კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წაპოტინებული

არაყი არის ჩემი გამხარებელი

 

მიუხედავად იმისა, რომ ყირიმდაბრუნებულ რფ-ში, რომელიც აქეთ – ჩვენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეა წაპოტინებული, იქით კი – აღმოსავლეთ უკრაინაზე, პროდუქციაზე ფასები რიგ შემთხვევებში 800 პროცენტითაც კი გაძვირდა, პირველი თებერვლიდან შემცირდა ბოთლი არაყის საცალო ქსელში გაყიდვის ფასი და ის ამჟამად 185 რუბლი ღირს, ნაცვლად ადრინდელი 220-ისა. – 

საინტერესოა, რომ 2009 წლიდან დღემდე რუსეთში არყის ფასი პირველად გაიაფებულა, მაშინ, როდესაც 2014 წლის განმავლობაში ორჯერ გაძვირდა. 

ამის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ, სახელდობრ, ვოლგოგრადელმა  სტალინგრადის დამცველმა ვეტერანებმა ადგილობრივი გუბერნატორისგან სასაჩუქრე ნაკრები მიიღეს, რომელშიც, არც მეტი, არც ნაკლები, შედიოდა – იოდი, იაფფასიანი ალკოჰოლი, ძეხვი „დოქტორსკი“, ყველი „სულგუნი“ (აი, ის კი არ ვიცი, ეს ჩვენი სულგუნი როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში) და სხვა წვრილმანი რამე-რუმეები, კერძოდ: ბინტი, საპნის ნაჭერი და ამდაგვარობები.

ასეთი მოულოდნელი საჩუქარი მიიღო 72 წლის ვოლგოგრადელმა ქალბატონმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ადგილობრივ ჰოსპიტალში მუშაობდა, თურმე, მედდად, მას შემდეგ, რაც მას სიუჟეტი მიუძღვნა ადგილობრივმა ტელევიზიამ.

საჩუქრის შემადგენლობამ არა მხოლოდ ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები აღაშფოთა, არამედ, ომის არამონაწილე ვოლგოგრადელებიც. ასეა თუ ისე, უკვე ცნობილია, რამდენად უღირს რიგითი დამცველები რფ-ს (ზუსტად ამდენივეა მათთვის ჩვენი სეპარატისტების ღირებულებაც).

მეორე მხრივ, რაკი არყის როლი შეუცვლელია რფ-ის მოქალაქეების მართვა-გულის მოგებაში, ხარკის სახით, რაც გაგვაჩნია, იმდენ არაყს რომ ვუფეშქაშებდეთ (სანამ მზის ქვეშ ვიარსებებთ), არ გაგვიცვლიან ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში?!  

скачать dle 11.3