ღორის ხორცი „დაბეგვილი“
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი რბილი ღორის ხორცი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი, 1,4 ჩაის კოვზი ცხარე, წითელი წიწაკა, 1 ჩაის კოვზი სუნელი, მარილი, 300 გრამი ქამა სოკო, 100 გრამი სტაფილო, 100 გრამი ხახვი, ზეთი (ზეითუნის ან სიმინდის), 150 გრამი ოხრახუში, 1 სადილის კოვზი მაიონეზი, 80 გრამი ჰოლანდიური ყველი, 2 სადილის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი (სახამებელი).
მომზადების წესი: ხორცი გაჭერით 4 ნაწილად ან 6-ად, თქვენი სურვილისამებრ. თასში ჩაასხით 1 სადილის კოვზი ზეთი, უყავით წიწაკა, სუნელი, დაქუცმაცებული ნიორი, მარილი და აურიეთ კარგად. დაბეგვეთ ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან. წაუსვით სოუსი კარგად. ცხელ ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი, მოხრაკეთ მასზე კუბიკებად დაჭრილი სოკო. მოაყარეთ გახეხილი სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ ყველაფერი ერთად. ოდნავ აცადეთ, გაცივდეს დაუმატეთ (მოაყარეთ) 1 ჩაის კოვზი სახამებელი, მსხვილად გახეხილი ყველი. წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 1 სადილის კოვზი მაიონეზი, პილპილი, მარილი. აურიეთ თანაბრად.
ხორცის ნაჭრები ამოგანგლეთ ფქვილში. დააწყვეთ გამოსაცხობ ტაფაზე და აირღუმელში გამოაცხვეთ. 5 წუთის შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ დანარჩენი, მზა ინგრედიენტები და 180 გრადუსზე 15-20 წუთით ისევ შეაბრუნეთ ღუმელში.