კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოთავაზება მიიღო „ვოგისგან“ ჯანეტ ქერდიყოშვილმა და სად მოუნდა მას ქორწილის გადახდა

მშვენიერმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ზამთარი სწავლასა და გამოცდების ჩაბარებას დაუთმო. თუმცა, ახლა არდადეგები აქვს და დასვენებასა და თხილამურებზე სრიალს აპირებს. 

ჯანეტ ქერდიყოშვილი: ეს ზამთარი სწავლასა და გამოცდების ჩაბარებაში გავატარე. სამწუხაროდ, ზამთრის კურორტებზე ვერ წავედი, სამაგიეროდ, ვიყავი დუბაიში ანა კოვაჩის ქორწილში და ახალი წლის დღეები თბილ ქვეყანაში გავატარე. თუმცა, ზამთარი, ზამთრის კურორტები და თხილამურებით სრიალი ძალიან მიყვარს... ძალიან მინდა, სნოუბორდზე დავდგე. მალე მოსკოვსა და პეტერბურგში მივდივარ. იქაც არის კარგად გაკეთებული სათხილამურო გზები და ვაპირებ ვისრიალო, რადგან საქართველოში ამ სეზონზე ეს ვერ მოვახერხე. პატარა ვიყავი, პირველად რომ დავდექი თხილამურებზე. სკოლიდან შეკრებაზე წავედით მე და ჩემი ძმა. მერვე კლასში ვიყავი მაშინ. იქ, რა თქმა უნდა, გინდა თუ არა, დგები თხილამურებზე. თან, როცა შენს გვერდით სხვა ბავშვები დგანან, შენც გინდა, რომ ისწავლო. ავიყვანე ტრენერი და ძალიან მალე ავითვისე. არ გამოვდექი ცუდი მოსწავლე. საოცარი შეგრძნება გეუფლება თხილამურებზე სრიალისას, თითქოს სხვა სივრცეში ხვდები. განტვირთვისთვისაა კარგი. თან, ფიქრის საშუალებაც გაქვს. საქართველოში, სამწუხაროდ, არ ვიცავთ უსაფრთხოების წესებს – არ ვიხურავთ „შლემს,” არ ვიკეთებთ სამუხლეებს – ეს ძალიან ცუდია. უცხოეთში „შლემის” გარეშე ვერ ნახავ ადამიანს, რომელიც სრიალებს – ეს თუ ჩვენთანაც შემოვა კარგი იქნება. როცა პატარა ვიყავი, ასეთ რაღაცეებს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა, აუცილებლად ვისრიალებ უსაფრთხოების წესების დაცვით. ისე, თხილამურებზე მეტად სნოუბორდის ყურება მომწონს – ჩაცმულობაც, ბიჭსაც ძალიან უხდება და გოგონასაც. თუმცა, მგონია, რომ ბიჭს აქვს სნოუბორდში უპირატესობა, გოგონას კი – თხილამურებზე. ბიჭს, როგორიც უნდა იყოს, სნოუბორდზე დამდგარს რომ დავინახავ, მაშინვე „პლანკა“ აეწევა, ძალიან მომწონს.

– ძალიან გიყვარს აზარტი, ადრენალინი, ექსტრემი, მიუხედავად შენი ნაზი გარეგნობისა. 

– ნაზი ვარ, თუმცა ავტომობილსაც არ ვმართაც ნაზად, ქალურად. როგორც ავტომობილის მართვისას არ ვარ ნაზი, ასეა სხვა რაღაცეებშიც. გიჟი არ ვარ, ქაჯობები არ მახასიათებს, მაგრამ ექსტრემი მიყვარს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. პარაშუტით გადმოხტომის სურვილი არ მაქვს. ვფიქრობ, არასდროს გავაკეთებ ამას. ისევე, როგორც არ გადმოვხტები ხიდიდან. „მის საქართველოზე“ რომ უნდა გამოვსულიყავი, იმ წელს, მოულოდნელად, რუსეთში წავედი და ვეღარ მივიღე მონაწილეობა. თუმცა, ვთქვი: მომავალ წელს აუცილებლად გამოვალ-მეთქი და მთელი წლის განმავლობაში ამაზე ვფიქრობდი. მართლაც დავბრუნდი და მივიღე მონაწილეობა. მიზანთან დაკავშირებით აზარტული ვარ და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. 

– „მის უნივერსზე“ საბოლოოდ აღარ წახვედი?

– ახლაც იყო ამაზე საუბარი. მაგრამ, არ ვიცი, მე „დავატორმუზე“ თუ მოვლენებმა, საბოლოოდ, აღარ წავედი. თუმცა, გვაქვს შანსი, რომ მომავალ წელს მივაღწიოთ ჩვენსას. ქალბატონ იას უნდა, რომ წავიდე: უნდა წავიდეთ, უნდა მივაღწიოთო, მაგრამ მე არ ვიცი, მინდა თუ არა. თან, წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ. არაფერი მინდა დამთავრების გარდა, მერე კი, ვნახოთ. გეგმაში მაქვს, სწავლა ევროპაში გავაგრძელო, მანამდე კი, ამერიკას მოვინახულებ. დიდი ხანია, ამის სურვილი მაქვს. იქაც უბრალოდ არ წავალ. სასწავლო კურსებს ავიღებ – სკოლაში ვიცხოვრებ, თუნდაც, ბავშვებთან ერთად. შემდეგ მაგისტრატურაზე წავალ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. სწავლის გამო ტელევიზიაშიც პაუზა ავიღე. ფიზიკურად ვერ მოვასწრებ. თუ ისეთი შემოთავაზება იქნება, რომელიც ჩემს იქ ყოველდღიურ მისვლას არ მოითხოვს, მაშინ შეიძლება, დავფიქრდე. ყოველდღე შეუძლებელია, რადგან სემინარები, ლექციები და შუალედურები მაქვს. 

