კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩეულები – ფორმაში

ბურთის გორებას რა უნდა?!

 

მართალია, ჩვენმა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სულ ახლახან განაახლა პლენარული სხდომები, ვინაიდან აქამომდე დამსახურებულ არდადეგებზე იყვნენ და ერთად პირველი შეყრისთანავე გაგვიხანგრძლივეს სიცოცხლე (ერთმანეთს სულ ბუსუსებიანი პრეზერვატივის თავზე ჩამოცმით ემუქრებოდნენ), მაგრამ, გაირკვა, რომ მუშაობის მცირე ხნით შეწყვეტა მოუწევთ, ვინაიდან ქართველ პარლამენტართა დელეგაცია ოფიციალური მიწვევით თურქეთში გაემგზავრა, სადაც მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

კერძოდ, ერთმანეთს შეერკინებიან უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტების წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები. ჩვენს რჩეულთა გუნდი, დელეგაციის ხელმძღვანელის, შოთა ხაბარელის განმარტებით, 8 რჩეულით იქნება წარმოდგენილი, თუმცა დელეგაციაში სულ ცამეტნი იქნებიან („ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი“).

ქართულ რჩეულთა შორის მხოლოდ ორია ყოფილი ფეხბურთელი – დავით ლორთქიფანიძე და თემურ ჩხაიძე, დანარჩენები კი მოყვარულები არიან. რატომღაც, გუნდში არცერთი „ნაციონალი“ არ არის, მაგრამ, „ოცნება“ ამ საქმეში უბრალოა, რადგან, როგორც ბ-ნი ხაბარელი ამბობს, შეთავაზება გაუგზავნეს, მათ კი წიხლი უკრავთ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საპარლამენტო დელეგაცია მხოლოდ 13-კაციანია, გაუგებარია, რატომ არ ჩატარდა პარლამენტის სხდომა, იმის გათვალისწინებით, რომ დეპუტატთა გვარიანი ნაწილი საერთოდაც უმიზეზოდ არ ესწრება პლენარულ სხდომებს, თუმცა, შესაძლოა, ეს ის შემთხვევაც იყოს, როდესაც: „სიხარულიძე! – ავად გახდა, მასწავლებელო და, ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში.“ – 

ბუნებრივია, ჩვენ წინასწარ არ ვიცით, როგორი შედეგით დაგვიბრუნდებიან ჩრეულები, თუმცა, გვაიმედებენ, რომ არ შეგვარცხვენენ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ბოლო დროს კუნთებს ძალუმად ათამაშებენ, ჭიდაობაში მინი-ჩემპიონატის ჩატარების ინიციატივით რომ გამოვსულიყავით, ვფიქრობ, სრულიად მსოფლიოს პარლამენტარებს დავაყენებდით პარტერში?!

скачать dle 11.3