ხორციანი კერძი „საოცარი“
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი კიტრი (საკმაოდ გრძელი), 1-2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 1-2 ცალი პომიდორი, სოიის სოუსი, წითელი, დაფქული ცხარე წიწაკა, დაფქული იმბირი, 4 კბილი ნიორი, ზეთი, 2 თავი ხახვი, 400 გრამი ძროხის ხორცი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით თხელ, მოზრდილ ნაჭრებად. წაუსვით ნივრიანი ზეთი და კარგად შებრაწეთ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. ტაფა ძალიან კარგად უნდა გააცხელოთ.
შემწვარ ხორცს მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, ცოტა მარილი, გაითვალისწინეთ, რომ სოიის სოუსი ძალიან მარილიანია. ხორცს ასევე მოაყარეთ ბულგარული წიწაკა, ყველაფერი კარგად აურიეთ და ცოტა ხანს კიდევ ხრაკეთ. 3 წუთის შემდეგ დაუმამტეთ დაჭრილი კიტრი, შემდეგ – პომიდორი და ასევე, სოიის სოუსი, იმბერი და ცხარე წიწაკა. შეგიძლიათ, ერთიანი სოუსი მოუმზადოთ. შეურიეთ ერთმანეთს სოიის სოუსი, სულ ცოტა შაქარი. პომიდორს უმჯობესია გააცალოთ კანი. არაჩვეულებრივად გემრიელია. ცალკე, გარნირად მოხარშეთ ბრინჯი.