „გემრიელად” დასვენება. სულ არ გვიფიქრია, კიდევ ერთ შვილზე. ცდუნებასავით მოხდა ეს ყველაფერი. თან, ნათქვამი მაქვს, არასდროს აბორტს არ გავიკეთებ-მეთქი და ამ აზრს, არ გადავალ. ექიმმა კი მითხრა, არ არის პრობლემა, შეგიძლია, ევროპაში იმოგზაურო ორსულმაო, მაგრამ ვახო წინააღმდეგია. მეუბნება, ჯერ გააჩინე ეს ბავშვი და მერე წავიდეთ, ყველაფერი წინ გვაქვსო. მეც ასე გადავწყვიტე. მაშკას რომ ვუთხარი, ჯერ გაშტერდა და მერე მითხრა, არ გამკვირვებია, ყოველ წელს ორსულად ხარო (იცინის). ციბუკა კი სიხარულით გადაირია, კიდევ ერთი ძმა მეყოლებაო. ვხუმრობ ხოლმე, თუ ასე გავაგრძელე ბიჭების გაჩენა, ალბათ, რამდენიმე წელში, ფეხბურთის გუნდი მეყოლება სახლში-მეთქი (იცინის). მიყვარს სახლში ბევრი ბავშვი რომ არის და მათი სიცილის ხმა ისმის. რომ გავიგე კიდევ ორსულად ვიყავი, ემოცია შემომაწვა და გავსკდი ტირილით. გაურკვევლობაში ვიყავი, ვერ გავიგე, უნდა გამხარებოდა თუ მწყენოდა. 

– სამი შვილის დედა და მეოთხეზე ორსული, სულ ფორმაში ხარ, როგორ  ახერხებ ამას?

– შეძლებისდაგვარად, ვუვლი თავს, აქტიური ცხოვრება მიყვარს, სულ მოძრაობაში ვარ. თან, სხეულის ბუნებრივი დაფერვა მიყვარს და სულ რუჯი მაქვს. წარმოიდგინეთ, ორსულობის პერიოდშიც კი, სულ გარუჯული დავდივარ.  ამერიკული „ნორველის” კომპანიის სახე გავხდი, სადაც ავტორუჯს ვიკეთებ. ქიმიას არ შეიცავს და ამიტომ ორსულობის პერიოდშიც ყოველ კვირას ვირუჯები. სხვათა შორის, ამერიკაში მისი სახეა ჯენიფერ ლოპესი, საქართველოში კი – მე. მეგობრები მეხუმრებიან, შენ ქართველი ჯენიფერ ლოპესი ხარო (იცინის). 

 

скачать dle 11.3