ქათმის წვნიანი ჩინურად
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის ფილე, 100 გრამი სოკო, 0,5 ჭიქა მრგვალმარცვლიანი ბრინჯი, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი ცხარე, წითელი წიწაკა, 2 ცალი პომიდორი, 2 ცალი სტაფილო, 0,5 ჭიქა ქათმის კუბიკის ბულიონი, 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 სადილის კოვზი ზეთი (სასურველია ზეითუნის), მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: სტაფილო დაჭერით თხელ ფირფიტებად ან სპეციალური საჭრელით. ბულგარული წიწაკა დაჭერით ჩხირებად; მწარე წითელი – რგოლებად. პომიდორი და სოკო წვრილად დაჭერით. ფილე დაჭერით გრძელ ჩხირებად. ბრინჯი მოხარშეთ ისე, რომ სრულ მომზადებას დააკლდეს ცოტა.
მოზრდილ ტაფაში ჩაასხით ზეთი და მოხრაკეთ მასში ფილე. ოქროსფერი უნდა გახდეს. გადმოიღეთ თეფშზე. იმავე ტაფაზე მოათავსეთ ბრინჯი. ზემოდან მოასწორეთ და მოაყარეთ ფენებად სოკო, წიწაკა, სტაფილო, პომიდორი, ფილე და შუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ, მოასხით ბულიონი. უყავით მარილი, აურიეთ კარგად. დაახურეთ თავსახური და კიდევ შუშეთ 5 წუთი. ბოლოს შეურიეთ სოიის სოუსი და გადმოდგით ცეცხლიდან. 5-10 წუთის შემდეგ მიირთვით, უფრო გემრიელია.