– მოსკოვთან დაკავშირებით გეგმები გაქვს თუ ისე მიდიხარ? 

– ჩემთან, ხომ იცი, როგორ არის?! გეგმა არ მაქვს და მერე უცებ იცვლება. რაღაცეები მაქვს მოსაგვარებლი და ამისთვის მივდივარ. თან, ჩემს ნათესავებსაც მოვინახულებ. ერთი ძალიან კარგი სიახლე მაქვს. აპრილში უკრაინული „ვოგის“ 4 ფურცელზე ჩემი ფოტოები იქნება დაბეჭდილი, რომლებიც თბილისის ხედების ფონზეა გადაღებული. ჟურნალში არის რუბრიკა, რომელშიც ცნობილი გოგონები მკითხველს საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ქალაქს აცნობენ. მე შემომთავაზეს, გამეკთებინა რეპორტაჟი თბილისზე. ავარჩიე ლამაზი ადგილები, მცხეთაშიც წავედით გადაღებაზე. „სამოსელმა პირველმა“ მათხოვა კაბა, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ – ამ კაბებს რომ ირგებ, ძველ სამყაროში გგონია თავი. ფოტოები უკრაინელმა ფოტოგრაფმა გადამიღო, რომელიც ძალიან საინტერესოდ იღებს. „ვოგიშიც“ ძალიან მოეწონათ მასალა. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ფოტოებთან ერთად იქნება ტექსტი, რომელიც მე და ჩემმა დაქალმა დავწერეთ – ფოტოების აღწერაც არის და პატარა ექსკურსია თბილისში. 

– ცოტა ხნის წინ, ანა კოვაჩის მეჯვარე იყავი. მისი ქორწილის შესახებ გვქონდა ინტერვიუ, თავისი ფოტოებით. თუმცა მინდა, ახლა შენი შთაბეჭდილებები გამიზიარო. ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქორწილი ჰქონდათ.

– პირველად ვიყავი მეჯვარე. არ ყოფილა მეჯვარეობა ადვილი. როგორც ნეფე-პატარძალი არ ისვენებს, ასე არ ისვენებენ მეჯვარეებიც. შენც ისევე იხარჯები. ძალიან ლამაზი ქორწილი იყო. ზოგადად, ტრადიციების მოყვარული ვარ – დიდი ქორწილების, თავისი თამადებით, სადღეგრძელოებით, ყანწებით. მათი ქორწილი უფრო პატარა იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი, თბილი, მყუდრო. შეიკრიბა ზუსტად ის ხალხი, ვისაც მართლა უყვარხარ, უხარია შენი ბედნიერება – ეს ძალიან მომეწონა. ევროპული ქორწილი იყო, ასეთზე არ ვყოფილვარ – ყველა სტუმარი ადიოდა სცენზე და ახლადაქორწინებულებს თბილ სიტყვას ეუბნებოდა. მეც ვთქვი ბოლოს ის, რასაც გულით ვგრძნობდი. ნეფე-პატარძალსაც ძალიან ლამაზი ვიდეო ჰქონდათ გაკეთებული, ისეთი, რომ ატირდებოდი. ცეკვაც ხომ არაჩვეულებრივი იყო. არ მეგონა, თუ ერთ დღეში მოამზადეს. ძალიან კარგი წყვილია, ავსებენ ერთმანეთს. ანაც ძალიან შეიცვალა: ჩამოყალიბებულია – ქალური, მეოჯახე, მიზანსწრაფული. სწავლობს და ყველაფერს კარგად ეწყობა.

– საქორწილო თაიგული შენ გერგო...

– წინა დღეს ანა მეუბნებოდა, შენ უნდა დაიჭიროო. ქორწილებში თაიგულის დასაჭერად არასდროს გამოვსულვარ. მაგრამ, ანამ – თუ შენ არ გამოხვალ, ვინ უნდა გამოვიდესო. სხვა რა გზა მქონდა, თაიგული ცოტა მარჯვნივ წავიდა და კიდევ კარგი, გრძელი ხელები მაქვს, დავიჭირე.

– შენც ხომ არ მოგინდა ასეთ გარემოში ქორწილის გადახდა?

– ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი, რომ ცოტა დავფიქრდი ამ თემაზე: იქნებ, ეს ჯობია, ვიდრე ის, რაც მე მინდა... შეიძლება, მართლა შეკრიბო საყვარელი ადამიანები და წახვიდე ასეთ ადგილას. მთავარია, სანაპირო იყოს. თაიგულიც დავიჭირე, მაგრამ პრინცი არ არის. პრინცი არ მინდა, კარგი ბიჭი იყოს.

– არ გამოჩენილა ვინმე?

– ისე არიან – მოდიან, მიდიან, მაგრამ სათაიგულე არავინაა. 

– ძალიან ლამაზი მწვანე კაბა გეცვა.

– „შერი ჰილის” კაბაა, „მის უნივერსის“ ერთ-ერთ საღამოზე უნდა ჩამეცვა, მაგრამ ქორწილში მომიწია ჩაცმა.

– სტუმრები, დიჯეი... ქორწილში სულ კომპლიმენტებით გავსებდნენ. 

– უმეტესობა დაოჯახებული იყო, რამდენიმე ბიჭი იყო უცოლო და იყო მათი მხრიდან მოწონებები. მაგრამ, ჩემთვის ყველაზე მეტად ის იყო სასიამოვნო, დაოჯახებული წყვილები ცოლებთან ერთად რომ მოდიოდნენ ჩემთან და კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ. 

 

скачать dle 11.3