დეკორი ბინისთვის
დეკორი ბინისთვის
ძალიან ლამაზი დეკორის დამზადება სულ ადვილად შეიძლება. დაგჭირდებათ ფერადი, თხელი მუყაო და ელასტიკური, შავი ქსოვილი. ორივე თანაბარი ზომის უნდა იყოს. გადაჭიმეთ მუყაოზე ქსოვილი კარგად და თავში და ბოლოში თხელი კუთხე – კარნიზი დაუმაგრეთ. ერთ მხარეს მიამაგრეთ საკიდი. შემდეგ აიღეთ ბასრი დანა ან ლანცეტი და ისე დაჭერით ქსოვილი, როგორც სურათებზეა ნაჩვენები. ძალიან ლამაზ და ორიგინალურ სურათ-დეკორს მიიღებთ. თავად ნახეთ სურათებზე.
მტვრის ნაცვლად დეკორატიული სამშვენისი
რამდენიმეჩასართველიანი დამაგრძელებელი არავის მოსწონს, მაგრამ ყველას სჭირდება. ის უშნოც არის და ადვილად მტვრიანდება. გამოსავალი არსებობს. კარგად დააკვირდით სურათებს. აიღეთ ჩვეულებრივი ფეხსაცმლის ყუთი. შეფუთეთ ლამაზად, ან მორთეთ თქვენი ინტერიერის შესაფერისი დეკორით. შემდეგ ისე მოიქეცით, როგორც სურათებზეა ნაჩვენები. ძალიან მოგეწონებათ.