კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოტყუებული გივი და მაკვარანცხი იურა

კახეთში ვიღებთ ფილმს: „სიყვარული ყველას უნდა“.

სხვათა შორის, ფილმი ძალიან მხიარული გამოვიდა და არც გადაღება გახლდათ „უმხიარულო“.

სასტუმრო იმ სოფელში, სადაც ამ ფილმს ვიღებდით, – არ იყო და მცხოვრებლებმა გამოგვიყვეს თავიანთ სახლებში „საპატივცემულო ოთახ-ნომრები“.

ერთ დღეს გივი ბერიკაშვილს და მე, ერთმა იქაურმა სამი თუ ოთხი ცალი საზამთრო გვაჩუქა – პირი გაისველეთო.

– ჩააცივე, იურა, ახლა შენთან წყალში ეს საზამთროები და საღამოს, გადაღების მერე, რომ მოვალთ, შევექცეთო, – გივიმ.

ეს ამბავი დილა სისხამზე ხდება.

წამოვიღე ეს საზამთროებში „ნომერში,“ ავავსე ვედროები წყლით და „ჩავაცივე“.

სანამ გივის პერსონალურად იღებდნენ და ჩვენ ვისვენებდით, მე და ტრისტან სარალიძეს („ჰალსტუხია“) შემოგვეჭამ-შემოგვეხარჯა ორი თუ სამი საზამთრო.

დარჩა ერთი, მომცრო საზამთრო. ყურყუმალობს ვედროში. საღამოს მოვიდა გივი.

– აბა, გამაიტა საზამთრო, ვნახოთ ერთი, როგორიაო.

ამოვიღე ის საცოდავი, დარჩენილი, პატარა საზამთრო, დავდე მაგიდაზე და დანა მოვიმარჯვე.

– დიდი გამაიტა, კაცო! – გივიმ.

სადღაა?

რაღა ვქნა?

გავედი მეორე ოთახში, ამოვავლე ეს საზამთრო წყალში, ვითომ ახლა ამოვიღე, დავდე მაგიდაზე... მოვიმარჯვე დანა, უნდა გავუსვა და:

– ამაზე დიდიც ხომ იყო, ჯო? – კახურად მოუქცია გივიმ.

– აა, ის?! – გავიტანე, ისევ ამოვავლე წყალში და შემოვიტანე იგივე საზამთრო, აღარ დავუცადე და დავუსვი დანა.

– ეგრე, რა! – თქვა გივიმ... მომატყუებდი გეგონა? აი, ეს მესმის...

ძალიან შემეცოდა მოტყუებული გივი, მაგრამ... მე ხომ „მაკვარანცხი“ ვარ?

იური ვასაძის ნაამბობის

მიხედვით 

 

скачать dle 11.3