კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მესეკვესტრეები

„დუმა“ – უცხოური ენების წინააღმდეგ

 

რაც საბჭოეთი არსებობდა, ისიც კი ვერ მოხერხდა, რომ, მაგალითად, მოკავშირე რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსი ეროვნების მოქალაქეებს ადგილობრივი სახელმწიფო ენები შეესწავლათ. თუმცა, როგორც ჩანს, აწ სხვა გზით არჩიეს წასვლა და თითქოს უახლოეს მომავალში რუსული სასკოლო პროგრამა შეიცვლება, რადგან „დუმელები“ ვერ ხედავენ უცხოური ენების – ინგლისურის, ფრანგულისა და გერმანულის – შესწავლის აუცილებლობას.

სახელდობრ, „ედიანაია როსიას“ წევრმა გასულ კვირას სინანულითა და აღშფოთებით განაცხადა, რომ რუსულ ენას უფრო ცოტა დრო ეთმობა, ვიდრე უცხოურებსო.

არც ექსპერტებმა დაახანეს და უცხოური ენების მესეკვესტრეებს თავიანთი ვერსია შესთავაზეს: ნაცვლად ევროპული ენებისა, შემოვიდეს საგანი – „ევრაზიული ენები“ და რუსეთის სკოლებში სავალდებულო იყოს ევრაზიის კავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ენების შესწავლა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისურს ყახაზური ჩაანაცვლებს, გერმანულს – სომხური, ფრანგულს – ბელორუსული. ყირგიზული ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა, ვინაიდან, პრიორიტეტი ყაზახურს მიენიჭა, სხვათა შორის, არც თუ უპატიებელი მიზეზით – რაკი ნურსულთან ნაზარბაევია ევრაზიული კავშირის იდეის ავტორი.

ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდება რეალურად ან რა რეაქცია ექნებათ თავად მოსწავლეებს, თუმცა, თუ მათ მშობლებს უფასო არაყს დაურიგებენ, არ არის გამორიცხული,  უცხოპლანეტელთა ენის შესწავლაც კი აიძულონ თავიანთ შვილებს. – 

скачать dle 11.3