ფორთოხლის „შარლოტკა“
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი შაქარი, 240 გრამი ფქვილი, 5 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი ცომის გასაფხვიერებელი, 2 ცალი ფორთოხალი (ერთი ფორთოხლის ცედრა – 2 ჩაის კოვზი), მარგარინი – ფორმაზე წასასმელად, შაქრის პუდრი – მოსაყრელად.
მომზადების წესი: კვერცხი ათქვიფეთ. დაუმატეთ შაქარი და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, ასევე, ცომის გასაფხვიერებელი. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ. ერთს ამოაფხიკეთ ცედრა. შემდეგ კი ორივე ფორთოხალი გაარჩიეთ. დაყავით ნაჭრებად. კურკები თუ აქვს, მოაშორეთ და თითოეული ორად გაჭერით. ცედრა ჩაუმატეთ ცომში და აურიეთ. ფორმას წაუსვით მარგარინი და ჩაასხით მასში ცომი. გამოაცხვეთ საშუალო სიძლიერის ცეცხლზე 65 წუთის განმავლობაში. გამომცხვარია თუ არა, შეამოწმეთ ხის ჩხირით. ნამცხვარი ფორმაშივე დატოვეთ 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ. მოაყარეთ ფორთოხალი, შაქრის პუდრი და „შარლოტკაც“ მზად არის.