კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასაჰუმანურებლები

ანუ მაღალნი დამდაბლდნენ

 

ის ახლა საკმაოდ მხცოვანია, მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც საშუალოდ მხცოვანი იყო, მის ბიოგრაფიაში მრავლად იყვნენ ლამაზმანები, არაერთხელ გამხდარა სკანდალის ობიექტი, ანუ გახვეულა შარში. თუმცა იტალიური მართლმსაჯულების წინაშე სულ სხვა ბრალდების – ფინანსური მაქინაციების გამო წარდგა.

ამის გამო სასჯელიც შეეფარდა და გარკვეული დროით მაღალი თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა. კერძოდ, შეგახსენებთ, რომ Mediaset-ის ჯგუფთან დაკავშირებული მასშტაბური ფინანსური აღებ-მიცემობისთვის სილვიო ბერლუსკონის, თავდაპირველად, თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა, ოღონდ, მცირე ხანში ვადა ერთ წლამდე შეუმცირდა. მთლად მოგვიანებით კი, ასაკის გათვალისწინებით, პატიმრობა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის იძულებით შეეცვალა. – 

და სულ ახლახან, იტალიურმა მედია-საშუალებებმა შეგვატყობინეს, რომ მოსამართლე ბეატრიჩე კროსტიმ დააკმაყოფილა ბ-ნი ბერლუსკონის ადვოკატების თხოვნა და იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იძულებითი საზოგადოებრივი სამუშაოების ვადაც შეუმცირეს. სახელდობრ, ის 8 მარტს, სულ რაღაც ერთიოდ თვეში, დატოვებს პანსიონს, სადაც ის საზოგადოებრივად სასარგებლოდ შრომობს, კერძოდ, ალცჰეიმერით დაავადებულ მოხუცებს უვლის (ამ საქმიანობას მისი ცხოვრების თითოეული დღის 4 საათი მიაქვს).

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენც გვისხედან ყოფილი მაღალ-მაღალი ჩინოსნები სასჯელაღსრულების ადგილებში, ზოგიერთ დანარჩენზე კი თვით ინტერპოლის წითელი ცირკულარითაა გამოცხადებული ძებნა, მათი მხარდამჭერები კი კვლავ იმ ვერსიას თანაუგრძნობენ, რომ მხოლოდ მათ ხოცავდნენ და აწამებდნენ, ვინც ამის ღირსი იყო (რაც ისევე შორსაა ადამიანის უფლებების არათუ დასავლური, ადამიანური გაგებისგან, როგორც მზე – დედამიწისგან), ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, თუკი ასეთთა გაჰუმანურების მიზნით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომად უსამართლოდ დახოცილთა საფლავების მოვლა-დალაგებას დავაწესებდით.

 

скачать dle 11.3